უცხოური

15:06 | 2.05.2017 | ნანახია 3603 - ჯერ

კუნძულელების კულტურული შოკი

„ლესტერ თაიგერსის“ შუამარბი მანუ ტუილაგი ამბობს, რომ წყნარი ოკეანის კუნძულებიდან ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში სათამაშოდ წასული მორაგბეები კულტურულ შოკს განიცდიან და მათ ადაპტაციისთვის განსაკუთრებული დახმარება სჭირდებათ.

ტუილაგი 1991 წელს სამოაში დაიბადა და ინგლისში სათამაშოდ 2010 წელს წავიდა. „ლესტერ თაიგერსში“ გატარებულ 7 სეზონში მან ინგლისის პრემიერშიპის 70 მატჩში 22 ლელო გაიტანა, ჩემპიონთა თასის 22 შეხვედრაში - 7. 2011 წლიდან ის ინგლისის ეროვნული ნაკრების წევრია, 26 კეპი მოიხვეჭა და 11 ლელო დადო. 2013 წელს მან ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების შემადგენლობაშიც ითამაშა.

„როდესაც ინგლისში თამაშის შანსი გამიჩნდა, უზარმაზარი პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი - უამრავი საბუთი, ვიზის გაფორმება... სამოაში ყველაფერი შენ გეკუთვნის, მიწა და სახლი, სადაც ცხოვრობ, არ ვიხდით გადასახადებს, ევროპაში კი სულ სხვა ცხოვრებაა. ინგლისში ჩამოსვლისას კულტურული შოკი მივიღე. აქ ყველაფერი სხვაგვარადაა და ყოველდღე ვაწყდებოდი ჩემთვის უცნაურ, უჩვეულო მომენტებს. სხვებთან შედარებით გამიმართლა, რადგან ინგლისში ჩემი ძმა უკვე ცხოვრობდა. კუნძულელები მშვიდი ადამიანები ვართ და ხშირ შემთხვევაში ამას უდარდელობად აღიქვამენ, თუმცა ეს სიწყნარე ჩვენთვის პატივისცემის გამოხატვის ნიშანია“, - ამბობს 25 წლის მანუ ტუილაგი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.083734