უცხოური

13:12 | 9.05.2017 | ნანახია 1821 - ჯერ

შოტლანდია ივნისის ტესტებისთვის დაირაზმა

შოტლანდიის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა ივნისის ტესტებისთვის 31 მოთამაშე გამოიძახა.

ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ზელანდიური ტურნეს გამო, „ნარშავებს“ სამი წამყვანი მოთამაშე არ ეყოლებათ: გრეიგ ლეიდლოუ, ტომი სიმური და სტიუარტ ჰოგი.

სქოთების გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ბურჯები: ალექს ალანი, ალან დელი, ზანდერ ფეგერსონი, უილემ ნელი, დ’არსი რეი, გორდონ რიდი;

კვაჭები: ფრეიზერ ბრაუნი, როს ფორდი, ჯორჯ თერნერი;

მეორეხაზელები: რიჩი გრეი, ჯონი გრეი, ტიმ სუინსონი, ბენ ტულისი;

მესამეხაზელები: ჯონ ბარკლი (კაპიტანი), მაგნუს ბრედბერი, ჯონ ჰერდი, ჯოშ სტრაუსი, ჰემიშ უოთსონი, რაიან უილსონი;

შერკინების ნახევარმცველები: სემ ჰიდალგო-კლაინი, ალი პრაისი, ჰენრი პირგოსი;

მგეზავები: ფინ რასელი, პიტერ ჰორნი;

შუამარბები: ალექს დანბარი, ნიკ გრიგი, მეტ სკოტი, დანკან ტეილორი;

გარემარბები: დამიენ ჰოილენდი, ლი ჯონსი, შონ მეიტლენდი, ტიმ ვისერი;

ფულბეკი: რურიდ ჯექსონი.

შეგახსენებთ, რომ ივნისში შოტლანდია სამ შეხვედრას გამართავს: 10 ივნისს სინგაპურში იტალიას დაუპირისპირდება, 17-ში სიდნეიში - ავსტრალიას, ხოლო 24-ში სუვაში - ფიჯის.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081676