ბორჯღალოსნები

12:39 | 22.05.2017 | ნანახია 3892 - ჯერ

ბორჯღალოსნების საშეკრებო რაზმი

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის 36 მორაგბეს უხმო.

ახალზელანდიელ სპეციალისტს განზრახული ჰქონდა, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში სხვა მოთამაშეებიც ეხილა, მაგრამ რამდენიმე მათგანი ტრავმის გამო მოისაკლისა.

ესენი არიან: დუდუ ქუბრიაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ვახტანგ მაისურაძე, ბექა გორგაძე, ბადრი ლიპარტელიანი, ანზორ სიჭინავა, ირაკლი სვანიძე.

ბორჯღალოსნები „შევარდენზე“ 29-იდან 31 მაისამდე სამდღიან შეკრებას გაივლიან, რომელიც მსოფლიო რაგბის მე-9 დებულებითაა გათვალისწინებული. 1 ივნისს გახდება ცნობილი იმ 33 მორაგბის ვინაობა, რომლებიც 3 ივნისს კანადაში გაემგზავრებიან. მოსამზადებელ შეკრებაზე არ იქნებიან ის მოთამაშეები, რომელთა გუნდებიც საფრანგეთის ტოპ 14-ის პლეი-ოფში თამაშობენ.

“რაგბი ევროპის ჩემპიონატისგან განსხვავებით, სადაც განვითარების გეგმის თანახმად, ახალგაზრდა და ადგილობრივი მორაგბეები ვნახეთ საქმეში, ამერიკულ ტურნეზე უძლიერესი შემადგენლობა მიგვყავს. ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგებთან გვიწევს თამაში, ტესტ-მატჩებზე ნაჩვენებ შედეგს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და საუკეთესოებით წარმატების მეტი შანსი გვექნება.

“შეკრებაზე გვყავს როგორც გამოცდილი, ასევე შედარებით ახალგაზრდა მორაგბეები. ბიჭებს ენთუზიაზმი და ენერგია არ აკლიათ და ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, სასიამოვნოა ამ გუნდთან მუშაობა. დიდი მონდომებით ველი სრული შემადგენლობის შეკრებას“, - გაფართოებული რაზმის დასახელების შემდეგ განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ძლიერ მეტოქეებთან

ბორჯღალოსნებს ივნისში სამი მნიშვნელოვანი ტესტ-მატჩის და დიდი მანძილის დაფარვა მოუწევთ. გუნდი 3 ივნისს ჩრდილოეთ ამერიკაში, კანადაში მიემგზავრება, სადაც 10 ივნისს (საქართველოს დროით 01:00, 11 ივნისი) კალგარიში კანადას შეხვდება.

კანადიდან ბორჯღალოსნები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტაში გადაინაცვლებენ და 17 ივნისს (საქართველოს დროით 03:00 18 ივნისი) „არწივებს“ შეერკინება.

ამის შემდეგ ბორჯღალოსნებს უკიდურეს სამხრეთში, ზაფხულიდან ზამთარში მოუწევთ გადაფრენა და ხუხუიში 24 ივნისს „პუმებს“ (საქართველოს დროით 23:15) შეხვდებიან.

“ზაფხულის ტესტ-მატჩებს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ. შარშანდელი ოკეანეთის ტურნეს მსგავსად, წელსაც გვაქვს შესაძლებლობა, ისტორიაში ახალი ფურცელი ჩავწეროთ.

“თითოეული თამაში ძალიან რთული იქნება: აშშ-მა ახლახან „ამერიკის რაგბის ჩემპიონატი“ მოიგო და თავდაჯერებული იქნება; კანადა საერთაშორისო დონეზე ყოველთვის კარგად გამოდის; არგენტინა 2015 წლის მსოფლიო თასის ნახევარფინალისტია და მათთან თამაში ჩვენთვის სასიამოვნო გამოწვევაა“, - ამბობს ჰეიგი.

