0:22 | 31.05.2017 | ნანახია 1099 - ჯერ

‘ქვევრი ამორისი’ რაგბის განვითარებისთვის

საქართველოს რაგბის კავშირსა და ღვინის მწარმოებელ კომპანია ‘ქვევრი ამორისს’ შორის ხანგრძლივი ხელშეკრულება გაფორმდა.

ამიერიდან, ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კომპანიის წარმოებულ ერთ ბოთლ ღვინოს შეიძენს, ავტომატურად ხდება ქართული რაგბის მხარდამჭერი და მის მიერ ღვინოს შესაძენად გადახდილი თანხიდან 1 ლარი რაგბის განვითარების ფონდში გადაირიცხება.

აქცია სამი სახეობის ღვინოზე - წინანდალზე, საფერავზე და რქაწითელზე ვრცელდება. ეტიკეტზე დატანილია სრკ-ს ოფიციალური ლოგო და ბორჯღალი, ასევე დევიზი: ‘რაგბი ჩვენი თამაშია’.

ხელშეკრულებას ხელი სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და ‘ქვევრი ამორისის’ ხელმძღვანელმა ნუკრი ბეჟუაშვილმა მოაწერეს.

„რაგბის განვითარება მთელი ქვეყნის საზრუნავია და სასიხარულოა, რომ ამ საქმეში კიდევ ერთი კერძო კომპანია ჩაერთო. სამი სახეობის ღვინის თითო გაყიდული ბოთლიდან, 1 ლარი რაგბის განვითარებას მოხმარდება. ჩვენ გახსნილები ვართ ყველა კომპანიისთვის, მაგრამ ხელშეკრულებებს ბრმად არ ვაფორმებთ. კომპანია ‘ქვევრი ამორისი’ ხარისხზე სრულადაა მპასუხისმგებელი, მათ ჩვენი ნდობა დაიმსახურეს და ეს ხელშეკრულება ხანგრძლივ პერიოდზეა გაწერილი“ - განაცხადა სრკ-ს პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ.

„საქართველო ღვინის მწარმოებელი უძველესი ქვეყანაა და საქართველოს რაგბის კავშირის მეშვეობით, ამას მთელს მსოფლიოს ვამცნობთ. ჩვენი კომპანია სოფელ წინანდალთან, მშრალ ღვინოს აწარმოებს და მისი ხარისხი ისეთივე გამორჩეულია, როგორც ქართული რაგბი. მოხარულები ვართ, რომ გვაქვს პატივი შევიტანოთ საკუთარი წვლილი ქართული რაგბის განვითარებაში“ - თქვა ნუკრი ბეჟუაშვილმა.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081704