ბორჯღალოსნები

19:15 | 16.05.2017 | ნანახია 4355 - ჯერ

უმცროსი ბორჯღალოსნების შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატზე

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის 28-კაციანი სატურნირო რაზმი დაასახელა.

ამათგან შვიდმა შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე, მანჩესტერში იასპარეზა. მოსამზადებელი პერიოდის დასასრულს, სამხრეთ აფრიკულ ‘ვესტერნ პროვინსთან’ გამართულ საკონტროლო მატჩებზე დაშავდნენ და სამწუხაროდ, 20-წლამდელთა ჩემპიონატს გამოტოვებენ ფულბეკი ლუკა იურინი და მგეზავი დავით მოძღვრიშვილი. ამან მწვრთნელებს არჩევანის გაკეთება გაურთულა.

“ვესტერნ პროვინსთან გამართული სამი თამაშის შემდეგ, 28-კაციან სატურნირო რაზმზე და 6-კაციან რეზერვზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდით. მაქსიმალურად ვიყენებთ მასპინძლის სტატუსს. არ გვახსოვს ტურნირი, სადაც ტრავმის გამო მოთამაშეების ჩანაცვლება არ დაგვჭირდა და რეზერვის მოთამაშეები მთელი ტურნირის მსვლელობისას ჩვენთან იქნებიან. თუ მოხდა ისე, რომ ვინმე ტრავმის გამო გამოგვაკლდა, ისინი უმტკივნეულოდ მოახდენენ ჩანაცვლებას და ეს მასპინძლობის ერთ-ერთი დიდი პლიუსია.

“აფრიკელებთან გამართულ ბოლო მატჩში ორი უკანახაზელი - ლუკა იურინი და დავით მოძღვრიშვილი დაგვიშავდა. ლუკას თამაში გამოირიცხა, დათოზე მცირე იმედი ჯერ კიდევ რჩება. ამ ტრავმებმა 28-კაციანი შემადგენლობის დასახელება გაგვირთულა. შერკინებაში დიდი კონკურენცია იყო, ხაზში კი არსებული მონახაზის შეცვლა მოგვიწია.

“შერკინების მოთამაშეებიდან წინა მსოფლიო ჩემპიონატზე უშანგი ჭეიშვილს და ლაშა ტაბიძეს უთამაშია, მესამე ხაზიდან ილია სპანდერაშვილს. შარშან ჩვენთან ერთად ემზადებოდა და მანჩესტერში ვერ ჩამოვიდა სანდრო მამამთავრიშვილი. ხაზის მოთამაშეებიდან ინგლისში იყვნენ გელა აფრასიძე, მირიან მოდებაძე, დავით მესხი, ლადო მიმინოშვილი და გიორგი კვესელაძე. ამ ბიჭების გამოცდილებას დიდი მნიშვნელობა ექნება. ‘ვესთერნ პროვინსთან’ ტრავმების გამო არ უთამაშიათ ტაბიძეს და მოდებაძეს, თუმცა ჩვენ მათ ვენდობით და შემადგენლობაში არიან“ - შემადგენლობის დასახელებისას განაცხადა უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა, ილია მაისურაძემ.

20-წლამდელთა ჩემპიონატს უმცროსი ბორჯღალოსნები ‘ავჭალაზე’ იწყებენ და 31 მაისს არგენტინას, 4 ივნისს სამხრეთ აფრიკას და 8 ივნისს საფრანგეთს ხვდებიან.

ბოლო ორ თამაშს საქართველო ‘მიხეილ მესხზე’ ჩაატარებს და გუნდის მიზანი უძლიერეს 12-ს შორის ადგილის შენარჩუნებაა, თუმცა თავისი შანსისთვის ჯგუფურ ეტაპზეც იბრძოლებს.

“მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი თამაში არგენტინასთან გვაქვს, რომელმაც მოსამზადებელი პერიოდი ახალ ზელანდიაში გაიარა და ‘ჰარიქეინზის’, ‘ბლუზის’, ‘ქენთებრის’ ახალგაზრდულ გუნდებს ეთამაშა. ვნახე მათი თამაშების ჰაილაითები და ძალიან ძლიერი გუნდია.

“სამხრეთ აფრიკა ტრადიციულად ძალისმიერი სტილის მიმდევარია და მოლში თავი უნდა დავიცვათ. დაცვაში უნდა ვიყოთ ძლიერად, რადგან ყველა ფიქრობს, რომ საქართველოსთან თამაშის გაშლა შედეგს მოუტანს. მათ აკადემიის და პროვინციის გუნდებთან ითამაშეს და 60-ქულიანი სხვაობებით მოიგეს.

“საფრანგეთი ექვსი ერის თამაშებისას ვნახეთ. კარგი გუნდია, დიდი ბიჭები ყავთ, მაგრამ თამაში შეიძლება. ლაღი რაგბის მიმდევარია და ძალიან კარგი 9-10 ნომრები ყავს.

“ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ და სადაც შანსი მოგვეცემა იქ მაქსიმუმს დავდებთ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ სათამაშო დრო ყველა მორაგბეს თანაბრად მივცეთ. მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ბიჭების ენერგიას, რადგან დატვირთული გრაფიკით გვიწევს თამაშები და სადაც საჭირო იქნება, იქ საუკეთესოები უნდა ვიყოთ“ - დაამატა მაისურაძემ.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი
31 მაისი - 18 ივნისი | თბილისი & ქუთაისი

უმცროსი ბორჯღალოსნების სატურნირო რაზმი

შერკინება: უშანგი ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), ლევან პაპიძე (ლელო-სარასენს), თენგიზ ზამთარაძე (ლელო-სარასენს), ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფრანგეთი), გურამ პაპიძე (ლიონი, საფრანგეთი), რევაზ დუგლაძე (ლელო-სარასენს), ლაშა ჯაიანი (ექსეტერი, ინგლისი), კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), ბექა საღინაძე (ლელო-სარასენს), შოთა არეშიძე (აია), ილია სპანდერაშვილი (არმია), არსენ მაჩალაძე (აია), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), გიორგი ნუცუბიძე (აია), ალექსანდრე კალმახელიძე (არმია);

ხაზი: გელა აფრასიძე (ლელო-სარასენს), საბა სვიმონიშვილი (შარქსი, სამხრეთ აფრიკა), ლუკა დვალიშვილი (არმაზი), თედო აბჟანდაძე (აია), გიორგი წიკლაური (ჯიქი), გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი), ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო-სარასენს), აკაკი ტაბუცაძე (ლელო-სარასენს), დავით მესხი (არმია), საბა სვიმონიშვილი (შარქსი, სამხრეთ აფრიკა), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), გიორგი კვესელაძე (ლელო-სარასენს), მირიან მოდებაძე (აია).

რეზერვი: ალექსანდრე ნახუცვრიშვილი (არმია), ბექა მამუკაშვილი (ლელო-სარასენს), სანდრო მამამთავრიშვილი (თი ბი ეს უნივერსიტეტი), ლევან ჭავჭავაძე (არმია), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), გიგა გრიგალაშვილი (ლელო-სარასენს).

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:36 | 17.05.2017
krasni (587)

შარსანდელზე უკეთესად უნდა ვიასპარეზოთ. თქვენთან ვართ ბიჭებო.

14:27 | 17.05.2017
temuchin (431)

მე სამივე გასახურებელ თამაშს დავესწარი და იურინი ძალიან შთამბეჭდავი მოთამაშეა, სწრაფი და გონიერი, უზომოდ მწყდება გული მის არყოფნაზე. ძალიან დიდი ძალა დაგვაკლდა

12:40 | 17.05.2017
maxo_65 (458)

იურინი არ მინახავს საქმეში, აი მოძღვრიშვილი შარშან მაინცდამაინც არ მომეწონა, ეს იმას არ ნიშნავს რომ წელსაც ვერ გაართმევდა თავს, მაგრამ რაც არის არის...იქნება გუნდში უნივერსალი ვინმე ალბათ ვისაც 10-ზე შეუძლია თამაში, ვფიქრობ აფრასიძე შეითავსებს ხანდახან, ისე როგორც შარშან ლობჟანიძემ...დიდი იმედებით ხვდები ამ ტურნირს..ვფიქრობ ეს ნაკრები უკეთესია ვიდრე შარშან იყო...

08:32 | 17.05.2017
გზავნილი (81)

"ჩვენ ყველა თამაშზე მოსაგებად გავალთ და სადაც შანსი მოგვეცემა იქ მაქსიმუმს დავდებთ." - ამას რომ მწვრთნელი იტყვის იმის გუნდს რა შედეგი ექნება?
ქაქების სუნი აგდის მეგობარო, გაიარე ნუ აყროლებ აქაურობას!
ვინ ჯანდაბა მოგცემს მაგ შანსს თავისი ნებით?
წარმოუდგენელია რასაც მწვრთნელი ამბობს! რაგბი არ ვიცი რომელი საუკუნის იცი მაგრამ "ტაქტიკოსი" რომ ხარ და "ხაფანგს" უგებ მოწინააღმდეგეებს უკვე ფაქტია

09:17 | 17.05.2017
geogoli (367)

შენ როგორ იტყოდი მის ადგილზე? პირდაპირ ამბობს სათქმელს, არ არის საქართველო იმ დონის გუნდი რომ ჩვენს ჯგუფში ვინმეს მოუგოს. ნამდვილად არ ვარ მაისურაძის ადვოკატი, მაგრამ მიმაჩნია, რომ კარგი მწვრთნელია და დიდ ნაკრებზე უფრო სანახაობრივ თამაშს ათამაშებს ბიჭებს.

23:51 | 16.05.2017
meleksa (132)

სამივე თამაში რომ ძირითადში არ დაეყენებინათ იურინი და მოძღვრიშვილი არ შეიძლებოდა?

23:29 | 16.05.2017
ogafa (407)

აბა წარმატებები

22:13 | 16.05.2017
BEERTRANCE (1073)

1 მგეზავით რთული იქნება.

წარმატებები, აბა თქვენ იცით.

0.110342