მსოფლიო თასი

12:38 | 10.05.2017 | ნანახია 4971 - ჯერ

ქართველთა მეტოქეები: ავსტრალია, უელსი, ოკეანეთის პირველი და ამერიკის მეორე

იაპონიის ძველ დედაქალაქ კიოტოში გაიმართა 2019 წლის მსოფლიო თასის ფინალური ტურნირის კენჭისყრა. შეგახსენებთ, მორიგ სარაგბო მსოფლიო ფორუმს სწორედ ამომავალი მზის ქვეყანა უმასპინძლებს, ხოლო საქართველოს ნაკრებმა ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება 2015 წელს, ინგლისში გამართულ მსოფლიო თასზე დაიბევა, როცა ჯგუფში მე-3 ადგილი დაიკავა. შესარჩევი ციკლი ყველა კონტინენტზე ჯერაც მიმდინარეობს, ამდენად ჯერჯერობით მსოფლიო თასის მხოლოდ ის მონაწილეები არიან ცნობილნი, რომლებმაც ეს პატივი ბორჯღალოსნებთან ერთდროულად დაიმსახურეს.

აქვე წილისყრის შედეგებიც:

A ჯგუფი

ირლანდია

შოტლანდია

იაპონია

ევროპა 1

პლეი-ოფის გამარჯვებული

B ჯგუფი

ახალი ზელანდია

სამხრეთ აფრიკა

იტალია

აფრიკა 1

რეპეშაჟის გამარჯვებული

C ჯგუფი

ინგლისი

საფრანგეთი

არგენტინა

ამერიკა 1

ოკეანეთი 2

D ჯგუფი

ავსტრალია

უელსი

საქართველო

ოკეანეთი 1

ამერიკა 2


კომენტარები (16)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
21:45 | 10.05.2017
პანტელეიმონი (1218)

ყველაფერი ჩვენს ხელშია, თუ კარგად მოვემზადებით სამი თამაშის მოგება შესაძლებელია ! ! !

საქართველოს ნაკრები ამ ორ წელიწადში იმ დონეზე უნდა ავიყვანოთ, რომ ყველასთან მოსაგებად უნდა გავიდეთ ! ! !

რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !

12:49 | 15.05.2017
GiorgiG83 (525)

პანტელეიმონი

სადაც სამი იქაც 4 და მერე 1/4 ფინალზე რას იტყვი?
რომელ 3_ს ვიგებთ თუ საიდუმლო არაა

12:17 | 11.05.2017
miriani (151)

ახლა მთლად ცათმფრენსაც ნუ გაჰყვები... თორე რაც მაღლა ახვალ უფრო მტკივნეული იქნება ვარდნა ;-)

21:24 | 10.05.2017
NIKA..01 (335)

ჩვენ ჯგუფში ამერიკა 2-ს უნდა მოვუგოთ თუ რამის პრეტენზია გვაქვს.ოკეანეთი 1 ძალიან დიდი საბრძოლო იქნება.მითუმეტეს იაპონიაში ტარდება მათთვის აკლიმატიზაცია უფრო იოლი იქნება.ავსტრალიასთან გეთანხმებით საინტერესოა,თუმცა მათი თამაშის სტილიდან გამომდინარე გვერჩივნა სხვა შეგხვედროდა.უელსი კი რა ძალაცაა ყველამ ვიცით.მოკლედ არანაირად არ გაგვიმართლა.

21:21 | 10.05.2017
NIKA..01 (335)

ისევ ამ მაკარონიკებს გაუმართლა.A და B ჯგუფში ყველაზე მარტივი იქნებოდა 2 თამაშის მოგება.ევროპა 1,აფრიკა 1, მითუმეტეს რეპეშაჟის გამარჯვებული არ იქნებოდა პრობლემა.ერთადერთი ფლეიოფის გამარჯვებულთან ანუ ოკეანეთი 3 თან იქნებოდა დიდი ბრძოლა.რაც შეეხება 1-2 კალათებს აქ A ჯგუფია ყველაზე სასურველი.ირლანდიასთანაც შეიძლება სასწაულის მოხდენა და მითუმეტეს შოტლანდიასთანაც.შოტლანდია ახლა თუ ძალიან მაგარ ფორმაშია კაცმა არ იცის 2019-ში როგორ იქნება.მაინც არ აქვთ მაგათ ის რეზერვი რაც სხვა ბობოლებს.

