საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მონპელიეს“ მარცხენა ბურჯმა მიხეილ ნარიაშვილმა კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2021/2022 წლების სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა.
26 წლის მორაგბე ფრანგულ კლუბს 2010 წელს შეუერთდა და „მონპელიეს“ მაისურით 130-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. ნარიაშვილისთვის „მონპელიე“ ერთადერთი უცხოური კლუბია.
„ახალი კონტრაქტით და „მონპელიეში“ ხანგრძლივი პერიოდით დარჩენის პერსპექტივით კმაყოფილი ვარ. ეს კლუბი ჩემს გულშია და მეამაყება მისი ღირსების დაცვა. წასვლაზე არც არასდროს მიფიქრია“, - თქვა ნარიაშვილმა, რომლის წინა შეთანხმებასაც ვადა 2018 წელს ეწურებოდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
შესანიშნავია
წარმატებები