ბორჯღალოსნები

11:34 | 29.05.2017 | ნანახია 3252 - ჯერ

20-წლამდელები | „გ“ ჯგუფის წარდგენა
უმცროსი ბორჯღალოსნები და მეტოქეები

31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გასამართი ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე, წარმოგიდგენთ „გ“ ჯგუფის მონაწილე გუნდებს.

აქ მასპინძლები, უმცროსი ბორჯღალოსნები არგენტინის, სამხრეთ აფრიკისა და საფრანგეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებენ. შეხვედრები ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება და უმცროსი ბორჯღალოსნების მატჩები 18 საათზე დაიწყება.

ოფიციოზი

არგენტინა

2017 წლის განთესვა: 3

საუკეთესო შედეგი: მესამე ადგილი (2016)

უარესი შედეგი: მე-11 (2009)

20-წლამდელთა ჩემპიონატზე: 45 თამაში: 23 მოგება - 22 წაგება

975 ქულა, 108 ლელო

ეროვნულში დაწინაურდა 57 მორაგბე

საუკეთესო შედეგის მქონე მორაგბე: მარტინ ლანდახო (65 ტესტი)

შევნიშნოთ: არგენტინელი მოთამაშეების დიდი ნაწილი, რომლებიც 20-წლამდელთა ჩემპიონატში თამაშობენ, კარიერას ეროვნულ ნაკრებში აგრძელებენ. მათ შორის არიან ნიკოლას სანჩესი, მარტინ ლანდახო და ტომაშ კუბელი, რომლებმაც 50-კეპზე მეტი მოიხვეჭეს.

მწვრთნელი: გასტონ კონდე

კაპიტანი: ტომას მალანოს

ვის დავაკვირდეთ: მარკოს კრემერს

უდიდესი მოვლენა, რომელსაც შეუძლია როგორც მეორე, ასევე მესამე ხაზში თამაში. კრემერი იყო ერთ-ერთი გამორჩეული იმ არგენტინის შემადგენლობაში, რომელმაც 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საუკეთესო შედეგი აჩვენა, ორჯერ დაამარცხა სამხრეთ აფრიკა და მესამე ადგილი დაიკავა. მან უკვე ითამაშა არგენტინა XV-ის შემადგენლობაში ამერიკის ჩემპიონატში და ეროვნულ გუნდში დებიუტი მსოფლიოს ჩემპიონის, ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ოთხი ერის გათამაშებაში ჰქონდა. მას ზე-რაგბში თამაშის გამოცდილებაც აქვს და ეროვნული გუნდის თავკაცი დანიელ ურკადე მისი დიდი ქომაგია.

სამხრეთი აფრიკა

2017 წლის განთესვა: 4

საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი (2012)

უარესი შედეგი: მეხუთე (2011)

20-წლამდელთა ჩემპიონატზე: 45 თამაში: 33 მოგება - 12 წაგება

1 745 ქულა, 236 ლელო

ეროვნულში დაწინაურდა 24 მორაგბე

საუკეთესო შედეგის მქონე მორაგბე: პეთ ლემბი (56 ტესტი)

შევნიშნოთ: 2014 წლის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დრამატულ ფინალში, სამხრეთ აფრიკა ინგლისთან 20:21 დამარცხდა, თუმცა ანდრე პოლარდი წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ აღიარეს და იმავე წელს შოტლანდიის წინააღმდეგ ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა.

მწვრთნელი: ჩინ რუ

კაპიტანი: ერნსტ ფან’რეინ

ვის დავაკვირდეთ: ქერვინ ბოშს

უნიჭიერესი მოთამაშე, რომელსაც ბევრი ‘ქურციკების’ შემადგენლობაში ხედავდა საფრანგეთთან გასამართი ტესტ-მატჩებისთვის. შარშანდელ 20-წლამდელთა ჩემპიონატში ის საიმედო იყო დაცვაში და სახიფათო შეტევაში. ბოში სახიფათოა ბურთით ხელში, კარგად თამაშობს ფეხით როგორც ტაქტიკური, ასევე კარში დარტყმისას. წელს მან ‘შარქსის’ შემადგენლობაში ზე-რაგბში ითამაშა და სამხრეთ აფრიკული გუნდის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო.

