ამბები

22:41 | 12.09.2014 | ნანახია 3384 - ჯერ

7-კაცა მანჩესტერში გაემგზავრა

 

ამ უქმეებზე (13-14 სექტემბერი), მანჩესტერი “რაგბი ევროპის” 2014 წლის გრან-პრის სერიის ბოლოსწინა, მესამე ეტაპს მასპინძლობს. მატჩები “სეილ შარქსის” “ეი ჯეი ბელ სთედიუმზე” (AJ Bell Stadium) გაიმართება.

წინა ორი ეტაპის ჯამით, “საქართველოს შვიდკაცა”, რომელიც ტურნირზე დღეს გაემგზავრა, ჯგუფში შოტლანდიის, იტალიისა და ესპანეთის ნაკრებებთან მოხვდა. ჯგუფური ეტაპის მატჩები შაბათს, 13 სექტემბერს, ხოლო პლეი ოფის შეხვედრები კვირას გაიმართება.

გრან-პრის წინა, მოსკოვის ეტაპისგან განსხვავებით, 7-კაცა რამდენიმე ძირითად მოთამაშეს მოისაკლისებს. ეს, ერთი მხრივ, საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერების საკლუბო კალენდრით, ხოლო მეორე მხრივ “ჩელენჯ ქაფის” შესარჩევი ეტაპისთვის “თბილისის კავკასიელების” რიგებში შინ მოასპარეზეთა გამოძახებითაა გამოწვეული.

მიუხედავად ამისა, სამწვრთნელო შტაბმა მოახერხა შედარებით გამოცდილი გუნდის შეკრება. შემადგენლობაში ორ “კავკასიელსაც”, ბექა წიკლაურსა და გიორგი შკინინს ვიხილავთ.

მანჩესტერში ნაკრების შემადგენლობაში ოფიციალური დებიუტი ექნება საბა შუბითიძეს, რომელსაც აქამდე მხოლოდ მოსამზადებელ შვიდკაცებზე (ზიმბაბვე, ამსტერდამი, დუბაი) და საუნივერსიტეტო ტურნირებში მიუღია მონაწილეობა.

რაზმი: 1. დიმიტრი კალანდაძე, 2. გიორგი ფრუიძე, 3. ლევან გოგოლაშვილი, 4. შალვა მახარაშვილი, 5. ზურაბ ძნელაძე, 6. ირაკლი გეგენავა, 7. ალექსანდრე ხუციშვილი, 8. გიორგი კალმახელიძე, 9. ბექა წიკლაური, 10. სანდრო ნიჟარაძე, 11. საბა შუბითიძე, 12. გიორგი შკინინი.

სამწვრთნელო შტაბი: კახა ალანია - მთ. მწვრთნელი; ზაზა ლეჟავა – მწვრთნელი; ნონო ანდღულაძე – მენეჯერი; სანდრო ჭეიშვილი - ვიდეო ანალიზი; ვახტანგ წიკლაური – ექიმი; გიორგი სვანიძე - ფიზიო

ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები მატჩებს შემდეგი თანმიმდევრობით გამართავს: 14.50 საათი იტალია; 17.50 ესპანეთი; 20.50 შოტლანდია.

მატჩების სთრიმი შემდეგ არხზე გაიმართება:

 

http://www.dailymotion.com/video/x25t15q_7s-grand-prix-series-manchester_sport

მატჩების ტექსტური ლაივი რაგბის ევროპის თვითერზე გაიმართება:

https://twitter.com/rugby_europe

 

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.198937