ფრანგული სპორტული პრესის ფლაგმანი „ეკიპი“ მეორე დღეა, ტოპ 14-ში მოასპარეზე მორაგბეთა ხელფასების თემას აშუქებს. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საუბარია ტოპ 14-ის 6 მოწინავე კლუბის წევრებზე - ვინც ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს.
ადრეც ცნობილი იყო და ახლაც დადასტურდა, რომ საფრანგეთის მთავარ ლიგაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბეa ახალი ზელანდიის ნაკრებისა და პარიზის „რასინგის“ ლიდერი დენ კარტერი. 35 წლის მგეზავის ყოველთვიური ხელფასი 71 ათასi ევრო.
ამ სიის მეორე ნომერი ასევე მგეზავია - 34 წლის ავსტრალიელი მეტ გიტო, ვისაც „ტულონი“ 65 ათასს უხდის. მესამე კი გიტოს უელსელი თანაკლუბელია - ფულბეკ ლი ჰალფპენის ყოველთვიური ხელფასი 55 ათას ევროს შეადგენს.
ქვემოთ შემოგთავაზებთ ტოპ 14-ის ყველაზე მაღალხელფასიანი მორაგბეების სიას, მანამდე კი გეტყვით, რომ „კლერმონში“ სიდიდით მეოთხე გასამრჯელო ქართველს აქვს - ვეტერან ბურჯ დავით ზირაქაშვილს. აი, რას წერს „ეკიპი“ „ზირაქას“ შესახებ:
„დავით ზირაქაშვილი (+40 000)
ქართველი ბურჯი გუნდის სული და გულია, ასეთი კატეგორიის მოთამაშეთაგანია. უმწიკვლო რეპუტაციის პატრონი, ერთგული, ხისტი. როგორი იქნებოდა “კლერმონი“ მის გარეშე?“.
და საკუთრივ სიაც:
1. დენ კარტერი („რასინგი“, ახ. ზელანდია) – 71000
2. მეტ გიტო („ტულონი“, ავსტრალია) – 65000
3. ლი ჰალფპენი („ტულონი“, უელსი) – 55000
4-6. მორგან პარა („კლერმონი“, საფრანგეთი) – 50000
4-6. ლუკ მაკალისტერი („ტულუზი“, ახ. ზელანდია) – 50000
4-6. რიჩი გრეი („ტულუზი“, შოტლანდია) – 50000
7-9. სერჯო პარისე („სტად ფრანსე“, არგენტინა) – 47000
7-9. ვილ გენია („სტად ფრანსე“, ავსტრალია) – 47000
7-9. მორნე სტეინი („სტად ფრანსე“, სამხ. აფრიკა) – 47000
10-13. ტიერი დუსოტუარი („ტულონი“, საფრანგეთი) - +45000
10-13. ვესლი ფოფანა („კლერმონი“, საფრანგეთი) - +45000
10-13. პატრისიო ალბასეტე („ტულუზი“, არგენტინა) - +45000
10-13. დუან ფერმიულენი („ტულონი“, სამხ. აფრიკა) - +45000
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
იმედია მოიმატებს რაგბში ხელფასები
ფეხბურთთან და კალათბურთთან შედარებით სასაცილო ხელფასები აქვთ არადა უფრო მეტ ძალას და ენერგიას ხარჯავენ !
ძაან პატარა ხელფასები აქვთ((
გიტოს მიუწერეთ ერთი ნული.