საფრანგეთი

2017 წლის განთესვა: 9

საუკეთესო შედეგი: მეოთხე ადგილი (2011, 2015)

უარესი შედეგი: მეცხრე (2016)

20-წლამდელთა ჩემპიონატზე: 45 თამაში: 29 მოგება - 16 წაგება

1 224 ქულა, 152 ლელო

ეროვნულში დაწინაურდა 40 მორაგბე

საუკეთესო შედეგის მქონე მორაგბე: იოან მაესტრი (56 ტესტი)

შევნიშნოთ: პიერ ბერნარი რეკორდსმენია ერთ მატჩში გატანილი ქულების მიხედვით. 2009 წელს, უელსთან მე-5 ადგილისთვის გამართულ პლეი ოფში მან 33 ქულა მოაგროვა.

მწვრთნელი: ფილიპ ბოერ

კაპიტანი: ფლორიან ვერეგე

ვის დავაკვირდეთ: რომენ ნ’ტამაკს

მგეზავს 18 წელი მხოლოდ ამ თვის დასაწყისში შეუსრულდა, თუმცა, როგორც ჩანს, ისეთივე ნიჭის პატრონია, როგორითაც მამამისი, საფრანგეთის ნაკრებისა და ‘ტულუზის’ ლეგენდა ემილი იყო დაჯილდოვებული. 20-წლამდელთა გუნდში მას დებიუტი წლევანდელ ექვს ერზე ჰქონდა და მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში. რომენი მოჩვენებასავით ძვრება თავისუფალ სივრცეებში. ფეხის დარტყმების პროცენტით ვერ დაიკვეხნის, თუმცა ასაკთან ერთად ესეც აუცილებლად მოვა და საფრანგეთი უდაოდ ნიჭიერ მორაგბეს მიიღებს.

საქართველო

2017 წლის განთესვა: 10

საუკეთესო შედეგი: მეათე ადგილი (2016)

უარესი შედეგი: 10 (2016)

20-წლამდელთა ჩემპიონატზე: 5 თამაში: 1 მოგება - 4 წაგება

58 ქულა, 7 ლელო

ეროვნულში დაწინაურდა 34 მორაგბე (3 ჩემპიონატიდან, 31 ალაფიდან)

საუკეთესო შედეგის მქონე მორაგბე: ლაშა ხმალაძე (53 ტესტი)

შევნიშნოთ: ვასილ ლობჟანიძე გახდა მსოფლიო თასების ისტორიის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, 8 თვის შემდეგ კი, პირველად ითამაშა 20-წლამდელთა ჩემპიონატში.

მწვრთნელი: ილია მაისურაძე

კაპიტანი: ილია სპანდერაშვილი

ვის დავაკვირდეთ: გელა აფრასიძეს

საქართველო დაჯილდოვებულია ნიჭიერი და ახალგაზრდა შერკინების ნახევარმცველებით. ვასილ ლობჟანიძე საქვეყნოდაა ცნობილი, როგორც მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, თუმცა გელა აფრასიძის შესაძლებლობებს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი ასევე მაღალ შეფასებას აძლევს და უახლოეს წლებში 9 ნომრის პოზიციაზე დიდი კონკურენცია იქნება.

აფრასიძისთვის ეს მეორე 20-წლამდელთა ჩემპიონატია და შეუძლია ამ ტურნირში მესამედაც ითამაშოს, რადგან 20 წელი იანვარში უსრულდება. მას მგეზავადაც შეუძლია თამაში, წლის დასაწყისში კი, რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა და ეს გამოცდილება ახალგაზრდა ბორჯღალოსნებს მომდევნო სამ კვირაში ძლიერ წაადგება.

12-ვე გუნდის დეტალური სია

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
09:00 | 30.05.2017
krasni (587)

თქვენთან ვართ ბიჭებო.

22:26 | 29.05.2017
პანტელეიმონი (1218)

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

0.087562