ამბები

22:51 | 12.09.2014 | ნანახია 4127 - ჯერ

თბილისის კავკასიელები - სტადიონი და ბილეთის ფასი ცნობილია

20 სექტემბერს, “ჩელენჯ ქაფის” 2014/15 წლის გათამაშების საკვალიფიკაციო, ორ-მატჩა რაუნდის პირველ შეხვედრაში, “თბილისის კავკასიელები” სტუმრად იტალიურ “რაგბი როვიგო დელტას” ეთამაშებიან.

ამ შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე, 27 სექტემბერს საპასუხო შეხვედრაში “კავკასიელები” იტალიელებს თბილისში უმასპინძლებენ. თამაში “ავჭალის სარაგბო სტადიონზე” 17:00 საათზე დაიწყება. მატჩის ბილეთები 2 ლარი ეღირება და 23 სექტემბრიდან ყოველდღიურად საქართველოს რაგბის კავშირში გაიყიდება (12:00 სთ - 17:00 სთ). დარჩენის შემთხვევაში, მატჩის დღეს ბილეთების შეძენა “‘ავჭალის სარაგბო სტადიონის” სალაროებში იქნება შესაძლებელი.

ვინაიდან მატჩზე დასასწრები ბილეთი დანომრილი არა, ყველას მოგიწოდებთ სამატჩო დღეს თადარიგი დაიჭიროთ და სასურველი ადგილის დასაკავებლად დროულად მიხვიდეთ სტადიონზე.

წარსულმა გამოცდილებამ არა ერთხელ გვიჩვენა, რომ გადამყიდველები, რომელთა საწინააღმდეგოდ ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, სხვადასხვა მეთოდებით ახერხებენ დიდი ოდენობით ბილეთების შეძენას და შემდეგ უფრო ძვირად ყიდიან მატჩზე დასწრების მსურველებზე. აღნიშნულისთვის თავის არიდების მიზნით, მოგიწოდებთ დროულად იზრუნოთ მატჩის ბილეთების შეძენაზე.

 

 

rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077577