ბორჯღალოსნების საშეკრებო შემადგენლობა 2017 წლის ივნისის ტესტებისთვის

შერკინება: ანტონ ფეიქრიშვილი (კარდიფ ბლუზი, უელსი), თორნიკე მატარაძე (ლიონი, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), ჯაბა ბრეგვაძე (ვუსტერი, ინგლისი), შალვა მამუკაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), ბადრი ალხაზაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), სოსო ბეკოშვილი (ბრივი, საფრანგეთი), ირაკლი მირცხულავა (ოიონა, საფრანგეთი), კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი), კოტე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), გიორგი ჩხაიძე (დომონი, საფრანგეთი), გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი, ინგლისი), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო-სარასენსი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (შამბერი, საფრანგეთი), მიხეილ გაჩეჩილაძე (ენისეი, რუსეთი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ლონდონ აირიში, ინგლისი), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი, საფრანგეთი);

ხაზი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი, რუსეთი), ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი), რევაზ ჯინჭველაშვილი (ბაგრატი), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი), გიორგი კოშაძე (ხარები), ალექსანდრე თოდუა (ლელო-სარასენსი), იოსებ მათიაშვილი (აკადემია), გიორგი ფრუიძე (ბაგრატი), მერაბ კვირიკაშვილი (ლელო-სარასენსი), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (18)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:59 | 24.05.2017
hannibal_barca (9)

აშშ-ს და კანადას უეჭველი უგებთ.
არგენტინამ შეიძლება ისევ მეორე შემადგენლობა ათამაშოს და რა იცი რა ხდება, თუ ზირითადით ითამაშა კი მოგვიგებენ. შემადგენლობა კარგია, მთავარია ვიტომ "ოფოფები" არ ააფრინოს
წარმატებები!!!

19:46 | 24.05.2017
GiorgiG83 (525)

კანადასთან მარცხის შემთხვევაში 2 ქულამდე ვკარგავთ, მოგებით ვერაფერს ვიწერთ
აშშ-სთან დამარცხებისას 1.30 ვკარგავთ და მოგებისას ვიწერთ 0.7_ს
არგენტინასთან კი წაგებაზე არაფერს ვკარგავთ მოგებაზე კი 2 წულას ვიმატებთ,
ისე იაპონია რუმინეთმა ჯამში 3.75 მდე ქულა დაგვაკარგინა, ორივეს მოგებისას მე-10 ადგილოსან ფიჯის ჩვენი სუნთქვა ზურგში ექნებოდა

არგენტინა XV და ურუგვაისთან "ა" ნაკრებით თამაშის შანსი მოკვდა?

20:04 | 24.05.2017
maxo_65 (458)

ჯერ ისიც ვერ გავიგე ბოლო-ბოლო ვიღებთ თუ არა ევროტურნირებზე მონაწილეობას, ა ნაკრებზე მერე ვიფიქროთ

09:58 | 25.05.2017
GiorgiG83 (525)

რა კავშირშია ა ნაკრები ევრო ტურნირებთან
ა ნაკრები არის იგივე საექსპერმენტო ფორმატი რაც ბელგია-გერმანია იყო ერთა თასზე (+ რეიტინგზე არ მოქმედებს)

13:23 | 25.05.2017
maxo_65 (458)

რა კავშირშია და ფინანსები, ევროტურნირებისთვის ვერ გამოვნახეთ ჯერჯერობით სახსრები და ა ნაკრებსაც ხომ ჭირდება ფული.. ჩემთვის პრიორიტეტი ევროტურნირებია და მინდა რაც შეიძლება მეტმა გუნდმა მიიღოს მონაწილეობა, ამის შემდეგ კარგია თუ ვიფიქრებთ ა ნაკრებზეც...უფრო კარგია იმდენი ფინანსები გამოინახოს ამ ორივე პროექტს ეყოს..

17:44 | 25.05.2017
GiorgiG83 (525)

სად საკლუბო რაგბის ფინანსები და სად წელიწადში 4-6 თამაშის ნაკრების ხარჯი?
ერეკლე და ხმალ-აბჯარივითაა

21:34 | 25.05.2017
maxo_65 (458)

ჯერჯერობით არც ერთისთვისაა და არც მეორესთვის ეს ხარჯები...არც ერეკლეა და არც მისი ხმალ-აბჯარი..

17:41 | 24.05.2017
maxo_65 (458)

ამერიკა არ არის კუნძულელების დონის, ყველა ვარიანტში მოვუგებთ, კანადასაც...კარგი იქნებოდა უფრო მეტი ნდობა გვქონდეს ნაკრების მიმართ..რუმინეთთან ერთი წაგება, რასაც ჩვენ თვითონ შევუწყვეთ ხელი, არ გვაძლევს ჩემი აზრით უფლებას, ეჭვი შევიტანოთ ნაკრების სიძლიერეში..ისე მაინც მგონია კიარა და თითქმის დარწმუნებული ვარ რუმინეთს შანსი დავუტოვეთ( დავთმეთ თამაში) ჩვენთან ერთად ქონდეს პრეტენზია 6 ერზე (ჩემი სუბიექტური აზრია)

