22:56 | 11.05.2017 | ნანახია 1743 - ჯერ

ზაფხულის არდადეგებზე

ჭაბუკთა „ა“ ლიგის პირველი წრის დასკვნითსა და გამორჩეულ შეხვედრას ქომაგი და დაძაბულობა არ მოჰკლებია: კიკეთში, "იუნკერები ჩოხოსნები" – "ლელოს" შეხვედრა რეგულარული სეზონის შუალედური ფინიშის გამარჯვებულს არკვევდა.

მატჩი, მოლოდინისამებრ, უშეღავათო გამოდგა და გამარჯვებული ბოლო წუთებზე გაირკვა. მთელი შეხვედრის მანძილზე „იუნკერები ჩოხოსნები“ მდევრის როლში იყვნენ. მსაჯის მიერ წამატებულ დროში ზედიზედ ორი, კარში დასარტყამი ჯარიმა მათ აუტზე გადაიტანეს, მოგებაზე ითამაშეს და..“ლელომ“ 24:21 – მიჯრით ეექვსე მოგებით – პირველი წრე 28 ქულით ჩაამთავრა პირველ ადგილზე.

ცნობილი "ბორჯღალოსანი" მერაბ მარჯანიშვილი და გამოჩენილი მოშვიდკაცე გიორგი “მეხანიკა“ ასათიანი მასპინძელთა მარცხის მიზეზად, მრავალ უნებლიე შეცდომასთან ერთად, მეტოქის შეკრულობასა და თამაშის უკეთ მოწყობას მიიჩნევენ.

"ჩოხოსნები" "იუნკერებს" სულ ერთი წელია, რაც შეუამხანაგდნენ, მაშინ როცა „ლელოს“ ჭაბუკები ოვალს მრავალი წელია, ერთად ეწაფებიან. გუნდის თამაშის ხარისხზე მწვრთნელთა დუეტის – გამოცდილი "ბორჯღალოსნების": მიხეილ სუჯაშვილისა და ოთარ ბარკალაიას – გარჯაც დადებითად აისახა.

მარცხის მიუხედავად, იმედიანადაა "იუნკერებ-ჩოხოსნების" ერთ-ერთი დამრიგებელი ზურაბ მოგელაძე. წარსულში ცნობილი ლოკომოტიველი „ჩოხოსნების“ აღნიშნულ თაობას მეცხრე წელია ზრდის. მისთვის უმთავრესს მიზანი ხელთ-არსებული უამრავი ნიჭიერი ჭაბუკის დიდი რაგბისთვის შენარჩუნებაა.

სათანადო განათლება

მოგელაძის თქმით, ჭაბუკთა ლიგის სრულყოფისა და განვითარებისთვის აუცილებელია სტადიონების საკითხის მოგვარება. მზარდ მორაგბეებს კვირაში 4-5 ვარჯიში უნდა უტარდებოდეთ, არსებული ვითარება კი – გადატვირთული გრაფიკის გათვალისწინებით – მხოლოდ 3 ვარჯიშის ჩატარების საშუალებას იძლევა.

მოგელაძე ჭაბუკებთან მომუშავე მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხსაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ზურაბის აზრით, თანამედროვე რაგბის თამაშის ელემენტების დანერგვისა და მისი სრულყოფილად ასათვისებლად აუცილებელია მწვრთნელებმა სათანადო განათლება მოწინავე სარაგბო ქვეყნებში მიიღონ.

სრულად უნდა შეივსოს კლუბის სამწვრთნელო შტაბიც, რაც დიდი გუნდის მსგავსად, შტაბს ამპლუათა მიხედვით არსებული სათამაშო ხარვეზების დროულად და ეფექტურად აღმოხვრის შესაძლებლობას მისცემს.

სათანადო განათლების მიღებასთან ერთად, უნდა მოგვარდეს ანაზღაურების პრობლემაც. არსებული მოცემულობით, მწვრთნელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრას ვერ აუდის, რაც მათ შემდგომ განვითარებას აფერხებს. ხსენებული პრობლემების მოგვარებას არცთუ მცირე თანხები ჭირდება...

მასშტაბური აზროვნება

ჭაბუკთა „ა“ ლიგაში ზაფხულის სამ-თვიანი არდადეგები დაიწყო. მოთამაშეთა ნაწილს „ცხელი ზაფხული“ დაუდგება – ჭაბუკებს სკოლის გამოსაშვები, საატესტატო და უმაღლესში მოსაწყობი გამოცდები ელით.

მოგელაძე ახალგაზრდა თაობაში ზეპური რაგბის ცნობიერების დამკვიდრების მთავარ ფაქტორად, თავდაუზოგავ შრომასთან ერთად, ზოგად განათლებასაც მიიჩნევს.

თანამედროვე პროფესიულ სპორტში – კოლოსალურად გაზრდილი სისწრაფეების ფონზე – წინააღმდეგობების დაძლევა სხარტი, მასშტაბური აზროვნების გარეშე წარმოდგენელია, რაც მატჩზე დამსწრე "ქართული რაგბის ბერმუხამ", ლეგენდარულმა თემურ ბენდიაშვილმაც საგანგებოდ აღნიშნა.

VII ტური

ლოკომოტ

34:25

ბაგრატი

9/05

16.00

შევარდენი

ჭანუყვაძე

მიქაბერიძე

ჯიქი-1

0:X

ყოჩ'ხულ

9/05

16.00

გორი

=

დოლიძე

ხარები

3:45$

აია

10/05

16.00

რუსთავი

აქუბარდია

ქერაშვილი

იუნკ'ჩოხ

$21:24

ლელო

10/05

17.00

კიკეთი

თევზაძე

დოლიძე

3ლ: ლუკა კობერიძე, კოტე მარჯანიშვილი, ზურაბ კალაძე; 3გ: თემიკო ჭიჭინაძე –

3ლ: სოსო ჭყოიძე, გიორგი მარგალიტაძე, საჯარიმო; 3გ: ბექა აბულაშვილი 2, ბექა ასათიანი; ჯ: აბულაშვილი

0:7 0:10 7:10 7:17 14:17 14:24 21:24

"ა" ლიგა * პირველი წრე

10/05

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

-დ

გატ:გაშ

სხვ

1

ლელო თბილისი (ა1)

7

6

0

1

3

1

0

218:073

+145

28

2

აია 1 ქუთაისი (ბ2)

7

5

0

2

5

1

0

294:070

+224

26

3

იუნკერები ჩოხოსნები (ბ1)

7

5

0

2

3

2

0

217:106

+111

25

4

ყოჩები ხულიგანა (ა2)

7

5

0

2

3

0

0

132:141

-9

23

5

ლოკომოტივი თბილისი (დ1)

7

3

0

4

1

2

0

152:194

-42

15

6

ხარები რუსთავი (გ1)

7

3

0

4

2

0

0

101:177

-76

14

7

ბაგრატი ქუთაისი (გ2)

7

1

0

6

1

2

1

168:198

-30

6

8

ჯიქი გორი (დ2)

7

0

0

7

0

0

1

019:342

-323

-1

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
1.637153