შოტლანდიის ნაკრებისა და ინგლისური „გლოსტერის“ კაპიტანი გრეიგ ლეიდლოუ ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების გუნდში გამოიძახეს.
31 წლის მორაგბეს ტერფის ტრავმის გამო ორ თვეზე მეტი გაუცდა და თავდაპირველად მას ლომების შემადგენლობაში არ მოიაზრებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ოჯახური პრობლემების გამო ნაკრებს ბენ იანგსი გამოაკლდა, ლომების დამრიგებელმა უორენ გეტლანდმა არჩევანი სწორედ შოტლანდიელ 9 ნომერზე შეაჩერა.
ცნობისთვის, ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაში ლეიდლოუს გარდა კიდევ ორი შოტლანდიელია: ვინგერი ტომი სიმური და ფულბეკი სტიუარტ ჰოგი.
შეგახსენებთ, რომ ლომები 2017 წლის ტურს ახალ ზელანდიაში გამართავენ და 3 ივნისიდან 8 ივლისამდე 10 შეხვედრას გამართავენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია