უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, სამხრეთ აფრიკული ‘ვესთერნ პროვინსის’ აკადემიის გუნდთან გასამართი მეორე მატჩისთვის შემადგენლობა თითქმის სრულად შეცვალა.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მომზადების მიზნით, ‘ვესთერნ პროვინსთან’ სამი საკონტროლო მატჩი დაიგეგმა და პირველ შეხვედრაში (29 აპრილს) უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეტოქე 55:17 დაამარცხა.
24-საათიანი მგზავრობის შედეგად თბილისში 27 აპრილს ჩამოსულმა აფრიკელებმა მოკლე დროში ადაპტაცია ვერ გაიარეს და პირველ მატჩში ქართველებს დიდი უპირატესობა ქონდათ. ორივე გუნდის მწვრთნელები დარწმუნებული არიან, რომ მეორე შეხვედრა პირველზე უფრო დაძაბული გამოვა და 3 მაისს შევარდენზე, 18 საათზე მისული მაყურებელი საინტერესო ბრძოლას იხილავს.
უმცროსი ბორჯღალოსნების მწვრთნელებს სურთ, რომ ამ სამ მატჩში საქმეში შეკრებაზე მყოფი ყველა კანდიდატი გამოცადონ და სასტარტო შემადგენლობაში 11 მორაგბე შეცვალეს. 4 დღის წინანდელის მსგავსად, თამაშს იწყებენ ფულბეკი ლუკა იურინი, შუამარბი გიორგი წიკლაური, შერკინების შემკვრელი შოთა არეშიძე და ფლანკერი თორნიკე ჯალაღონია. მარქაფაში, რაგბის წესების სრული დაცვით, ამჯერად 8 მორაგბეა (29 აპრილს შეცვლაზე 10-მა ითამაშა). შემადგენლობაში უმეტესად ის ბიჭები დაწინაურდნენ, რომლებიც წინა მატჩში განაცხადში არ იყვნენ, ან თამაშში თადარიგიდან ჩაერთვნენ.
უმცროსი ბორჯღალოსნებისა და ‘ვესთერნ პროვინსის’ მესამე შეხვედრა 6 მაისს გაიმართება, ხოლო 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო (თბილისი და ქუთაისი) უმასპინძლებს.
საქართველო - ვესთერნ პროვინსი
3 მაისი | შევარდენი | 18:00 (დასწრება თავისუფალია)
ხაზი: 15. ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი), 14. საბა სვიმონიშვილი (შარქსის აკადემია, სახმრეთ აფრიკა), 13. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 12. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 11. აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9. ალექსანდრე ნახუცრიშვილი (არმია);
შერკინება: 1. გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), 2. თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენსი), 3. გურამ პაპიძე (ლიონი, საფრანგეთი), 4. გიგა გრიგალაშვილი (ლელო სარასენსი), 5. თორნიკე აქუბარდია (ხარები), 6. გიორგი ნუცუბიძე (აია), 7. თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა), 8. შოთა არეშიძე (აია).
მარქაფა: 16. ლევან ჭავჭავაძე (არმია), 17. პეტრე ჯინჭარაძე (აია), 18. რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენსი), 19. კობა ჯიმშელეიშვილი (ჯიქი), 20. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 23. სანდრო სვანიძე (არმაზი).
შეკრებაზე არიან: ლაშა ტაბიძე (ბორდო), ლაშა ჯაიანი (ექსეთერ), სანდრო მამამთავრიშვილი (თი ბი ეს უნივერსიტეტი), გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), ლევან პაპიძე (ლელო სარასენსი), ბექა საღინაძე (ლელო სარასენსი), ილია სპანდერაშვილი (არმია), უჩა ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), გელა მახარაშვილი (აკადემია), არსენ მაჩალაძე (აია); გელა აფრასიძე (ლელო სარასენსი), დავით მესხი (არმია), ბექა მამუკაშვილი (ლელო სარასენსი), ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო სარასენსი), მირიან მოდებაძე (აია), გიორგი კვესელაძე (ლელო სარასენსი), ოთარ ძაგნიძე (აია).
სამწვრთნელო შტაბი:
მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე; მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურა ამონაშვილი; მაწრთობები: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი; ფიზიო: ირაკლი შაორშიძე; ექიმები: რომან სახოკია, ლადო ჭელიძე; ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი; მენეჯერი: ოთარ იაშვილი
საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მამუკა გორგოძე წავიდა ნაკრებიდან!!
11-6-ი მოვიგეთ, მაგრამ მიმოხილვა აგვიანებს.
მიმოხილვა რა მშრალ სტატისტიკას დადებენ მარტო.
შედეგი არავი იცის?
რა ხდება შევარდენზე? პირველი ტაიმი დამთავრებული იქნება.