ამბები

13:59 | 17.05.2017 | ნანახია 4110 - ჯერ

ტონგას შინ თამაში აეკრძალა

ტონგას ეროვნულ ნაკრებს უელსის საკუთარ მოედანზე მიღების უფლება არ მისცეს და თამაში ნეიტრალურ მოედანზე, ოკლენდში (ახალი ზელანდია) გაიმართება.

კუნძულელებს სურდათ, რომ „დრაკონები“ დედაქალაქში, ნუკუალოფას 10-ათასიან „ტეუფაივაზე“ მიეღოთ და თითქოს თანხმობაც მიიღეს, მაგრამ სტადიონის საერთაშორისი სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა ვერ მოასწრეს.

გადაწყდა, რომ 16 ივნისის თამაში „იდენ პარკზე“ გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ტონგამ საერთაშორისო მატჩს ბოლოს 2009 წელს უმასპინძლა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:21 | 17.05.2017
BEERTRANCE (1073)

სირცხვილი მაგათ 1 სტადიონი რავა ვერ გააკეთეს

0.090861