სიახლეები

22:41 | 10.05.2017 | ნანახია 3035 - ჯერ

ედი ჯონსი: „ჩვენი ჯგუფი ძალიან კონკურენტუნარიანია“

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ედი ჯონსმა, დღეს გამართულ მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის კენჭისყრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ჯგუფი ძალიან კონკურენტუნარიანია.

„წითელი ვარდები“ იაპონიაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთთან, არგენტინასთან, ამერიკის შესარჩევის ზონის პირველ ადგილოსანთან და ოკეანეთის შესარჩევის მეორე ადგილოსანთან მოხვდნენ.

„კენჭისყრის შედეგებით აღელვებული ვარ. 2019 წელს მსოფლიო ჩემპიონატის მოგება გვსურს. ჩვენ ნებისმიერ მეტოქესთან სათამაშოდ მზად უნდა ვიყოთ და ყველას დამარცხება უნდა შეგვეძლოს.

ჩვენი ჯგუფი ძალიან კონკურენტუნარიანი და ინტენსიურია. ისეთი, როგორიც მსოფლიო თასის ჯგუფი უნდა იყოს. ჩვენ ყველა მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი მიზანი შვიდივე მატჩში გამარჯვება და ტურნირის მოგებაა.

ტურნირისთვის მზადებას აქედანვე ვიწყებთ. ყველაფერს დეტალურად დავგეგმავთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიო თასს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ. ჩვენი საბოლოო მიზანი ტიტულის მოპოვებაა.

ეჭვი არ მეპარება, რომ 2019 წელს იაპონიაში უნიკალური და მშვენიერი ტურნირი გაიმართება“ - განაცხადა ინგლისის ნაკრების დამრიგებელმა.

თეგებიედი ჯონსი

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08446