საფრანგეთი ტოპ-14

14:44 | 15.04.2017 | ნანახია 4469 - ჯერ

კლუბისადმი ერთგულება: ტოპ 14-ის უცხოელებში პირველი ზირაქაშვილია

ინტერნეტ-გამოცემა Le Rugby Nistere-მა გამოაქვეყნა საინტერესო სტატია, რომელშიც ჩამოთვლილნი არიან საფრანგეთის ტოპ 14-ის ერთი კლუბისადმი ერთგული მორაგბეები. ამ მხრივ, რაღა თქმა უნდა, ლეგენდარული ფრანგი ორელიენ რუჟრი გამოირჩევა, რომელიც „კლერმონში“ 1999-2000 წლების სეზონიდან მოყოლებული თამაშობს, ანუ 36 წლის უკანახაზელი „ვულკანებში“ ზედიზედ მე-18 სეზონს ატარებს. წარმოუდგენელი მაჩვენებელია.

მისი თანატოლი, „ბრივის“ 9 ნომერი ჟან-ბაპტისტ პეჟუენი ხსენებულ კლუბში მე-17 სეზონს ასრულებს, ხოლო 35 წლის მეორე-მესამეხაზელი გრეგორი ლამბოლე „ტულუზის“ ღირსებას მიჯრით მე-16 სეზონია იცავს.

ამ კუთხით მოწინავეთა სიას ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე კი სიამოვნებით და სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩამონათვალში მეხუთეა ვეტერანი ბორჯღალოსანი დავით ზირაქაშვილი, ვინც „კლერმონში“ მე-14 სეზონს თამაშობს, თანაც ისევე სტაბილურად, როგორც ეს მთელი ამ წლების განმავლობაში ხდებოდა. 33 წლის ქართველი ბურჯი არაფრანგებს შორის მეორეა საკუთარი კლუბისადმი ერთგულების სტაჟის მიხედვით, მას მხოლოდ „კასტრის“ ლეგენდარული ურუგვაელი მეორე-მესამეხაზელი როდრიგო ორტეგა უსწრებს (15 სეზონი), მაგრამ თუ სათვალავში მხოლოდ ტოპ-14-ს ავიღებთ, მაშინ ზირაქა პირველია, რადგან ორტეგას „კასტრთან“ ერთად ქვედა ლიგაშიც გაუტარებია 2 სეზონი.

აქვე მოწინავეთა სრული ჩამონათვალი:

1. ორელიენ რუჟრი (საფრანგეთი, „კლერმონი“) – 18

2. ჟან-ბაპტისტ პეჟუენი (საფრანგეთი, „ბრივი“) – 17

3. გრეგორი ლამბოლე (საფრანგეთი, „ტულუზი“) – 16

4. როდრიგო კაპო ორტეგა (ურუგვაი, „კასტრი“) – 15

5-9. დავით ზირაქაშვილი (საქართველო, „კლერმონი“) – 14

5-9. ფლორიან ფრიცი (საფრანგეთი, „ტულუზი“) – 14

5-9. მაქსიმ მედარი (საფრანგეთი, „ტულუზი“) – 14

5-9. ჟულიენ არიასი (საფრანგეთი, „სტად ფრანსე“) – 14

5-9. ფულჟანს უედრაგო (საფრანგეთი, „მონპელიე“) – 14

10-12. სერჯო პარისე (იტალია, „სტად ფრანსე“) – 13

10-12. ჟულიენ ფიუმა (საფრანგეთი, „პო“) – 13

10-12. არეც იგუინისი (საფრანგეთი, „ბაიონი“) - 13


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080845