უცხოური

13:43 | 14.05.2017 | ნანახია 2848 - ჯერ

რუმინეთი ბრაზილიას მიიღებს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ჩემპიონი და საქართველოს ნაკრების მთავარი კონკურენტი რუმინეთი წლის 24 ივნისს ბუქარესტში ბრაზილიის ნაკრებს უმასპინძლებს. ეს ამ ქვეყნის ნაკრებებს შორის პირველი ტესტ-მატჩი იქნება.

„უკანასკნელ წლებში ბრაზილიელები გაიზარდნენ და მათთან საინტერესო თამაში გველის. სავარაუდოდ, ახალგაზრდებსაც გამოვცდით. უცნობ მეტოქესთან თამაში მნიშვნელოვანია, რადგან არ ვიცით, რას უნდა ველოდოთ მისგან“, - განაცხადა რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუნ ჰოუელსმა.

რუმინელები ბრაზილიამდე იაპონიას (10 ივნისი) და კანადას (17 ივნისი) შეხვდებიან, ხოლო ბრალიზია პორტუგალიას (10 ივნისი) და კუკის კუნძულებს (17 ივნისი) ეთამაშება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074817