ბუქარესტის „სტიაუას“ მეორეხაზელმა მიხეილ არჩუაშვილმა რუმინეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში პირველი ლელო დადო. ბოლოსწინა ტურში მისმა გუნდმა „ბუქარესტი“ 28:7 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
განვლილ მატჩში არჩუაშვილმა სრულად ითამაშა და პირველი ლელო მის მიერ მოგებულ დერეფანს მოჰყვა, ხოლო მეორე ლელო თავად გაიტანა. ქართველი უკანახაზელების სწრაფ შეტევას კარგად მიჰყვა, 5-მეტრიან ხაზთან ოფლოუდი შეირგო, მბოჭავებს „გადაუარა“ და ბურთი დაამიწა. შეცვლაზე ითამაშა ქართველმა კვაჭმა ლევან გენებაშვილმა, ხოლო ილია სურგულაძე ამჯერად განაცხადში არ ყოფილა, ისევე, როგორც „ბუქარესტის“ ქართველი ლეგიონერი გიორგი სულუაშვილი.
„სტიაუა“ 48 ქულით პირველ ადგილზე და 8 ქულიით უსწრებს მდევრებს - „ტიმიშოარა-სარასენსს“ და „ბაია მარეს“, თუმცა მათზე 2 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ხვალ ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან და ფრის შემთხვევაში „სტიაუა“ რეგულარულ გათამაშებას პირველ ადგილზე დაასრულებს.
დებულების თანახმად, პლეი-ოფში სუპერლიგის 7-ვე გუნდი გადის. პირველადგილოსანი პირველ ეტაპზე ისვენებს, მეორე მეშვიდეს მასპინძლობს, მესამე - მეექვსეს, ხოლო მეოთხე - მეხუთეს. პლეი-ოფი ერთმატჩიანია.
ხვალინდელ, გადადებულ მატჩში ბიძინა სამხარაძისა და იური ნატრიაშვილის „ბაია მარე“ „ტიმიშოარა-სარასენსთან“ მასპინძელია. მე-13 ტურში მწვრთნელებმა ქართველ ლეგიონერებს დასვენების საშუალება მისცეს. მათმა გუნდმა კლუჟში აუტსაიდერ „უნივერსიტატიას“ 60:6 მოუგო. სამხარაძე „ბაია მარეს“ კაპიტანია და ამ სეზონში ორი ლელოც მიითვალა.
რეგულარულ გათამაშებას მე-4 ადგილზე ასრულებს გიორგი ცუცქირიძისა და დავით გულიტაშვილის „დინამო“, რომელიც გასულ ტურში „ტიმიშოარა-სარასენსთან“ 16:38 დამარცხდა. ბურჯმა ცუცქირიძემ პირველიდან 51-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო გარემარბი გულიტაშვილი შეცვლაზე შევიდა. უკვე ცნობილია, რომ „დინამო“ პლეი-ოფში იაშის „პოლიტეჰნიკას“ უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გაჩეჩილაძეც ენისეიდან
გვენახა ეს კაციც რა შეუძლია..
საქმეშია ეს კაცი გამოსაცდელი, აშკარად იმსახურებს შანს.
აშკარად ეკუთვნის ამ ბიჭს ნაკრებში შანსი. განებივრებული არა ვართ სამწუხაროდ მეორეხაზელებით და არა მგონია რუმინეთის დონე ჩვენი ჩემპიონატის დონეზე დაბალი იყოს, რომ ამ მოტივით არ გამოიძახონ.
რახან რუმინეთში თამაშობს პრინციპულად არ იძახებენ თუ რატო ვერ ხვდება გაფართოებულშიც კი, რუმინეთის მოწინავე გუნდებიც საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობენ და 2 მეორეხაზელი გვყავს ფაქტიურად მხოლოდ ნაკრებში და...
ხო
ბინგოს პენსიაზე არ ვუშვებთ, მამუკა ჯერ არ მეორეხაზელობს, კოტე და ნემსო + შედარებით სუსტ მეტოქესტან ჭეიშვილი
ლომიძე ვერ მეორე ხაზელობს
ჰოსტიტალიზაციის დროს ჰადაჰა სუთის თუ დააყენებ, კვაჭაძე, ბაბუნაშვილი ვერ დარჩნენ საფრანგეთში
სორდია, ჯავახია და გიორგაძე მე-3 ხაზს თამაშობენ
საჭირო კაცია მიშა
ნაკრებში მე-2 ხაზელების დეფიციტის ფონზე დავიჯერო ამ ბიჭის საქმეში ნახვა ერთა თასზე ან გაფართოვებულ შემადგენლობაშიც არ შეიძლება?