საქართველოს ნაკრების ყოფილი ბურჯი ბექა შეყლაშვილი 5-წლიანი შესვენებიის შემდეგ, შესაძლოა, ტოპ 14-ში დაბრუნდეს.
30 წლის მორაგბე საფრანგეთში 2008 წლიდან თამაშობს და 2009/2010 წლების სეზონში საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონში „მონტობანის“, ხოლო მომდევნო ორი სეზონი „აჟენის“ მაისურით თამაშობდა. 2012-2014 წლებში ის მეორე ელიტარულ დივიზიონში „ბეზიეს“ ღირსებას იცავდა, ხოლო 2014 წლიდან „ალბის“ შეუერთდა და ამ გუნდში მესამე სეზონს ასრულებს.
მიმდინარე სეზონში შყლაშვილმა 22 მატჩიდან 17 სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 2 ლელო დადო, თუმცა მის გუნდს საქმეები კარგად არ მისდის. „ალბი“ პრო დ2-ის დასრულებამდე 2 ტურით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა (49 ქულა) და 2 ქულით ჩამორჩება „ნარბონს“. მომდევნო ტურში „ალბი“ ერთ-ერთ ლიდერ „აჟენს“ მასპინძლობს, ხოლო სეზონს „კარკასონთან“ სტუმრობით ასრულებს და ქულების აღება ორივეგან გაუჭირდება.
მაგრამ ბექას დაქვეითება არ მოუწევს და მიმდინარე სეზონის დასრულებამდე „კოლომიეს“ უგულშემატკივრებს. ფრანგულ პრესაში გავრცელებული ცნობის მიხედვით, შეყლაშვილი ახალ სეზონს სწორედ „კოლომიეში“ დაიწყებს და იქ 3 წელიწადს გაატარებს.
„კოლომიეს“ 76 ქულა აქვს და ორ გუნდთან ერთად III-V ადგილებს ინაწილებს, ანუ ტოპ 14-ში ასასვლელ საფლეიოფო ზონაშია. დასკვნით ტურებში ის უშუალო კონკურენტებს - „მონტობანსა“ (შინ) და „აჟენს“ (სტუმრად) ეთამაშება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
+1