ქართული

15:28 | 9.05.2017 | ნანახია 1851 - ჯერ

დიდი 10 "ტოიოტას" ფინალი

საქართველოს რაგბის კავშირსა და კომპანია "ტოიოტას" შორის გაფორმებული სასპონსორო ხელშეკრულების თანახმად, 2016/2017 წლების დიდი 10-ის ფინალის წარმდგენი საქვეყნოდ ცნობილი ბრენდი იქნება.

სეზონის ფინალური მატჩის საპრიზო ფონდი 100 ათას ლარს შეადგენს, საიდანაც 70 ათასს გამარჯვებული, ხოლო 30 ათასს დამარცხებული გუნდი მიიღებს. ფინალსაც შესაბამისად ეწოდა - დიდი 10-ის ტოიოტას ფინალი.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმაგოჩა სვანიძემ და "ტოიოტა კავკასიას" გენერალურმა დირექტორმა იუსუკე ტატებემ "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე პრესკონფერენცია გამართეს.

“საქართველოს რაგბის კავშირის პარტნიორობა და დიდი 10-ის პლეი-ოფის წარდგენა ჩვენთვის დიდი პატივია. სიამაყით ვეპატიჟებით ყველას დიდი 10-ის ტოიოტას ფინალზე, რომელიც 14 მაისს "მიხეილ მესხის" სტადიონზე გაიმართება. კომპანია "ტოიოტა" მსოფლიოს მასშტაბით სპორტის აქტიური მხარდამჭერია და "ტოიოტა კავკასიას" ამ ხაზის ქართულ რაგბში გაგრძელების შესაძლებლობა ეძლევა.

“რაგბი საქართველოში პოპულარული და წარმატებული სპორტის სახეობაა და ჩვენი თვალთახედვის არეში ამის გამო მოექცა. დიდი 10-ის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია და გვწამს, რომ ეს საერთაშორისო ასპარეზზე ქართული რაგბის წინსვლას კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის.

ეს არის ჩვენი თანამშრომლობის პირველი ნაბიჯი და ქართული რაგბის მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ. ვაპირებთ საქართველოში გასამართი მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატსა და ნოემბრის ტესტ-მატჩების მხარდაჭერას. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ტატებემ.

“საქართველოს რაგბის კავშირს ახალი პარტნიორი ყავს. საამაყოა ჩვენთან ურთიერთობის სურვილი ასეთმა ცნობილმა კომპანიამ რომ გამოთქვა. კომპანია "ტოიოტა კავკასია" დიდი 10-ის პლეი ოფების, უფრო კონკრეტულად ფინალური შეხვედრის სპონსორია. ამ შემთხვევაში თანხის ოდენობაზე მეტად ის ყურადღება გვახარებს, რომელიც კომპანია ‘ტოიოტამ’ გამოიჩინა. იმედია მის მაგალითს სხვა კომპანიებიც მიბაძავენ“, - თქვა სვანიძემ.

დიდი 10-ის ტოიოტას ფინალი 14 მაისს "მიხეილ მესხზე", 17 საათზე დაიწყება. წელსაც არ ვარღვევთ წლების ტრადიციას და გაცნობებთ, რომ ფინალსზე დასწრება თავისუფალია!


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:33 | 09.05.2017
tengocie (60)

პირველი ჯერისთვის მშვენიერი საპრიზო ფონდია. ნაკრების სპონსორი თავიდან 30 000 დოლარს იხდიდა წელიწადში. ეხლა300 000 დოლარს იხდის TBC. მადლობის მეტი რა გვეთქმის.

16:51 | 09.05.2017
პანტელეიმონი (1218)

კარგია ახალი სპონსორის შემომატება, მაგრამ თანხა არასაკმარისია იმისთვის, რომ ფინალისტებმა ამ თანხით შეძლონ ევროტურნირებზე მონაწილეობა.

0.091846