ევროპის რაგბის ჩელენჯ კაპის მფლობელმა "სტად ფრანსემ" კონტინენტის მთავარ საკლუბო ტურნირში ადგილი დაიბევა. უელსურ "კარდიფ ბლუზთან" შეხვედრა ფრანგული კლუბის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა - 46:21. პარიზელებმა პირველი ტაიმი 10:14 დათმეს, შესვენების შემდეგ კი მათ რიგებში 20 წლის ბორჯღალოსანი გიორგი მელიქიძე გამოჩნდა, რომელმაც მალევე, 43-ე წუთზე ეფექტური ძალისმიერი ლელო დადო და უმნიშვნელოვანესი მატჩის მსვლელობაში გადამწყვეტი გარდატეხა შეიტანა - 15:14.
"სტად ფრანსეს" განაცხადში ზურაბ ჟვანია არ იყო, ხოლო კარდიფელთა შემადგენლობაში, ასევე მეორე ტაიმში, სხვა ბორჯღალოსანი გამოჩნდა - 29 წლის ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძაან მაგარია!
ყოჩაღ გიორგი, ეგრე გააგრძელე.
+1