8 ივნისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში სარაგბო ევროტურნირების კენჭისყრა გაიმართება. გუშინ, „ნორთჰემპტონისა“ და „სტად ფრანსეს“ ჯახის შედეგად რაგბი ევროპის ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ კაპის (გამოწვევის თასის) 20-20 მონაწილის ვინაობა დაზუსტდა.
მაშ ასე, 2017-2018 წლების სეზონის ჩემპიონთა თასის მონაწილეები:
„უოსპსი“ (ინგლისი)
„ექსეტერი“ (ინგლისი)
„სარასენსი“ (ინგლისი)
„ლესტერი“ (ინგლისი)
„ბათი“ (ინგლისი)
„ჰარლიქუინსი“ (ინგლისი)
„ნორთჰემპტონი“(ინგლისი)
„ლა როშელი“ (საფრანგეთი)
„კლერმონი“ (საფრანგეთი)
„მონპელიე“ (საფრანგეთი)
„ტულონი“ (საფრანგეთი)
„კასტრი“ (საფრანგეთი)
„რასინგი“ (საფრანგეთი)
„მანსტერი“ (ირლანდია)
„ლენსტერი“ (ირლანდია)
„ოლსტერი“ (ირლანდია)
„ოსპრეიზი“ (უელსი)
„სკარლეტსი“ (უელსი)
„გლაზგო“ (შოტლანდია)
„ბენეტონი“ (იტალია)
...და ჩელენჯ კაპის ჯგუფური ეტაპის 20 მონაწილეც:
„ნიუკასლი“ (ინგლისი)
„გლოსტერი“ (ინგლისი)
„სეილ შარქსი“ (ინგლისი)
„ვუსტერი“ (ინგლისი)
„ლონდონ აირიში“ (ინგლისი)
„სტად ფრანსე“ (საფრანგეთი)
„ბრივი“ (საფრანგეთი)
„პო“ (საფრანგეთი)
„ლიონი“ (საფრანგეთი)
„ბორდო“ (საფრანგეთი)
„ტულუზი“ (საფრანგეთი)
„ოიონა“ (საფრანგეთი)
„აჟენი“ (საფრანგეთი)
„კარდიფ ბლუზი“ (უელსი)
„დრაგონსი“ (უელსი)
„კონახტი“ (ირლანდია)
„ედინბურგი“ (შოტლანდია)
„ძებრე“ (იტალია)
„ენისეი“ (რუსეთი)
„კრასნი იარი“ (რუსეთი)
სატრანსფერო პერიოდი თავის პიკს უახლოვდება და შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩემპიონთა თასზე 10-15 ქართველი ლეგიონერი იასპარეზებს, თანაც ყველა მათგანი ფრანგული კლუბის ღირსებას დაიცავს. ხოლო ჩელენჯ კაპზე ქართველთა რაოდენობა, სავარაუდოდ, ორ ათეულს გადააჭარბებს. ეს დღევანდელი მდგომარეობით, უფრო ზუსტი ინფორმაცია კი მომავალი სეზონის მოახლოებასთან ერთად გამოიკვეთება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ღმერთმა გამრავლოთ ! ! !
წელს უკვე რუსეთის 2 კლუბი თამაშობს ჩვენი კი ჯერ განხილვის ეტაპზეც არაა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ერთი კლუბით გასვლა მაინც.
არ გვათამაშებენ
არ გვათამაშებენ კი არა ფული არ აქვთ რომ ითამაშონ
ერთი ჩვენი გუნდების ან გუნდის მონაწილეობაზეც დაწერდეთ რამეს კარგი იქნებოდა.