უცხოური

17:25 | 27.04.2017 | ნანახია 2655 - ჯერ

სამხრეთაფრიკულ-ინგლისურ-უელსური ლიგა?

სამხრეთ აფრიკა, ინგლისი და უელსი ერთობლივი საკლუბო ტურნირის შექმნის იდეის ირგვლის უკვე მოლაპარაკებებს მართავენ. ეს შეჯიბრება ანგლო-უელსურ თასს ჩაანაცვლებს. მასში მონაწილეობას ინგლისის პრემიერშიპის გუნდები, პრო 12-ის უელსური ფრანშიზები და ქარის თასის წარმომადგენლები მიიღებენ.

ავივა პრემიერშიპის გენერალურმა დირექტორმა მარკ მაკკაფერტიმ დაადასტურა ეს ინფორმაცია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოთხი ფაქტორი: დასწრებადობა, აუდიტორიის ზრდა, ტურნირის მომხიბვლელობა და ფინანსური მდგრადობა. ჩემი აზრით, სამხრეთაფრიკული გუნდების ჩართვა ტურნირისადმი ინტერესს გაზრდის. დისკუსია მიმდინარეობს და ჩვენ უკვე დეტალების განხილვის სტადიაში ვართ“, - უთხრა მაკკაფერტიმ „ბიბისი სპორტს“.

თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, შეჯიბრება სტარტს 2020 წელს აიღებს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:55 | 28.04.2017
პანტელეიმონი (1218)

ჩვენმა რაგბის კავშირმა ბევრად მეტი უნდა გააკეთოს და თუ აკეთებს ბრიფინგების მეშვეობით გაგვაგებინოს რას აკეთებს. მეჩვენება, რომ წამყვანი რაგბის ქვეყნებში უფრო დინამიური მუშაობა მიმდინარეობს და თუ ჩვენც არ დავაჩქარეთ საკითხების გადაწყვეტის ტემპი, ვერასოდეს დავეწევით ბობოლებს.

20:02 | 27.04.2017
krasni (587)

და ჩვენი ფედერაცია რას შვება, ახალი რა არის?

0.096263