დიდი 10

19:28 | 23.04.2017 | ნანახია 3472 - ჯერ

„აკადემიამ“ „აია“ ქუთაისში დაამარცხა

2016/2017 წლების დიდი 10-ის ჩემპიონობისთვის ბრძოლას თბილისის „აკადემია“ აგრძელებს, რომელმაც ბევრისთვის მოულოდნელად ქუთაისში „აია“ 13:7 დაამარცხა.

„აიას“ რეგულარულის პირველ ადგილზე დასრულების იდეალური შანსი ჰქონდა, რაც პლეი ოფში მარტივ გზას და ერთი შეცდომის უფლებას მისცემდა, მაგრამ დასკვნით ტურში თანაქალაქელ „ბაგრატთან“ წაგებით მესამე ადგილზე დაეშვა.

პლეი ოფის პირველ ეტაპზე „აია“ ქუთაისში, მე-6 ადგილზე გასულ „აკადემიას“ მასპინძლობდა და ფავორიტად ითვლებოდა. თამაში ქარში, ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაიმართა და „აია“ ლელო-გარდასახვით დაწინაურდა. „აკადემია“ თამაშს კარგად მომზადებული შეხვდა და შესვენებამდე მასპინძლებს ორი ლელოთი უპასუხა, თუმცა გარდასახვები ვერ გაიტანა - 7:10. მეორე ტაიმში ანგარიში ერთადერთხელ შეიცვალა, თბილისელებმა უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს და 13:7 იმარჯვეს.

ამრიგად, რადგან „აკადემია“ მე-6 საფეხურზე იყო, „აიამ“ სეზონი მე-6 ადგილზე დაასრულა, ხოლო „მხატვრები“ პლეი ოფის მეორე ეტაპზე „ლელო-სარასენსს“ შეხვდებიან. ეს თამაში 30 აპრილს გაიმართება, ერთი დღით ადრე კი, გორში „ჯიქი“ „ბათუმს“ მასპინძლობს და გამარჯვებული ფინალში გავა, ხოლო დამარცხებული ფინალის საგზურისთვის „ლელო-სარასენსისა“ და „აკადემიის“ წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

2016/2017 წლების დიდი 10. პლეი ოფი

I ეტაპი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 15:5

აია (ქუთაისი) - აკადემია (თბილისი) 7:13

II ეტაპი

29 აპრილი. გორი

ა) ჯიქი (გორი) - ბათუმი (ბათუმი)

30 აპრილი

ბ) ლელო-სარასენსი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)

მცირე ფინალი. 7 მაისი

ა წაგებული - ბ მოგებული

ფინალი. 14 მაისი

ა მოგებული - მ.ფ. მოგებული


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:46 | 26.04.2017
krasni (587)

ვერაფერი ვერ გავიგე.

11:08 | 24.04.2017
Top 14 (3)

ვულოცავ აკადემიას მართლაც, რომ რთულ გამარჯვებას, ქება და ქება ბიჭებს, რაც შეეხება აიას, თანაქალაქელებთან მარცხით დაისამარეს თავი, რაც ნამდვილად საწყენია

0.08916