ჩემპიონატები

22:43 | 11.05.2017 | ნანახია 1595 - ჯერ

ალი პრაისი - „გლაზგო უორიორსის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშე

შოტლანდიის ნაკრების სათადარიგო 9 ნომერი ალი პრაისი, „გლაზგო უორიორსის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას გლაზგოური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ალი პრაისს, რომელსაც პარასკევს 24 წელი შეუსრულდება, ყველაზე მეტი ხმა ერგო და აღნიშნულ ნომინაციაში ისეთ მორაგბეებს აჯობა, როგორებიც არიან: ფრეიზერ ბრაუნი, ნიკ გრიგი, ჯონი გრეი, ლი ჯონსი, ტიმ სუინსონი, რაიან უილსონი, ტომი სიმური, ფინ რასელი და სტიუარტ ჰოგი, რომელიც 2017 წლის 6 ერის საუკეთესო მოთამაშეა.

პრაისმა გასულ კვირას დასრულებულ პრო 12-ში 21 შეხვედრა ჩაატარა, 5 ლელო გაიტანა და 2-ჯერ მატჩის საუკეთესო მორაგბე გახდა. მას მოგებული პრიზი გუშინ გამართულ დაჯილდოებაზე გადასცეს.

ცნობისთვის, „გლაზგო უორიორსმა“ სეზონი 58 ქულით მე-6 ადგილზე დაასრულა (11 მოგება, 11 მარცხი) და პლეი-ოფს მიღმა აღმოჩნდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081455