20-წლამდელები

18:55 | 31.05.2017 | ნანახია 3091 - ჯერ

პირველი ტაიმის შემდეგ: საქართველო - არგენტინა 12:17

საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ არგენტინელებთან 12:17 მარცხდება. ახალგაზრდა ბორჯღალოსნების 12-ვე ქულა გელა აფრასიძის მიერ ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმების შედეგია.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
03:04 | 01.06.2017
dinamo222 (692)

ძალიან ძლიერი გუნდია არგენტინა ! მგონია ძალები შეინახეს მეორე ტაიმში თორე რო მოენდომებინათ 3-4 ლელოს კიდევ დაგვიდებდნენ !

20:28 | 31.05.2017
NIKA..01 (335)

მოკლედ ნამეტანი პესიმიზმი გამომდის,მაგრამ იმ კომპონენტებში რომ ვუკლებთ რაშიც ყოველთვის ერთ-ერთი პირველები ვიყავით საწყენია.ხაზის თამაშში იმდენად არ გვაქვს პროგრესი რამდენიც შერკინების თამაშში რეგრესი.შერკინებაში მხოლოდ სტატიკას არ ვგულისხმობ.

22:08 | 31.05.2017
sabonis (74)

არა რატო პესიმიზმი ყურადსაღები შენიშვნებია.

23:29 | 31.05.2017
NIKA..01 (335)

ახალგაზრდებში რომ ვხედავ იგივე ნაკლოვანებებს რასაც მთავარ ნაკრებში ძალიან მწყდება გული.მსურს პროგრესს ვხედავდე ყველა ასპექტში.მეტი მუშაობაა საჭირო ბავშვთა რაგბში.მეტი პროფესიონალის ჩართვაა საჭირო

20:25 | 31.05.2017
dede (87)

თავიდან შემოგვიტიეს მაგრად 3 ლელო მოგვაყარეს ეგრევე და ამ ქულების გაქვითვა ვეღარ შევძელით. არა უშავს მაინც კარგია მადლობა ბიჭებს

20:24 | 31.05.2017
NIKA..01 (335)

კიდე ერთი რამაა თვალშისაცემი,"ძველებისგან" განსხვავებით ახალგაზრდული ნაკრები გაბარიტებში ჩამორჩება მეტოქეთა უმრავლესობას.სიმაღლეში აშკარად ჩამოვუვარდებით.18 წლამდელებიც ხო ვნახეთ და იქაც ეგ პრობლემაა.ფრანგებს რომ ვეთამაშეთ ასე მეგონა სხვადასხვა ასაკისანი იყვნენ.ჯანშიც ის დომინაცია არ გვაქვს,რასაც მიგვაჩვიეს წინა თაობებმა

20:20 | 31.05.2017
NIKA..01 (335)

ბრძოლა და ხასიათი მოსაწონია,მაგრამ ჩვენ უკურნებელ სენს "უტვინო თამაშს" როდესმე,რომელიმე ფორმაციის ნაკრებში თუ ეშველება.უაზრო,არაადეკვატური გადაწყვეტილებები ნერვებზე მთხრის.ვერაფრით გავიგე აბჟანდაძემ რატო დაარტყა ჯარიმა მარცხენა აუტში,როცა მარჯვენა აუტთან უფრო ახლოს იყო.რატო გამოეკიდა მანძილს მეტოქის 22-დან დარტყმისას და რატო არტყავენ 5 მეტრ მანძილზე საკუთარი 22-დან.ვერაფრით ვიგებ რატომ დავაყენეთ მათ 5 მეტრიანში 4 კაციანი დერეფანი,ანუ ეგ ნიშნავდა რომ არა მოლის დაყენებას,არამედ თამაშის გაშლას ვაპირებდით.რატომ?ჩვენი ძლიერი მხარეა გაშლილი თამაში და გადავწყვიტეთ მაგით მოგვეპოვებინა უპირატესობა არგენტინასთან?ან მეორე დერეფნის დროს ის რა ცრუ ახტომა იყო?მხოლოდ ჩვენი თავი დავაბნიეთ,ან რატომ ვაგდებთ მუდმივად ბოლო კაცზე მეტოქის 5 მეტრიანში?ეს ყველა ფორმაციის ნაკრებს ჩვევია,არსად არ ამართლებს და ვერსად მიხვდნენ,რომ შეეშვან და ააგდონ 1-2 კაცზე.დაცვის ხაზის სიმწყობრესა და დისციპლინაზე აღარაფერს ვამბობ.

03:03 | 01.06.2017
dinamo222 (692)

100%

20:12 | 31.05.2017
maxo_65 (458)

ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს..არგენტინა კლასით ჩვენ გუნდს ჯობია, თან ჩვენთვის ერთერთი უხერხული მეტოქეა, სწრაფი გუნდია ძალიან...ამასთან პირველი თამაში ჩავატარეთ და იგრძნობოდა ნერვიულობა, რიგ შემთხვევაში არ გავიმართლა და მარტივი შეცდომებიც დავუშვით გადამწყვეტ მომენტებში..მინიმუმ ოთხი ჯარიმის დარტყმა შეგვეძლო მეორე ტაიმში..მე არ მაქვს ილუზიები დიდ შედეგზე , მაგრამ ვფიქრობ ამ გუნდს შეუძლია ტოლსწორად ეთამაშოს ბობოლებს და მინიმუმ ერთი თამაში მაინც მოიგოს,(2-ის მოგებაც შესაძლებელია) და დარჩეს ელიტაში...

20:03 | 31.05.2017
maxo_65 (458)

არგენტინა წინა მსობლიოს ბრინჯაოს პრიზიორია..მეც ვფიქრობ ჯგუფის კიარა ჩემპიონატის ერთერთი ფავორიტია ზელანდიელებთან და ინგლისელებთან ერთად..

19:47 | 31.05.2017
sabonis (74)

ბიჭებო საზმაუს წამყვანმა თქვა ამ ჯგუფის ფავორიტი არგენტინააო, რამე აურიეს(როგრ დაემართადDD) თუ მართლაც ჯობია დავიჯერო არგენტინა აფრიკელებს და ფრანგებს?

19:56 | 31.05.2017
Baraka (4)

მე უყურე აფრიკა საფრანგეთის მეორე ტაიმს ძმაო და შთაბეჭდილებაც დამრჩა არგენტინა ორივეს მოუგებს დახლოებით ჩვენნაირი სხვაობით

20:02 | 31.05.2017
sabonis (74)

კარგია თუ მასეა ე.ი. შანსები კიდე გვაქ.

0.09328