20-წლამდელები

0:12 | 28.04.2017 | ნანახია 2804 - ჯერ

სამი საკონტროლო მატჩი აფრიკელებთან

სამხრეთაფრიკული "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდი თბილისშია და მომდევნო 8 დღეში უმცროს ბორჯღალოსნებთან (20-წლამდელებთან) სამ საკონტროლო მატჩს გამართავს. მატჩები 29 აპრილს, 3 და 6 მაისს "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გაიმართება და 18 საათზე დაიწყება. საკონტროლო მატჩებზე დასწრება ყველა მსურველთათვის თავისუფალია.

უმცროსი ბორჯღალოსნები ერთ თვეში საქართველოში გასამართი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის მზადების დასკვნით ფაზას "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გადიან. მწვრთნელების განცხადებით, მომავალი სამი მატჩი გუნდის შეთამაშებას და ტაქტიკური მონახაზების დახვეწას ემსახურება.

საკონტროლო მატჩებისთვის უმცროს ბორჯღალოსნებს ლეგიონერები დაემატნენ (ლაშა ტაბიძე, გურამ პაპიძე, გიორგი გოგოლაძე, ლუკა იურინი, უჩა ჭეიშვილი და ლაშა ჯაიანი). 6 მაისის შემდეგ ისინი თავიანთ კლუბებს უბრუნდებიან და მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნაკრებს ეტაპობრივად შეუერთდებიან.

ქართულ მხარესთან შეთანხმებით, აფრიკელებმა შერკინების პირველი ხაზი უფროსი ასაკის მოთამაშეებით გააძლიერეს, რათა ამ კომპონენტში ძალები დაბალანსდეს და უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შერკინებაში დიდი უპირატესობა ვერ მოიპოვონ. "ვესტერნ პროვინსთან" მატჩები გუნდს მაღალ ტემპში თამაშთან შეჩვევაში უნდა დაეხმაროს და მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე მაყურებელს სამი საინტერესო გასახურებელი რკენა ელის.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
17:46 | 28.04.2017
geogoli (367)

იმედია 6-ში მოვახერხებ სტადიონზე მისვლას, თუ არა იქნებ სტრიმი მაინც იქნება

12:59 | 28.04.2017
პანტელეიმონი (1218)

ძალიან წადგებათ ჩვენს ბიჭებს ეს საკონტროლო მატჩები, დიდი მადლობა დამგეგმავს ! ! !

12:44 | 28.04.2017
krasni (587)

საინტერესო იქნებოდა გვენახა ჩვენი ბიჭების მომზადების დონე.

12:12 | 28.04.2017
dinamo222 (692)

და ჩვენი ბრწყინვალე ტელევიზიები ამ თამაშებსაც არ აჩვენებენ ხო ?? ვინც თბილისში არაა იმათმა რა ვქნათ ვისაც გვაინტერესებს რა ფორმაში არიან ჩვენი ბიჭები ?

0.083434