17:28 | 10.05.2017
miriani (151)

მოკლედ რაცაა ესაა და ამას აღარავინ შეგვიცვლის... თუ რამეზე პრეტენზია გვაქვს მინიმუმ 2015-ის შედეგი უპრობლემოდ უნდა გავიმეოროთ...ავსტრალია მეც მაინტერესებს, აქამდე არ შევხვედრივართ, აი უელსი კი არ მესიამოვნა მარა რას ვიზამთ...მოკლედ იქამდე 2 წელია კიდე და საკმაო დრო..წარმატებები ჩვენს ლომებს! ახალი ფურცელი ბიჭებო რაგბის ისტორიას! ლელოოოოოოოოოოოოო

14:00 | 10.05.2017
Torres9 (48)

ვუყურე კენჭისყრას და მესამე კალათის დრო რო მოვიდა ძალიან მინდოდა ბ პულში მოვხვედრილიყავით და იტალია რო ამოვიდა გავიფიქრე ისევ ამათ უმართლებს თქო მარა სამხრეთ აფრიკა და ზელანდია რო ამოვიდა აშკარად შემეცვალა განწყობა))))

14:28 | 10.05.2017
beeq777 (35)

მაინც B ჯგუფში მოხვედრა ჯობდა. მესამეზე გასვლა და კვალიფიკაციის გარეშე მოხვედრა შემდეგ მსოფლიოზე მანდ უფრო იოლი იქნებოადა ვიდრე D ჯგუფში. ავსტრალია Uფრო საინტერესოა ჩემთვის ვიდრე 1 კალათის სხვა გუნდები, თუნდაც იმით რომ ჯერ არასდროს შევხვედრილვართ ავსტრალიას. მეორე კალათიდან კი მე პირადად უელსს სხვა ყველა გუნდი მერჩივნა თუნდაც აფრიკა.

13:57 | 10.05.2017
beeq777 (35)

რეალურად მე5 კალათიდან ან ამერიკა 2 გვინდოდა ან რეპეშაჟის გამარჯვებული და გაგვიმართლა ერთ-ერთი რომ მაინც მოხვდა. ოკეანე 2 და ფლეი-ოფის გამაფჯვებული, სადაც ოკეანე 3 და ერთა თასის მეორე გუნდი შეხვდებიან ადვილი მისახვედრია რომ ოკეანე 3 იქნება გამარჯვებული. ანუ 2 კუნძულელს ავცდით, მაგრამ მესამე და ყველაზე ძლიერს კი გადავეყარეთ მე 4 კალათიდან სადაც ყველა გუნდი გვაწყობდა ოკეანე 1-ის გარდა.

13:28 | 10.05.2017
geogoli (367)

ც ჯგუფში აფრიკას მაინც მოვუგებდით უეჭველად და ჩვენს ჯგუფში არაფერია წინასწარ განაღდებული, მარა ორი თამAში ყველა ვარიანტში უნდა მოვიგოთ

13:27 | 10.05.2017
david meskhi (30)

მე ვფიქრობ რო ეს ყველაფერი გათვლილია. იაპონია მოახვედრეს ყველაზე იოლ ჯგუფში. ყველა კალათიდან კალათის უსუსტესი შეხვდა. იტალიას გაუჩალიჩეს მესამე ადგილი. ორი კია უძლიერესი მარა ბოლო ორიდან არ შეიძლებოდა ან ფიჯი ან სამოა ან თუნდაც ამერიკა 1. 2 რეპეშაჟის გამარჯვებული და ნამიბია. მესამე ყველაზე ძლიერი ჯგუფია. ხოლო რაც შეეხება ჩვენ თუ გვაქ ამბიცია რამის ბოლო ორს უნდა მოვუგოთ და ორთან ვიბრძოლოთ. ჯერ კიდე ორი წელია და ვინ იცის როგორ შეიცვლება გუნდები. არ შეიძლებოდა იმ ბურთებზე პირდაპირ რო არ ყოფილიყო მიწერილი და არ ენახა ამომღებს რას იღებდა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რო მანდ ამომღებს შეეძლო ენახა ვინ ამოქონდა. გაეკეთებინათ ბურთები რო იხსნება ოსეთი ძნელი იყო. თუ ვინმეს აქ პასუხი ეგებ ვცდები. რატომღაც იაპონიას ჯგუფი არ მომეწონა.

13:50 | 10.05.2017
BEERTRANCE (1073)

ბლატერთან გაიარეს მგონი გაცივება გაცხელების ტრეინინგი.

