საფრანგეთი ტოპ-14

15:41 | 10.05.2017 | ნანახია 3070 - ჯერ

ჟვანია და ჩილაჩავა - ტოპ 14-ის ბოლო ტურის სიმბოლურში (+VIDEO)

„რაგბირამამ“ და „ევროსპორტმა“ ტოპ 14-ის ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნეს. საფრანგეთის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო სათამაშო დღის მორაგბეთა ტოპ-თხუთმეტეულში ერთბაშად ორი ბორჯღალოსანი მოხვდა: ბურჯები ზურაბ ჟვანია და ლევან ჩილაჩავა.

აი, როგორ შეაფასეს ხსენებულმა გამოცემებმა ქართველების გარჯა:

„ზურაბ ჟვანია: მიუხედავად მონპელიეში განცდილი მარცხისა, „სტად ფრანსეს“ ბურჯმა თავისი ცნობილი ბრძოლისუნარიანობა და მობილურობა კვლავ გამოავლინა“.

„ლევან ჩილაჩავა: „პოს“ წინააღმდეგ ბურჯი არა მხოლოდ შერკინებებში იყო მაგარი, არამედ ტულონელთა მეორე ლელოც გაიტანა, გზად კი ოთხი ოპონენტი გადათელა“.

აქვე, სიმბოლური ნაკრების სრული შემადგენლობა:

15. დარლი დომვო („ბორდო“, საფრანგეთი)

14. დრიუ მიტჩელი („ტულონი“, ავსტრალია)

13. დამიან პენო („კლერმონი“, საფრანგეთი)

12. იან დავიდი („ტულუზი“, საფრანგეთი)

11. ნემანი ნადოლო („მონპელიე“, ფიჯი)

10. დენ კარტერი („რასინგი“, ახალი ზელანდია)

9. ანტუან დიუპონი („კასტრი“, საფრანგეთი)

8. ჟილიან გალანი („ტულუზი“, საფრანგეთი)

7. იანიკ ნიანგა („რასინგი“, საფრანგეთი)

6. ტიერი დიუსოტუა („ტულუზი“, საფრანგეთი)

5. რომენ ტაოფიფენუა („ტულონი“, საფრანგეთი)

4. ლეონე ნაკარავა („რასინგი“, ფიჯი)

3. ლევან ჩილაჩავა („ტულონი“, საქართველო)

2. გიიომ რიბე („ბრივი“, საფრანგეთი)

1. ზურაბ ჟვანია („სტად ფრანსე“, საქართველო)


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:49 | 10.05.2017
პანტელეიმონი (1218)

გაიხარეთ ბიჭებო ! ! !

18:47 | 10.05.2017
federer (17) (469)

ძალიან სასიხარულოა ეგ ამბავი მაგრამ მსოფლიოზე ისეთ ჯგუFში მოვხვდით ხასიათი გამიფუჭდაა

17:30 | 10.05.2017
miriani (151)

საოლ ლომებოოო....მეამაყებით...

0.098611