ოთხშაბათს, 10 მაისს, საქართველოს დროით 12 საათზე, კიოტოში (იაპონია) 2019 წლის მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართება და ბორჯღალოსნები მეტოქეები ვინაობას შეიტყობენ.
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ბორჯღალოსნები წილისყრას განთესილი ნაკრების სტატუსით ხვდებიან. მილთონ ჰეიგის გუნდმა 2015 წლის მსოფლიო თასზე ტონგასა და ნამიბიის ძლევით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა, 12 მოწინავეს შორის მოხვდნენ და მომავალი მსოფლიო თასის საგზური დაიბევეს.
2017 წლის ექვსი ერის დასრულების შემდეგ, მსოფლიო რაგბის რეიტინგში დაკავებული ადგილების მიხედვით 2019 წლის მსოფლიო თასის 12 მონაწილე კალათებში განაწილდნენ. ბორჯღალოსნები მესამე კალათაში არგენტინის, იაპონიისა და იტალიის ნაკრებებთან მოხვდნენ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჯგუფურ ეტაპზე ისინი ჩვენი მეტოქეები არ იქნებიან.
ორი მეტოქე ხვალვე გახდება ცნობილი: პირველი კალათიდან ეს იქნება ახალი ზელანდია, ინგლისი, ავსტრალია, ან ირლანდია; მეორე კალათიდან შოტლანდია, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა, ან უელსი.
გაირკვევა ორი სავარაუდო მეტოქეც, მაგრამ რადგან რეგიონალური შესარჩევი ტურნირები ჯერ არ დასრულებულა, კონკრეტულ გუნდებს მოგვიანებით შევიტყობთ.
მეოთხე კალათაში არიან: ზღვისრეთი 1, ამერიკა 1, ევროპა 1 და აფრიკა 1;
მეხუთე კალათაში: ზღვისრეთი 2, ამერიკა 2, პლეი ოფის გამარჯვებული (ევროპა 2 - ზღვისრეთი 3) და რეპეშაჟის გამარჯვებული.
ზღვისრეთის ("ოკეანეთი") შესარჩევი ტურნირი ამა წლის ივნისში სრულდება და ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს (ფიჯი, სამოა და ტონგა), ხოლო მესამე ევროპის შესარჩევი ჯგუფის მეორეადგილოსანთან პლეი ოფს ითამაშებს (დაახლოებით 1 წლის შემდეგ);
ამა წლის ივნისში გაირკვევა ამერიკა 1-ც (შტატები ან კანადა), დამარცხებული მეორე საგზურისთვის სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებულს პლეი ოფში შეხვდება;
გაისად მარტში გახდება ცნობილი ევროპის შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული, ასევე მეორეადგილოსანი, რომელიც წყნარი ოკეანის მესამე გუნდს პლეი ოფში შეერკინება (რუმინეთი, ესპანეთი, რუსეთი და გერმანია);
დანარჩენი ორი საგზური აფრიკის შესარჩევი ტურნირის და საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟის გამარჯვებულ გუნდებს ერგება.
კიოტოში გაემგზავრნენ და წილისყრას ესწრებიან ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი და მენეჯერი ირაკლი ხუნდაძე.
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყველაფერი ჩვენს ხელშია, თუ კარგად მოვემზადებით სამი თამაშის მოგება შესაძლებელია ! ! !
საქართველოს ნაკრები ამ ორ წელიწადში იმ დონეზე უნდა ავიყვანოთ, რომ ყველასთან მოსაგებად უნდა გავიდეთ ! ! !
რაგბი ჩვენი თამაშია ! ! !
აქაც ჰო არ იყო ნეტა ბურთების გაგრილება გაცხელება, ყველაზე იოლი ჯგუფი შეხვდა იაპონიას.
აი C ჯგუფი ნამდვილად სიკვდილის ჯგუფია.
ჩვენ კი კარგად მოვემზადოთ, დიდი ალბათობით ფიჯი დაგვეტაკება და უნდა ვაჯობოთ.
არა ბიჭო ახლა ალალს იჩალიჩებდენ ეგ ნა...ბო..ზვრები
სუსტი მეტოქე არ გვეყოლება,სავარაუდოდ აშშ და ფიჯი იქნებიან ჩვენ ჯგუფში..ფავორიტებიდან ასე თუ ისე გაგვიმართლა...თუმცა ირლანდია და შოტლანდია სჯობდა...იაპონიისთვის იდეალური ჯგუფი გაკეთდა და ცოტა საეჭვოდ სჩანს...
იაპონია გულაობს ნაღდად რაღაცა იმამაძაღლეს D
არ მომწონს შედეგი ძლიერებიდან მარტო ავსტრალიამ გაგვიმართლა მეორე კალათიდან და სუსტებიდან ფაქტიურად ყველაზე ძლიერები გვეჯახებიან @
D ჯგუფი. ავსტრალია, უელსი, საქართველო, ოკეანე 1, ამერიკა 2. ნუ 95% მეტოქეები ფიჯი და კანადა იქნებიან. კანადა კაი მაგრამ ოკეანე 1-მა გატეხა სხვა ნებისმიერი ჯობდა მაგრამ რასვიზავთ რეალობა ასეთია და ვიწყებთ მზადებას ამისთვის.
მაგრა გატეხა სუსტებიდან ფაქტიურად ყველაზე ძლიერები გვეჯახებიან
უელსი ავსტრალია საქქართველო ოკეანია1 ამერიკა2 ძლიერებიდან თითქოს არაუშავს ავსტრალია უელსი მაგრამ სუსტებიდან უკეთესი შეიძლბოდა
stripslashes((strlen('http://www.worldrugby.org/video/245221')>0?'http://www.worldrugby.org/video/245221':'http://www.worldrugby.org/video/245221')) აი აქ უყურეთ თუ გაქვთ სურვილი
სად ვუყუროთ წილისყრას ი ის ვინმემ?
პირველ და მეორე კალათაში ისეთი გუნდებია არც კი ვიცი რომე;ლი ვინატრო D თუმცა ალბათ მაინც ჯობია თუმცა ალბათ მაინც ავსტრალია და შოტლანდია ჯობია რომ შეგვხვდნენ
ჰო მეც მასე ვფიქრობ, აი ავსტრალია ძალიან მაგარია მაგრამ ამავდროულად არასტაბილური და იქნებ რამე მოხდეს სასწაულიჰ
რა მაგარი გრძნობაა ბობოლების ტყავში ყოფნა DD და იმათზე ზემოდან ყურება ვინც ართ დროს ჩვენ გვიყურებდა ზემოდან (ფიჯი ტონგა სამოა ამერიკა ნამიბია რუმინეთი)
+1
იმედია ყველაზე ცუდი ვარიანტი არ ამოგვივა.
ისეთი ცუდი ბედი გვაქვს ზღვისპირეთი 1 და ზღვისპირეთი 3 შეგხვდება ჯგუფში მეოთხე და მეხუთე გუნდად (ფიჯი და ტონგა)