13:22 | 10.05.2017
ika13 (34)

სუსტები კიდე რუსეთი, ესპანეთი და ბელგია არიან. მაგათთან აღარ გვინდაო და აჰა ძლიერები....

13:14 | 10.05.2017
ika13 (34)

ც ჯგუფში კიდე არგენტინა გამომრჩა...კიდე კაი იტალიის ადგილას არ მოვხვდით ....

12:51 | 15.05.2017
GiorgiG83 (525)

რას უწუნებ იტალიის ჯგუფს? )))

13:13 | 10.05.2017
dinamo222 (692)

მე მგონია რომ მაინც არ გაგვიმართლა პირველი კალათიდან უძლიერესები კი აგვცდნენ მაგრამ დანარჩენი კალათებიდან დაგვეჯახნენ უძლიერესები@

13:16 | 10.05.2017
ika13 (34)

თუ არ გაუმართლა ვინმეს, ეს იტალიას არ გაუმართლა და შეხედე с ჯგუფში რა ხდება... ინგლისი, საფრანგეთი, არგენტინა, აშშ და ტონგა....ან ფიჯი....

13:33 | 10.05.2017
dinamo222 (692)

იტალიას ზუსტადაც გაუმართლა სამხრეთ აფრიკა ისეთი ძლიერი აღარააა როგორც 5-6 წლის წინ იყო წინა მსოფლიოზე იაპონიასთანაც წააგო და ძვლივს გაძვრა ნახევარფინალში და მეოთხე მეხუთე კალათიდანაც ყველაზე სუსტები შეხვდნენ

13:13 | 10.05.2017
ika13 (34)

იაპონია მოექცა ევროპელებსი. გამახსენეთ ფლეი-ოფის შესაძლო კანდიდატები ვინ არიან? ევროპა 1 ალბათ რუმინეთი იქნება... იტალიაა ცუდ დღეში. კიდე ც ჯგუფია საშინელი ინგლისი, საფრანგეთი, სავარაუდოდ აშშ და ტონგა.

13:44 | 10.05.2017
beeq777 (35)

ფლეი-ოფის გამარჯვებული იქნება ერთა თასის მეორე და ოკეანე 3 ს შორის გამარჯვებული. ამათში დამარცხებული კი რეპეშაჟსი გადაინაცვლებს და სავარაუდოდ ურუგვაი დახვდება იქ. ანუ ფლეი-ოფის გამარჯვებული ოკეანე 3 იქნება სავარაუდოდ.

13:09 | 10.05.2017
ika13 (34)

კარგია, რომ უელსს ნოემბრის ტესტებზე შევხვდებით. ამით ვფიქრობ მინიმუმ ლოდინის და პირველშეხვედრის ფსიქოლოგიური ბარიერი მოიხსნება 2019. ფიჯიც ვნაქხეთ რა არის და კიდევ ვნახავთ. კანადა კიდე ვიცით რაც არის...ავსტრალია, ავსტრალიაა....

13:08 | 10.05.2017
ddimitri (22)

მეოთხე და მეხუთე - ევროპა 1 და პლეი-ოფის გამარჯვებული რომ ყოფილიყო ალბათ უკეთესი ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ რაც არის ეს არის

21:29 | 10.05.2017
NIKA..01 (335)

ყველას აფრიკა 1 და რეპეშაჟი ჯობდა

13:11 | 10.05.2017
krasni (587)

რა თქმა უნდა, ფიჯის ევროპა 1-ი გვერჩივნა.

13:01 | 10.05.2017
krasni (587)

ავსტრალია, უელსი არაა ცუდი ვარიანტი. მეოთხე მეხუთე ალბათ ფიჯი და კანადა იქნებიან.

13:11 | 10.05.2017
dinamo222 (692)

უელსს შოტლანდია და სდაფრანგეთი ჯობდა ძალიან ძლიერია უელსი ავსტრალიას და ირლანდიას არ ჩამოუვარდებიან

21:27 | 10.05.2017
NIKA..01 (335)

აი საფრანგეთზე ვერ დაგეთანხმები.ისეთი თამაშის მანერა აქვთ ფრანგებს,რომ მათთან არ გამოგვდის თამაში.

12:50 | 10.05.2017
BEERTRANCE (1073)

ბლატერთან ჰო არ იყო ნეტა კონსულტაციები ბურთების გაგრილება გაცხელებაზე?

0.111092