6 ერი

19:55 | 24.05.2017 | ნანახია 8519 - ჯერ

ედი ჯონსი ექვსი ერის გახსნას ემხრობა
„წარმოიდგინეთ, რომ 60 ათასი მაყურებლის წინაშე საქართველოს დასარჩენად ეთამაშებით“

ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი ექვსი ერის გახსნას და მის ბოლოადგილოსანსა და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულს შორის პლეი ოფის სისტემის დანერგვას ემხრობა.

ავსტრალიელი სპეციალისტი, რომელმაც ინგლისს ექვსი ერი ზედიზედ ორჯერ მოაგებინა, დარწმუნებულია, რომ ეს ტურნირს დამატებიით ხიბლს შემატებს.

„საქართველოს და რუმინეთს უდიდესი პოტენციალი და რაგბისთვის შესანიშნავი გენოფონდი აქვთ. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურა მუდმივად ვითარდება. იდეალური იქნება, თუ რაგბის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულსა და ექვსი ერის ბოლოადგილოსანს შორის პლეი ოფი შედგება. ნუთუ ეს საინტერესო არაა? წარმოიდგინეთ, რომ ეთამაშებით საქართველოს თბილისში, 60 ათასი მაყურებლის წინაშე, რათა ექვს ერში თამაშის უფლება მოიპოვოთ!“ - ამბობს ჯონსი.

ექვსი ერის აშკარა აუტსაიდერი იტალიაა, რომელიც ტურნირს 2000 წელს დაემატა, 18 გათამაშებიდან 12-ჯერ ბოლო ადგილზე დარჩა და უკანასკნელი 20 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო. მიუხედავად სპეციალისტთა თუ გულშემატკივართა მოთხოვნისა, ექვსი ერი იტალიას უფრთხილდება და მინიმუმ 2020 წლამდე პლეი ოფის დანერგვაზე საუბარიც არ სურს.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:24 | 25.05.2017
ლეკა (1)

stripslashes((strlen('http://www.ultimaterugby.com/?page=4')>0?'http://www.ultimaterugby.com/?page=4':'http://www.ultimaterugby.com/?page=4'))

10:37 | 25.05.2017
buratino (480)

"წარმოიდგინეთ, რომ ეთამაშებით საქართველოს თბილისში, 60 ათასი მაყურებლის წინაშე, რათა ექვს ერში თამაშის უფლება მოიპოვოთ!“
.
მემგონი ეკაიფება იტალიას

12:44 | 25.05.2017
krasni (587)

ზუსტად მაგის წარმოდგენისას აკანკალებთ, მაგრამ მოუწევთ კი 3-ი წლის მერე მაინც.

01:20 | 25.05.2017
BEERTRANCE (1073)

მაინც იქნებ აყვეს სხვებიც, მაინც ჩნდება იმედი რო ლღვება ყინული.

10:36 | 25.05.2017
buratino (480)

მეტი არაა ჩემი მტერი, ვინმე აჰყვეს 6 ერის შეფებიდან

10:45 | 25.05.2017
BEERTRANCE (1073)

მაინც, უელსის მწვრთნელსაც ჰო წამოცდა 1-2ჯერ. აქამდე მარტო ჟურნალისტები იყო ახლა მწვრთნელებმაც თქვეს. ნუ დიდხანს გაიწელება, მარა მაინც ტრენდი მცირე მარა პოზიტიური ჩანს.

00:14 | 25.05.2017
shotai-olimpi (89)

ვინ უსმენს მერე ჭკვიან ხალხს? როცა შეიძლება ხვალვე პროგრესი, რატომ დებენ 10 წლის შემდეგ? ასე ვერასდროს გაზრდიან რაგბის პოპულარობას!!

23:49 | 24.05.2017
პანტელეიმონი (1218)

ედი, გაიხარე ! ! !

სამართლიანი კაცი ხარ ! ! !

21:22 | 24.05.2017
ogafa (407)

ყოჩაღ

21:17 | 24.05.2017
temuchin (431)

საღოლ ჯონს, ყოველთვის მევასებოდი და აწი ხომ საერთოდ

20:59 | 24.05.2017
dinamo222 (692)

ცირკები ის იქნება წელსვე რომ ჩაატარონ პლეი ოფი და წელს კი ევროპის ჩემპიონი რუმინეთია DDD

22:31 | 24.05.2017
alfadhirhaiti (110)

ცირკი კი არა, ახი იქნება ანტიპროფესიონალური მიდგომის გამო...

21:18 | 24.05.2017
tengocie (60)

DDDDDDDDDD

20:25 | 24.05.2017
dede (87)

დაუჯერეთ ამ კაცს, რომელმა იცით მასზე უკეთ რაგბი

20:23 | 24.05.2017
shotai-olimpi (89)

ვინ უსმენს მერე ჭკვიან ხალხს? როცა შეიძლება ხვალვე პროგრესი, რატომ დებენ 10 წლის შემდეგ? ასე ვერასდროს გაზრდიან რაგბის პოპულარობას!!

20:14 | 24.05.2017
maxo_65 (458)

ჭკვიანი კაცია ედი ჯონსი

0.253735