31 მაისიდან 18 ივნისამდე (თბილისსა და ქუთაისში) გასამართი ‘მსოფლიო რაგბის’ 20-წლამდელთა ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღით ადრე, გთავაზობთ ინფორმაციას მონაწილე გუნდების შესახებ.
პირველ სტატიაში თქვენს ყურადღებას „ა“ ჯგუფზე შევაჩერებთ, სადაც მოქმედი ჩემპიონი ინგლისი, ავსტრალია, უელსი და 2016 წლის ‘ალაფის’ გამარჯვებული სამოა თამაშობენ.
ინგლისი
2017 წლის განთესვა: 1
საუკეთესო შედეგი: ჩემპიონი (2013, 2014, 2016)
უარესი შედეგი: მეშვიდე (2012)
20-წლამდელთა ჩემპიონატზე: 45 მატჩი / 35 მოგება / 10 წაგება
ქულები / ლელოები: 1 505 / 186
ეროვნულში დაწინაურდა 36 მორაგბე
საუკეთესო შედეგის მქონე მორაგბე: ბენ იანგსი (72 ტესტი, აქედან ორი ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებში)
უნდა იცოდეთ: ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებმა ითამაშა ყველაზე მეტი ფინალი - 7; მეტი, ვიდრე 5-გზის ჩემპიონმა ახალმა ზელანდიამ
მწვრთნელი: იან ვასი
კაპიტანი: ზაკ მერსერი
ვის უნდა დავაკვირდეთ: ზაკ მერსერი
მას არ გაუმართლა და ეროვნულ ნაკრებთან ერთად არგენტინულ ტურნეზე არ მიემგზავრება. ზაკი შთამბეჭდავი იყო 2017 წლის 20-წლამდელთა ექვს ერზე, ხუთივე თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ლელოები დაუდო იტალიას, უელსს და შოტლანდიას, ხოლო დუბლინში მოგებულ შეხვედრაში ის გუნდის კაპიტანი იყო. ინგლისმა 20-წლამდელთა ექვსი ერი „გრანდ სლემით“ მოიგო, ხოლო ზაკ მერსერი რაგბის ასოციაციამ მაისის დასაწყისში 2017 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მორაგბედ დაასახელა.
მერსერი შეუჩერებელი 8 ნომერია, სწრაფი ფეხებით და კიდევ უფრო სწრაფი ხელებით. ის უელსელი ვარსკვლავისგან - ტობი ფალეტაუსგან ‘ბასში’ ძალიან ბევრს სწავლობს. ზაკისთვის ეს მეორე 20-წლამდელთა ჩემპიონატია. მას 20 წელი ტურნირის დასრულებიდან რამდენიმე დღეში უსრულდება.
ავსტრალია
2017 წლის განთესვა: 6
საუკეთესო შედეგი: მეორე ადგილი (2010)
უარესი შედეგი: მერვე (2012)
20-წლამდელთა ჩემპიონატზე: 45 მატჩი / 27 მოგება / 18 წაგება
ქულები / ლელოები: 1 439 / 202
ეროვნულში დაწინაურდა 40 მორაგბე
საუკეთესო შედეგის მქონე მორაგბე: ჯეიმს სლიპერი (86 ტესტი)
უნდა იცოდეთ: ავსტრალიის 20-წლამდელთა ნაკრებიდან ეროვნულში დაწინაურებულმა მორაგბეებმა ჯამში ყველაზე მეტი, 898 კეპი მოიხვეჭეს. 2017 წლის ივნისისთვის შვიდიდან სამმა მორაგბემ 70 კეპს მიაღწია.
