უცხოური

13:31 | 23.05.2017 | ნანახია 2035 - ჯერ

შოტლანდიას რიჩი გრეი და ჰიდალგო-კლაინი გამოაკლდნენ

შოტლანდიის ნაკრებს ივნისის ტესტებისთვის ორი მოთამაშე გამოაკლდა. “ნარშავების” ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, ტრავმების გამო თამაშს მეორეხაზელი რიჩი გრეი და ჰავბეკი სემ ჰიდალგო-კლაინი ვერ შეძლებენ.

სქოთების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა აღნიშნა, რომ რიჩი გრეის ნაცვლად ახალი მოთამაშის გამოძახებას არ აპირებს, ხოლო ჰიდალგო-კლაინის მაგივრად “ედინბურგის” 9 ნომერ შონ კედენის უხმო, რომელსაც შოტლანდიის მთავარ ნაკრებში აქამდე არ უთამაშია.

ცნობისთვის, ზემოთ აღნიშნული მოთამაშეების გარდა, “ნარშავები” სამ ლიდერს მოისაკლისებენ. ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ახალზელანდიური ტურნეს გამო, ივნისის ტესტებში მონაწილეობას კაპიტანი გრეიგ ლეიდლოუ, სტიუარდ ჰოგი და ტომი სიმური არ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიის ნაკრები მომავალ თვეში სამ მატჩს გამართავს: 10 ივნისს სინგაპურში იტალიას დაუპირისპირდება, 17-ში სიდნეიში – ავსტრალიას, ხოლო 24-ში სუვაში – ფიჯის.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:28 | 23.05.2017
DataN24 (215)

აი ამ შემადგენლობის წინააღმდეგ კარგი შანსები გვექნებოდა

0.127393