20-წლამდელები

17:23 | 28.04.2017 | ნანახია 3689 - ჯერ

20-წლამდელები: სერიის პირველი მატჩი

უმცროსი ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთაფრიკული "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდთან გასამართი 3-მატჩიანი სერიის პირველი შეხვედრისთვის რაზმი დაასახელა.

შეხვედრა ხვალ, 29 აპრილს, 18 საათზე "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე დაიწყება. მატჩზე დასწრება ყველასთვის თავისუფალია.

ვრცლად უმცროსი ბორჯღალოსნებისა და "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის 3-მატჩიანი სერიის შესახებ>>>

რადგან თამაში საკონტროლო ხასიათისაა, მწვრთნელებს სურთ, რომ საქმეში რაც შეიძლება მეტი მორაგბე იხილონ. განაცხადი 25-კაციანია. სპეციალურად ამ თამაშებისთვის გუნდს ლეგიონერები დაემატნენ და მათგან ერთი - ლუკა იურინი - სასტარტო შემადგენლობაში იქნება, ხოლო სამი - მარქაფაში (უჩა ჭეიშვილი, გურამ პაპიძე, გიორგი გოგოლაძე). ლეგიონერებიდან დაგვაკლდებიან ომარ ოდიშვილი (ამ ეტაპისთვის კლუბმა არ გაათავისუფლა) და ჯაბა შათირიშვილი (ტრავმა). გუნდთან ერთად არიან და ხვალ არ თამაშობენ ლაშა ტაბიძე და ლაშა ჯაიანი.

შეგახსენებთ, რომ 3-მატჩიანი სერია იმართება მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში. ამ ტურნირს საქართველო 31 მაისიდან 18 ივნისამდე თბილისსა და ქუთაისში უმასპინძლებს. ვრცლად >>>

საქართველო - ვესტერნ პროვინსი

29 აპრილი. 18:00. "შევარდენი" (დასწრება თავისუფალია)

ხაზი:

15. ლუკა იურინი (ლიონი, საფრანგეთი), 14. ლადო მიმინოშვილი (ბათუმი), 13. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო სარასენსი), 12. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 11. დავით მესხი (არმია), 10. დავით მოძღვრიშვილი (აკადემია), 9. გელა აფრასიძე (ლელო სარასენსი);

შერკინება:

1. გურამ გოგიჩაიშვილი (ლოკომოტივი), 2. ლევან პაპიძე (ლელო სარასენსი), 3. რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენსი), 4. კობა ჯიმშელეიშვილი (ჯიქი), 5. ბექა საღინაძე (ლელო სარასენსი), 6. ილია სპანდერაშვილი (არმია, კაპ.), 7. თორნიკე ჯალაღონია (ხულიგანა), 8. შოთა არეშიძე (აია).

მარქაფა:

16. უჩა ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 17. გელა მახარაშვილი (აკადემია), 18. გურამ პაპიძე (ლიონი, საფრანგეთი), 19. თორნიკე აქუბარდია (ხარები), 20. არსენ მაჩალაძე (აია); 21. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 22. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 23. თედო აბჟანდაძე (აია), 24. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 25. ბექა მამუკაშვილი (ლელო სარასენსი).

შეკრებაზე არიან: ლაშა ტაბიძე (ბორდო), პეტრე ჯინჭარაძე (აია), ლევან ჭავჭავაძე (არმია), თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენსი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), ლაშა ჯაიანი (ექსეთერ), გიგა გრიგალაშვილი (ლელო სარასენსი), სანდრო მამამთავრიშვილი (თი ბი ეს უნივერსიტეტი), გიორგი ნუცუბიძე (აია); ალექსანდრე ნახუცრიშვილი (არმია), სანდრო სვანიძე (არმაზი), აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენსი), მირიან მოდებაძე (აია), საბა სვიმონიშვილი (შარქსის აკადემია, სახმრეთ აფრიკა), გიორგი კვესელაძე (ლელო სარასენსი), ოთარ ძაგნიძე (აია).

სამწვრთნელო შტაბი:

მთავარი მწვრთნელი: ილია მაისურაძე; მწვრთნელები: ლადო კილასონია, ზურა ამონაშვილი; მაწრთობები: გიორგი ნადარეიშვილი, გივი ნადარეიშვილი; ფიზიო: ირაკლი შაორშიძე; ექიმები: რომან სახოკია, ლადო ჭელიძე; ვიდეო ანალიტიკოსი: სანდრო ჭეიშვილი; მენეჯერი: ოთარ იაშვილი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:22 | 30.04.2017
temuchin (431)

მაგარი ბანძი საიტი ხართ, სახელი მაინც გადაირქვით. ორშაბათს ელოდებით რომ სიახლეები დაწეროთ ან სხვა საიტიდან დააკოპიროთ, ამასობაში კი ვიღას რაღად უნდა მოძველებული ინფორმაცია?

18:01 | 29.04.2017
ჰუკერი (22)

სტრიმი არ არის?

0.087763