20-წლამდელები

16:22 | 25.04.2017 | ნანახია 1938 - ჯერ

თასი მოგზაურობას აგრძელებს

საქართველოში 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე თვეზე ოდნავ მეტი რჩება. ტურნირი 31 მაისიდან 18 ივნისამდე თბილისში და ქუთაისში გაიმართება.

ბილეთები იყიდება გვერდზე www.TKT.ge/U20

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ >>>

თასის მოგზაურონა გრძელდება

ტურნირის უმტავრესი ჯილდო, 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის თასი უკვე საქართველოშია და ტრადიციულად ასპარეზობის დაწყებამდე მასპინძელ ქვეყანაში მოგზაურობს. თასის ვოიაჟი 16 აპრილს შუხუთში ლელო ბურთით დაიწყო (ვრცლად).

26 და 27 აპრილს მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის თასი სვანეთს ეწვევა. მას ვეტერანი ბორჯღალოსნები ნონო ანდღულაძე და ლექსო გუგავა თავდაპირველად მესტიაში, ხოლო მოგვიანებით, ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ წერტილში - უშგულში აიტანენ. ტრადიციულად მსოფლიო ჩემპიონატის თასის ნახვა და მასთან ფოტოების გადარება ნებისმიერ მსრურველს შეეძლება.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:02 | 25.04.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

0.081077