20-წლამდელები

16:20 | 5.05.2017 | ნანახია 3247 - ჯერ

20-წლამდელები: სერიის მესამე მატჩი

ხვალ, 6 მაისს, უმცროსი ბორჯღალოსნები "ვესთერნ პროვინსის" აკადემიის გუნდთან ტესტ-სერიის მესამე მატჩს გამართავს. შეხვედრა "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე 18 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

პირველ მატჩში (29 აპრილი) უმცროსმა ბორჯღალოსნებმა სტუმრები 55:17, ხოლო მეორეში (3 მაისი) 11:6 დაამარცხეს.

მეორე შეხვედრის შემდეგ მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ სამი მორაგბე დატოვეს (ლუკა იურინი, გიორგი წიკლაური, გურამ პაპიძე) და 12 შეცვალეს. მათმა ნაწილმა მარქაფაში გადაინაცვლა, რომელიც პირველი შეხვედრის მსგავსად 25-კაციანია. ლუკა იურინი და გიორგი წიკლაური ‘ვესთერნ პროვინსთან’ მესამე მატჩსაც სასტარტო შემადგენლობაში იწყებენ.

29 აპრილის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში ბრუნდებიან ლადო მიმინოშვილი, ბეჟან გავაშელიშვილი, დავით მესხი, დავით მოძღვრიშვილი და გელა აფრასიძე, ანუ მთლიანობაში ხაზი ისეთივე იქნება, როგორიც 55:17 მოგებულ შეხვედრაში იყო. მორკინალებიდან პირველი შეხვედრის შემდეგ სასტარტოში ბრუნდებიან ლევან პაპიძე, ბექა საღინაძე და გუნდის კაპიტანი ილია სპანდერაშვილი.

"ვესთერნ პროვინსის" წინააღმდეგ პირველად ითამაშებენ მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი და მესამეხაზელი სანდრო მამამთავრიშვილი, ხოლო უჩა ჭეიშვილი და არსენ მაჩალაძე პირველად არიან სასტარტო შემადგენლობაში (29 აპრილს შეცვლაზე ითამაშეს).

6 მაისის შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნები 5-6 დღე დაისვენებენ და გააგრძელებენ მზადებას მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის, რომლის ფარგლებში პირველ მატჩს 31 მაისს არგენტინის წინააღმდეგ გამართავენ, 4 ივნისს სამხრეთ აფრიკას და 8 ივნისს საფრანგეთს შეხვდებიან. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, 13 ივნისს ნახევარფინალური, ხოლო 18 ივნისს ფინალური შეხვედრები შედგება.

საქართველო - ვესთერნ პროვინსი

6 მაისი. "შევარდენი". 18:00 (დასწრება თავისუფალია)

ხაზი: 15. ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი), 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო სარასენსი), 12. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 11. დავით მესხი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. გელა აფრასიძე (ლელო სარასენსი);

შერკინება: 1. უჩა ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 2. ლევან პაპიძე (ლელო სარასენსი), 3. გურამ პაპიძე (ლიონი, საფრანგეთი), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერ), 5. ბექა საღინაძე (ლელო სარასენსი), 6. ილია სპანდერაშვილი (არმია, კაპ.), 7. სანდრო მამამთავრიშვილი (თი ბი ეს უნივერსიტეტი), 8. არსენ მაჩალაძე (აია);

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენსი), 17. გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), 18. რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენსი), 19. კობა ჯიმშელეიშვილი (ჯიქი), 20. გიორგი ნუცუბიძე (აია), 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 23. აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), 24. საბა სვიმონიშვილი (შარქსის აკადემია, სახმრეთ აფრიკა), 25. თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა).

შეკრებაზე არიან: ლაშა ტაბიძე (ბორდო), გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), ლევან ჭავჭავაძე (არმია), პეტრე ჯინჭარაძე (აია), გიგა გრიგალაშვილი (ლელო სარასენსი), თორნიკე აქუბარდია (ხარები), გელა მახარაშვილი (აკადემია), ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), შოთა არეშიძე (აია); ალექსანდრე ნახუცრიშვილი (არმია), თედო აბჟანდაძე (აია), ბექა მამუკაშვილი (ლელო სარასენსი), მირიან მოდებაძე (აია), გიორგი კვესელაძე (ლელო სარასენსი), სანდრო სვანიძე (არმაზი), ოთარ ძაგნიძე (აია).

სამწვრთნელო შტაბი:

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე; მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურა ამონაშვილი; მაწრთობები: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი; ფიზიო: ირაკლი შაორშიძე; ექიმები: რომან სახოკია, ლადო ჭელიძე; ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი; მენეჯერი: ოთარ იაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

P.S. ბოლო მომენტში განაცხადში გურამ პაპიძე გურამ გოგიჩაიშვილმა შეცვალა.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:47 | 06.05.2017
tengocie (60)

მოვიგეთ 64:119

19:47 | 06.05.2017
tengocie (60)

64:19

19:46 | 06.05.2017
tengocie (60)

I ტაიმი 17:14 მორჩა
ეხლაა 57:19

00:03 | 06.05.2017
პანტელეიმონი (1218)

წარმატებას გისურვებთ ბიჭებო ! ! !

18:03 | 05.05.2017
krasni (587)

მესამე მატჩს ვატარებთ და შეკრებაზე არიან, მაგრამ არ თამაშობენ ტაბიძე და მოდებაძე. ტრამვები ხომ არ აწუხებთ?

19:03 | 05.05.2017
geogoli (367)

მე კვესალაძის ამბავიც მაინტერესებს, არადა სამივეს წინა წლის გამოცდილება აქვს, ინფორმაცია კი არ არის.

0.107911