19:42 | 24.05.2017
GiorgiG83 (525)

რუმინეთთან მარცხის მიზეზი რამდენიმე იყო - ახალწვეულები, მუდმივი როტაცია, დიდი10 ელი ბორჯღალოსნების (და არა მარტო) ცუდი სათამაშო ფორმა, მილტონისეული ახალი ტაქტიკა - ბურთის გაშლის მხრივ (არა სიღრმეში, არამედ სირტყეზე), ცოტაც საკადრო პრობელმები და ერთაერტი ლელო რაც მივიღეთ ნემსაძის ტრავმის შემდეგ კონტრშეტევაზე გაშვებული
- შარშენდელის გამო ცოტა მოტივაციის ნაკლებობაც (ახალბედების ნაკლებად ცივი ნერვების გათვალისწინებით)

19:47 | 24.05.2017
maxo_65 (458)

კიდევ ბოლო ორი ჯარიმა რაც ვერ გავიტანეთ ხელსაყრელი პოზიციიდან ბოლო წუთებზე

16:25 | 24.05.2017
GiorgiG83 (525)

ნარიაშვილი (ასიეშვილი) - მამუკაშვილი (ბრეგვაძე) - ჩილაჩავა (ფეიქრიშვილი)
მიქაუტაძე - ნემსაძე (ჩხაიძე)
თხილაიშვილი (გიორგაძე-ცუცქირიძე) - კოლელიშვილი (ცუცქირიძე-გიორგაძე) - ბიწაძე (ლომიძე)
ლობჟანიძე (ბეგაძე)
ხმალაძე (მალაღურაძე)
თოდუა (ფრუიძე) - კაჭარავა-შარიქაძე (მჭედლიძე-კოშაძე) - მჭედლიძე (მათიაშვილი)
კვირიკაშვილი (წიკლაური)

მცირე დრო შეიძLება მიეცეთ:
მატარაძეს, ალხაზაშვილს, ჭეიშვილს(აც), გაჩეჩილაძეს(აც)

13:52 | 24.05.2017
გუგა80 (177)

რუმინეთთან საარაკო ჩას.ვ.რის შემდეგ ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი ამ ტურნეს მიმართ. ერთად ერთი ვისთანაც მოგების რეალური შანსი გვაქვს კანადაა და ამ რეალურობასაც 50%-ზე მეტით არ შევაფასებდი. აი
ამერიკასთან კი წავაგებთ სავარაუდოდ, ნუ არგენტინაზე საერთოდ საუბარიც არ ღირს. მოკლედ ყველაფერ ”სიკეთესთან” ერთად რეიტინგშიც სერიოზულად დავიწევთ უკან და იტალიაც დამშვიდდება ბლ.ი.ად.

00:04 | 24.05.2017
meleksa (132)

ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა შემადგენლობასთან დაკავშირებით. ერთი კარგი ის არის რომ აშკარად მომრავლდა კანდიდატები და გვინდა თუ არა ყველა ტურნირი დააკლდება უკვე რამდენიმე კარგი მორაგბე.
სამწუხაროდ ბევრი პრობლემური პოზიცია გვაქვს და მაგაზე რომ მიდიოდეს მუშაობა არ ჩანს. თუნდაც მეორე ხაზი, იგივე ფულბექი. ფლანგებზე აღარაფერს ვამბობ.

18:42 | 23.05.2017
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

თუ ბინგოს 100 თამაშზე უპირებდა აყვანას ერთა თასზე რატო არ ათამაშა? მთელი ტურნირი 80 წუტები რო ათამაშა ასაკში მყოფი ნემსაძე და მაგრად გასუქებული მიქაუტაძე? რომელიც ბოლოსკენ სულს ღაფავდა ხოლმე? დაგვემტვრა ნემსაძე რუმინეთთან და თამაში წავაგეთ მაგის გამო. მეორე ხაზში ლომიძე გამოიყვანა ნემსაძის ტრამვის მერე რომელიც ისე ცუდად დადგა რო ზედიზედ წავაგეთ რამდენიმე შერკინება. სანამ მამუკა არ ავიდა მეორე ხაზში და ლომიძე არ ჩამოვიდა რვაზე გვათრიეს ტიპებმა. მერეც მაინცდამაინც ვერ ივარგა შერკინებამ და აუტებმაც. მოკლედ მაგრად გამოგვადგებოდა ბინგო მაგ ტურნირზე არც მაგ თამაშს არ წავაგებდით. მითუმეტეს პირველ ზაზში 18 წლის ბიჭები ყავდა მეორე ხაზში მაინც დაეყენებინა გამოცდილი ბინგო(ზამენაზე მაინც). თან კუნძულებზე ყავდა წაყვანილი და იკ მაგრად ითამაშა

17:01 | 23.05.2017
maxo_65 (458)

მეც გამიკვირდა რატომ არ იყო, შეიძლება ტრამვა აწუხებდა..ისე ჩემი აზრით ერთა თასზე ბევრი უცნაური გადაწყვეტილებები იყო, ვფიქრობ რომ ექსპერიმენტებს ატარებდნენ და რიგ შემთხვევაში შეცდომები დაუშვეს..ისე მე პირადად ვთვლი რომ ჩხაიძე ღირსია ცენტურიონი გახდეს ძალიან კარგი ქნეს რომ გამოიძახეს..ასევე კარგი იქნემა როდესმე მზარდ ნაკრებს თუ ჩამოვაყალიბებთ და იქ გამოვცდით ახალ მოთამაშეებს..საქართველოს ჩემპიონატშიც არის ბევრი მოთამაშე (იმათ გარდა ვისაც იძახებენ) რომლებიც ყურადღებას და შანსს იმსახურებენ...

15:19 | 23.05.2017
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

თუ ბინგოს 100 თამაშზე უპირებდა აყვანას ერთა თასზე რატო არ ათამაშა? მთელი ტურნირი 80 წუტები რო ათამაშა ასაკში მყოფი ნემსაძე და მაგრად გასუქებული მიქაუტაძე? რომელიც ბოლოსკენ სულს ღაფავდა ხოლმე? დაგვემტვრა ნემსაძე რუმინეთთან და თამაში წავაგეთ მაგის გამო. მეორე ხაზში ლომიძე გამოიყვანა ნემსაძის ტრამვის მერე რომელიც ისე ცუდად დადგა რო ზედიზედ წავაგეთ რამდენიმე შერკინება. სანამ მამუკა არ ავიდა მეორე ხაზში და ლომიძე არ ჩამოვიდა რვაზე გვათრიეს ტიპებმა. მერეც მაინცდამაინც ვერ ივარგა შერკინებამ და აუტებმაც. მოკლედ მაგრად გამოგვადგებოდა ბინგო მაგ ტურნირზე არც მაგ თამაშს არ წავაგებდით. მითუმეტეს პირველ ზაზში 18 წლის ბიჭები ყავდა მეორე ხაზში მაინც დაეყენებინა გამოცდილი ბინგო(ზამენაზე მაინც). თან კუნძულებზე ყავდა წაყვანილი და იკ მაგრად ითამაშა

10:34 | 25.05.2017
johna (12)

ბინგოს ერთა თასის დროს ტრამვა ქონდა.

14:23 | 23.05.2017
qomagi (248)

ნამდვილად კარგი შემადგენლობაა იმ ბიჭების გამოკლებით, ვისაც ტრავმა აქვს. თუმცა, მართლაც საინტერესოა, რატომ არ გამოიძახა კაკოვინი და სუთიაშვილი, ან თუნდაც არჩუაშვილი, რომელსაც მართლაც კარგი სეზონი აქვს. ჟვანიას რამდენადაც ვიცი მხრის ტრავმა აქვს მგონი და ამიტომ არ არის გამოძახებულთა სიაში. იქნებ უფრო ვრცელი ინფორმაცია მოგვაწოდოთ ძვირფასო ჟურნალისტებო ჩვენი საამაყო ბიჭების შესახებ, თქვენც ჩაწერეთ ინტერვიუ მელიტონთან, თორემ კოპი-პეისტი ყველამ ვიცით.

19:40 | 22.05.2017
maxo_65 (458)

ბინგოსაც ცოტა უკლია 100 მატჩამდე და ჩემი აზრით მარტო ამისთვისაა გამოსაძახებელი, თან უდიდესი გამოცდილებაც აქვს...