მწვრთნელი: საიმონ კრონი
კაპიტანი: რის ჰიუიტი
ვის უნდა დავაკვირდეთ: გენრი ჰატჩინსონი
ის ახალია 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის, მაგრამ არა საერთაშორისო რაგბისთვის: 2015 წლის დეკემბერში, კეიპტაუნში, 17 წლის ასაკში დებიუტი ჰქონდა 7-კაცა რაგბის მსოფლიო სერიებში. ძალიან სწრაფი მორაგბე პირველსავე სეზონში აღმოჩენად იქცა, 27 ლელო დაამიწა და წლის საუკეთესო ახალბედას ტიტული დაისაკუთრა. მომავალმა ოლიმპიელმა მეორე სეზონში 25 ლელო მიითვალა. ის გუნდს საქართველოში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე შეუერთდა და საინტერესო იქნება იმის ხილვა, რამდენად სწრაფად შეძლებს 7-კაცადან 15-კაცა რაგბზე გადართვას.
უელსი
2017 წლის განთესვა: 7
საუკეთესო შედეგი: მეორე ადგილი (2013)
უარესი შედეგი: მეშვიდე (2010, 2011, 2014)
20-წლამდელთა ჩემპიონატზე: 45 მატჩი / 27 მოგება / 18 წაგება
ქულები / ლელოები: 1 164 / 137
ეროვნულში დაწინაურდა 35 მორაგბე
საუკეთესო შედეგის მქონე მორაგბე: სემ უორბარტონი (76 ტესტი, აქედან ორი ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში)
უნდა იცოდეთ: სემ უორბარტონი მარტინ ჯონსონის შემდეგ მხოლოდ მეორე მორაგბეა, რომელმაც ბრიტანელ და ირლანდიელ ლომებს ორჯერ უკაპიტნა.
მწვრთნელი: ჯეისონ სტრეიჯი
კაპიტანი: უილ ჯონსი
ვის უნდა დავაკვირდეთ: რის კარე
128-კილოგრამიანი ბურჯი 20-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონოსანი მორაგბეა. 20-წლამდელთა ექვსი ერის დროს, მან დაგვანახა, რომ ძლიერია არა მხოლოდ ახლო ბრძოლაში, არამედ ფლობს შესანიშნავ ტექნიკას ასეთი მძიმე ადამიანისთვის.
სამოა
2017 წლის განთესვა: 12 (2016 წლის 20-წლამდელთა ‘ალაფის’ გამარჯვებული)
საუკეთესო შედეგი: მეშვიდე ადგილი (2008, 2009)
უარესი შედეგი: მეთორმეტე (2010, 2015)
20-წლამდელთა ჩემპიონატზე: 35 მატჩი / 11 მოგება / 24 წაგება
ქულები / ლელოები: 527 / 61
ეროვნულში დაწინაურდა 32 მორაგბე (25 ჩემპიონატიდან და 7 ალაფიდან)
საუკეთესო შედეგის მქონე მორაგბე: ფა’ატოინა აუტაგავაი (21 ტესტი)
უნდა იცოდეთ: სამოელი ალატასი ტუპოუ იყო პირველი მორაგბე, რომელსაც 20-წლამდელთა ჩემპიონატის შემდეგ დებიუტი ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა. 2008 წლის 3 სექტემბერს მან ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ითამაშა. ამჯამად ის მსოფლიოს სერიებში სამოას 7-კაცა ნაკრების საკვანძო ფიგურაა.
მწვრთნელი: მაჰონარი შვალგერი
კაპიტანი: ივან ფეპულაი
ვის უნდა დავაკვირდეთ: პეატო ტოეაფო
მეორეხაზელს უკვე უთამაშია სამოას ეროვნულ ნაკრებში, ხოლო ამა წლის მარტში „ა“ გუნდის შემადგენლობაში წყნარი ოკეანის თასზე თამაშობდა. მან ეროვნულის კვართი პირველად 2015 წელს მოირგო.
rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა უბედურებაა უცხო სიტყვების პირდაპირ გადმოტანა ქართულ ენაში. რა პრევიუ, დაწერეთ ქართულად - მიმოხილვა. თუ არ იცით მნიშვნელობა, ლექსიკონით მაინც ისარგებლეთ, ჟურნალისტები ვალდებულნი ხართ სწორად იმეტყველოთ და წეროთ ქართულად.
+1