არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დანიელ ურკადემ გამოაქვეყნა 32-კაციანი სია. სწორედ ეს 32 მორაგბე მოემზადება ინგლისის ნაკრების 10 ივნისს სამასპინძლოდ, ხოლო 24-ში ჩვენს „ბორჯღალოსნებს“ დაუხვდება.
ნაკრებში დააბრუნეს ორი ტრავმამოშუშებული მოთამაშე - ბურჯი ნაუელ ჩაპარო და მეორეხაზელი ტომას ლავანინი. არგენტინული სარაგბო წესის თანახმად, „პუმებში“ მოხვედრის მსურველი მოთამაშე აუცილებლად უნდა იყოს სუპერ რაგბიში მოასპარეზე „ხაგუარესის“ წევრი. შესაბამისად, ამ 32-კაციან ჩამონათვალს სრულად შეადგენენ ხსენებული კლუბის წევრები.
არგენტინის ნაკრების შემადგენლობა ივნისის ტესტებზე:
ფორვარდები:
კვაჭები - აგუსტინ კრეევი, ხულიან მონტოია; ბურჯები - ფელიპე არეგი, სანტიაგო ბოტა, რამირო ერერა, ლუკას პასი, ენრიკე პიერეტო, ნაუელ ჩაპარო; მეორეხაზელები - მატიას ალემანო, ტომას ლავანინი, გვიდო პაგადისაბალი; ფლანკერები - როდრიგო ბაესი, ხუან მანუელ ლეგისამონი, ტომას ლესანა, პაბლო მატერა, ხავიერ ორტეგა დესიო; 8 ნომერი - ბენხამინ მაკომე, ლეონარდო სენატორე;
უკანა ხაზი:
შერკინების ნახევარმცველები - გონსალო ბერტრანუ, ფელიპე ესკურა, მარტინ ლანდახო; მგეზავები - სანტიაგო გონსალეს იგლესიასი, ნიკოლას სანჩესი; შუამარბები - ხერონიმო დე ლა ფუენტე, ხუან მარტინ ერნანდესი, მატიას მორონი, მატიას ორლანდო; გარემარბები - ემილიანო ბოფელი, სანტიაგო კორდერო, მანუელ მონტერო; ფულბეკები - რამირო მოიანო, ხოაკინ ტუკულეტი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ახლოვდება უმნიშვნელოვანესი ტესტების დრო.
კორდერო გავაჩეროთ რამენაირად, დედა რა დღე გვაყარა მსოფლიოზე აა?
ანუ არგენტინის ნაკრებში მხოლოდ ერთი გუნდის მორაგბეები ხვდებიან? რაღAცას ვერ ვხვდები..
კი ყველანი ერთ გუნდში არიან