15:43 | 22.05.2017
buratino (480)

თითქმის ოპტიმალური შემადგენლობაა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. უპირველესად, ძალიან საწყენია ბექა გორგაძის არყოფნა. არადა, მამუკას წასვლის მერე სწორედ ამ ტურნეში მსურდა მენახა თუ როგორ ითამაშებდა ბექა 8 ნომერზე. ახლა კი გამოდის რომ ამ პოზიციაზე მეორე ბექას (ბიწაძე)
და ლაშა ლომიძის იმედზე ვართ, რაც არასაკმარისი მგონია სიღრმეების თვალსაზრისით. სუთიაშვილს მოველოდი და ცოტა გამიკვირდა მისი არყოფნა. ბინგოს გამოძახებას რაც შეეხება, ალბათ ამ ეტაპზე მწვრთნელს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ისე კი დროა, მსოფლიომდე 1-2 კარგი მეორეხაზელი მოვნახოთ თორემ ძალზე გაგვიჭირდება. საერთო ჯამში, რაც არის ეს არის და უნდა ვეცადოთ 2 თამაშის მოგებას

14:29 | 22.05.2017
BEERTRANCE (1073)

იმედია რაომელიმე ჟურნალისტი მაინც კითხავს არ გამოძახებულ ხალხზე.

14:08 | 22.05.2017
GiorgiG83 (525)

კაკოვინი ?
მელიქიძე ?
ჟვანია ?
ბინგო???
მაისურაძე არ არის ტრავმის გამოო და არჩუაშვილს არ ნახავდა კაცი საქმეში?
სუთიაშვილი?

01:30 | 23.05.2017
პანტელეიმონი (1218)

ძალიან საინტერესოა რატომ არ არიან, იქნებ ისევ მელიტონამ გააკეთოს განმარტება ამ საკითხზე.

15:49 | 22.05.2017
DataN24 (215)

მელიქიძე რატომღაც ინტერვიუშიც არ მოიხსენია პერსპექტიულ ახალგაზრდებთან ერთად ჰეიგმა არადა სერიოზული მომავალი აქვს, კაკოვინთან ეტყობა ისევ ვერ დალაგდა ურთიერთობა, ჟვანიამ ბოლო შეხვედრაც არ ითამაშა ტრამვის ამბავი ხომ არა?? ბინგოს აყვანა მემგონი 100 შეხვედრამდე სურს მილტონს, არჩუაშვილი ნამდვილად კარგად გამოიყურება და მემგონი პრინციპულად არ იძახებს რუმინეთის ჩემპიონატში მოთამაშეს

15:13 | 22.05.2017
geogoli (367)

ბინგო გამოძახებულია

15:26 | 22.05.2017
GiorgiG83 (525)

მერე რაღა დროს ბინგოა?
1981 იანია - 36 წლის, მსოფლიოზე იქნება 38 ის
მასზე კეთდება გათვლა თუ მეორე ხაზში ვინმე უნდა ვეძებოთ?

13:40 | 22.05.2017
DataN24 (215)

ძალიან ცუდია გორგაძე რომ არ გვეყოლება, ასევე სიჭინავას გამოჩენას ველოდები U20 ის ალაფის მერე ნაკრებში და ვერ დააღწია ტრამვებს თავი, 2 თამაშის მოგება არ უნდა გაგვიჭირდეს ამ შემადგენლობით ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე შარშან ამ დროს ისეთ გუნდებს მოუგეთ წელს გაიზარდა თამაშა და რუმინეთთან წაგების მერე გულშემატკივარსაც სჭირდება კაი თვალსასეირო მოგება ბიჭებიც ასმაგი მონდომებით ითამაშებენ დარწმუნებული ვარ

14:06 | 22.05.2017
GiorgiG83 (525)

სიჭინავა 22 წლისაა 2015 ში იყო U20ზე

15:44 | 22.05.2017
DataN24 (215)

ხოდა მაგიტო დავწერე ალაფა და მაგის მერე ველოდები რომ თავი გამოიჩინოს ნაკრებში

13:22 | 22.05.2017
krasni (587)

კარგი შემადგენლობაა. შერკინება ტრადიციულად მაგრად დადგება, არც ხაზი უნდა ჩამორჩეს.

12:58 | 22.05.2017
ddimitri (22)

თითქმის ოპტიმალური შემადგენლობაა ამ პერიოდისათვის, ახლა ნამდვილად ჩანს რომ სერიოზულად ვემზადებით ტურნესათვის. დარწმუნებული ვარ რომ ამ შემადგენლობის პირველი ხაზით რომ გვეთამაშა რუმინელებთან სულ სხვა შედეგი იქნებოდა. წარმატებები.

12:51 | 22.05.2017
geogoli (367)

საწყენია ტრავმირებული ბიჭების არყოფნა, განსაკუთრებით გორგაძე მინდოდა რო ყოფილიყო. ძალიან გამიკვირდა სუთიაშვილის არყოფნა, კაპიტანია ბოლო-ბოლო და რატომ არ გამოიძახეს განმარტება მაინც ეთქვათ.

0.110578