დიდი 10

22:00 | 21.04.2017 | ნანახია 2094 - ჯერ

დიდი 10-ში პლეი ოფები იწყება

ამ უქმეებზე დიდი 10-ის 2016/2017 სეზონის გადამწყვეტი ეტაპი იწყება. ექვსი მოწინავე გუნდი 4-საფეხურიან პლეი ოფში ჩაებმება და 14 მაისს საქართველოს ჩემპიონი ვაკეში, ‘მიხეილ მესხზე’ გამოვლინდება.

პლეი ოფის პირველი წრის თამაშები 22 და 23 აპრილსაა დანიშნული. ხვალ თბილისში დედაქალაქური დერბია და ერთმანეთს ბოლო ორი ჩემპიონატის ფინალისტები, ‘ლელო-სარასენსი’ და ‘ლოკომოტივი’ ერთმანეთს ორი კვირის თავზე მეორედ ერკინებიან. 8 აპრილის მსგავსად, თამაში ხვალაც ‘ლელო არენაზე’ (დიდ დიღომში) გაიმართება და 15 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ხილვა ‘რაგბი თივის’ მეშვეობით არის შესაძლებელი

‘ლელო სარასენსი’ ბოლო ოთხი წლის ფალავანია, თუმცა ოთხივე ჯერზე რეგულარულ გათამაშებას მოწინავე (პირველ-მეორე) ადგილებზე ასრულებდა და ფინალისკენ მოკლე გზით მიდიოდა. წელს ეს ტრადიცია დაირღვა, ჩემპიონმა რეგულარული მე-4 საფეხურზე დაასრულა და ტიტულის შესანარჩუნებლად ზედიზედ ოთხი გამარჯვება ჭირდება.

დამოუკიდებლობის შემდეგ ‘ლოკომოტივმა’ ქვეყნის ჩემპიონობა ყველაზე მეტჯერ იზეიმა, თუმცა თასი ბოლოს 2010 წელს შემართა. გასულ ორ სეზონში ის ფინალში ორჯერ გავიდა, მაგრამ ორივეჯერ მომავალ მეტოქესთან დამარცხდა. მიმდინარე სეზონში ‘რკინიგზელებმა’ რეგულარული მე-5 პოზიციაზე დაასრულეს, თუმცა მეტის მიღწევაც შეეძლოთ, მაგრამ 2017 წელს ჩატარებული 7 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 4-ჯერ დამარცხდნენ.

სეზონის მეორე წრეში 2017 წლიდან ‘ლელო-სარასენსმა’ 4 თამაში მოიგო, 2 წააგო და ერთი ფრედ დაასრულა. ორი კვირის წინ, დიდი 10-ის რეგულარულის დასკვნით, მე-18 ტურში ერთმანეთს მომავალი მეტოქეები სწორედ დიდ დიღომში ერკინენ და გამარჯვება მოქმედმა ჩემპიონმა მოიპოვა - 37:10. პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა ფრედ 25:25 დასრულდა.

პლეი ოფის მატჩში ფრის დაფიქსირების შემთხვევაში დამატებითი დრო არ დაინიშნება და გამარჯვებულად ის გუნდი გამოცხადდება, რომელსაც კონკრეტულად ამ შეხვედრაში მეტი ლელო ექნება გატანილი; თუ ეს მაჩვენებელი თანაბარი იქნა, მეორე ეტაპზე გავა გუნდი, რომელსაც ამ თამაშში ნაკლები დისციპლინარული სასჯელი ექნება; ამ შემთხვევაშიც თუ ტოლობა დაფიქსირდა უპირატესობა ‘ლელო-სარასენსს’ ექნება, რადგან მან რეგულარულში უკეთესი ადგილი დაიკავა.

23 აპრილს მესამეადგილოსანი ქუთაისის ‘აია’ თბილისის ‘აკადემიას’ ‘აია არენაზე’ დაუხვდება. ‘აიას’ რეაგულარულის პირველ ადგილზე დასრულება შეეძლო, მაგრამ დასკვნით ტურში მოულოდნელად თანაქალაქელ ‘ბაგრატთან’ დამარცხდა და ერთბაშად ორი ადგილით დაქვეითდა.

ქუთაისელები ქვეყნის ჩემპიონები ბოლოს 1995 წელს გახდნენ. 2011 წელს ‘აიამ’ ფინალი ‘არმიასთან’ დათმო და მას შემდეგ რეგულარულად ხვდება პლეი ოფში, მაგრამ მედლები (ბრინჯაო) მხოლოდ ერთხელ, 2012/2013 წლის სეზონში მოიპოვა.

‘აკადემია’ უძლიერესთა შორის გასულ სეზონში დაბრუნდა, წელს კი პლეი ოფში მოხვდა, რაც გუნდისთვის დიდი წარმატებაა. ‘მხატვრებს’ მეორე წრის სტარტზე ხუთმატჩიანი მოგებების სერია ჰქონდათ, თუმცა ბოლო 4 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგეს და 3-ჯერ დამარცხდნენ. ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ქუთაისელთა მხარესაა. პირველ წრეში მათ თბილისში 22:17, ხოლო 2 აპრილს ქუთაისში 35:6 იმარჯვეს.

პირველი წრის ორი გამარჯვებული მეორე ეტაპზე ერთმანეთს ეთამაშება, ხოლო დამარცხებულები პირველობისთვის ბრძოლას ეთიშებიან და მეხუთე-მეექვსე ადგილებს ინაწილებენ.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

პლეი’ოფი

I წრე * მესამედ’ფინალები 18/04 @ 18.30 ^ ცხრილი

ლელო #4

მ2

#5 ლოკომოტ

22/04

15.00 ლელო . .

აია #3

მ1

#6 აკადემია

23/04

15.00 ქუთაისი . .

II წრე * შესარჩევი და გასავარდნი ფინალები 11/04 @ 18.25 ^ ცხრილი

ჯიქი #1

შფ

#2 ბათუმი

29/04

__.__ გორი . .
მ1+

გფ

მ2+

30/04

__.__ . . .

III წრე * წინასწარი ფინალი 11/04 @ 18.25 ^ ცხრილი

შფ-

წფ

გფ+

7/05

__.__ . . .

IV წრე * დიდი ფინალი 11/04 @ 18.25 ^ ცხრილი

შფ+

დფ

წფ+

14/05 __.__ ვაკე . .

8/04

კლუბი ქალაქი

+პ

+ნ

გატ:გაშ

სხვ

1

ჯიქი გორი

18

12

1

5

8

3

430:226

+204

54/21

61

2

ბათუმი ბათუმი ^

18

12

2

4

4

3

414:228

+186

44/18

59

3

აია ქუთაისი

18

13

0

5

3

4

370:244

+126

41/22

59

4

ლელო სარასენს თბილისი

18

11

3

4

6

2

429:315

+114

54/30

58

5

ლოკომოტივი თბილისი

18

10

2

6

2

5

369:283

+86

43/29

51

6

აკადემია თბილისი

18

9

0

9

2

4

279:279

=0

28/33

42

7

არმია თბილისი

18

8

0

10

1

4

280:358

-78

27/42

37

8

ბაგრატი ქუთაისი

18

4

0

14

0

6

235:538

-303

23/73

22

9

არმაზი თბილისი ^

18

3

1

14

1

4

261:429

-168

28/57

19

10

ყოჩები ბოლნისი

18

3

1

14

1

4

267:434

-167

37/54

19


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081062