ავჭალის სარაგბო სტადიონზე დასრულდა ინგლისისა და სამოას ნაკრებთა მატჩი. მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში ინგლისელმა ახალგაზრდებმა მეტოქე დაჯაბნეს და დიდი ანგარიშით - 74:17 დაამარცხეს. ეს იყო ა ჯგუფის მატჩი.
პარალელურად ქუთაისში ბ ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ახალი ზელანდიის ახალგაზრდულმა ნაკრებმა შოტლანდიელი თანატოლები 42:20 დაამარცხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია