6 ერი

9:42 | 15.04.2017 | ნანახია 3658 - ჯერ

პიჩოტის მოწოდება ექვს ერს

„ESPN Scrum”-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით “პიჩოტი კონსერვატორ ექვს ერს გაფართოებისკენ მოუწოდებს”.

მსოფლიო რაგბის ვიცე-პრეზიდენტის, აგუსტინ პიჩოტის სურვილია, რომ საქართველოს და მეორე დონის სხვა სარაგბო ქვეყნებს ექვს ერში თამაშის შანსი მიეცეთ.

არგენტინის ნაკრების ყოფილი ლეგენდარული კაპიტანი ამ ინტერვიუს მეშვეობით გადაწყვეტილების მიმღებებს მოუწოდებს, რომ ექვსი ერის კარი გახსნან და ამით თამაშის ზრდაში საკუთარი წვლილი შეიტანონ:

"დარწმუნებული ვარ, ჩემი სიტყვები ბევრი ადამიანის გაღიზიანებას გამოიწვევს, თუმცა მოვუწოდებ ექვსი ერის წარმომადგენლებს, სხვა ქვეყნებსაც მისცენ შანსი. ახლა მეორე დონის ქვეყნების განვითარებისთვის ბევრად უკეთესი საშუალება გვაქვს, მაგრამ ეს საკმარისი არაა. კარგი იქნება, ექვს ერში ასვლა-ჩასვლის პლეი-ოფი თუ დაინერგება. თუ არსებულ სტატუს კვოს არ დავარღვევთ, რაგბი ერთ ადგილზე გაიყინება და დარჩება „ანგლოსაქსურ“ სპორტად.

“ვურჩევ ჯონ ფიენს, ეწვიოს საქართველოს, მაგრამ არა მოვალეობის მოხდის მიზნით, რა თქმა უნდა. მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონყიც, რასაკვირველია, ამას მხარს დაუჭერს. შესაძლოა, სამი წლის შემდეგ ამ თანამდებობას აღარ ვიკავებდე, მაგრამ ექვსი ერის გაფართოებისთვის ბრძოლას გავაგრძელებ".

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, მსოფლიიო თასს მიღმა საქართველომ მხოლოდ სამჯერ ითამაშა პირველი დონის გუნდის წინააღმდეგ: არგენტინასთან (2013), ირლანდიასთან (2014) და შოტლანდიასთან (2016). ფაქტია, რომ ექვსი ერი მსოფლიო რაგბისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ეს პიჩოტს რთულ სიტუაციაში აყენებს, რადგან ის მსოფლიო თასსა და ექვსი ერის მიღმა თამაშის განვითარებისთვის იბრძვის.

"არ ვიცი, როგორ შექმნეს საკუთარი სივრცე მსოფლიო რაგბს მიღმა... მაგრამ აუცილებელია ერთობლივი მუშაობა, რათა თამაშის გლობალურობაზე ვიზრუნოთ. მსოფლიოში მხოლოდ 10 ქვეყანა როდია - ექვსი ერი და რაგბი ჩემპიონშიპი. ეს არასწორია. რაგბისთვის კარგი იქნება, თუ საქართველოს მსგავს ქვეყნებს ექნებათ შანსი. მსოფლიო რაგბი მათ მუდამ დაუჭერს მხარს. ექვსი ერი ძალიან კონსერვატიული ორგანიზაციაა და საქართველოს სიტუაცია ძალიან წააგავს არგენტინის უწინდელ მდგომარეობას. ერებს უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ თამაშის გაზრდა გვევალება“, - ამბობს პიჩოტი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:03 | 19.04.2017
პანტელეიმონი (1218)

კარგი კაცი ხარ აგუსტინ

12:45 | 18.04.2017
GiorgiG83 (525)

ადრეა ჯერ 6 ერი, ვერ ვართ მზად, სანამ ნაკრებში თითო პოზიციაზე 2-3-4 თითმის ერთი დონის მორაგბე ვერ იქნება სიღრმე 6 ერი ნაადრევია.
გავიმყაროთ პოზიცია 10-15 რეიტინგში
სამოა-ფიჯი-ტონგას მეტნაკლებად ოპტიმალურს მოვუგოთ სტაბილურად
იაპონია-კანადა-აშშ_სთან მოვიპოვოთ +ბალანსი და რუმინეთს არასოდეს მივცეთ შანსი, ნამიბიას ყოველთვის მოვუგოთ მსაჯიანად 30 ქულით და 6 ერიც მოვა

22:46 | 15.04.2017
dinamo222 (692)

შეეშვით ხალხო ამ 6 ერს @ კიდევ ვერ გაიგეთ რომ ჩვენ იქ არ მიგვიღებენ ?? ხვალ ზელანდიასაც რომ მოვუგოთ მაინც არ მიგვიღებენ და ჯობია ისევ სხვა ტურნირის მოწყობაზე ვიფიქროთ--ფიჯი ტონგსა სამოა იაპონიასთან პლიუს კანადა ამერიკასთან

22:47 | 15.04.2017
dinamo222 (692)

მერვე გუნდად შეიძლება რუმინეთი ნამიბია ან ურუგვაიც ჩაერთონ

12:26 | 15.04.2017
krasni (587)

შემოდგომაზე იაპონიასთან, გაზაფხულზე რუმინეთთან მარცხებმა მაგრად დაგვხია უკან ბობოლების თვალში. აღნიშნული შეხვედრები რომც მოგვეგო, რა თქმა უნდა მაშინვე არ ჩაგვიხუტებდა ექვსი ერი. ისინი ჩვენს მიერ ყოველ უკან გადადგმულ ნაბიჯს უფრო ამჩნევენ, ვიდრე წინსვლას.

22:49 | 15.04.2017
dinamo222 (692)

მეც მაგას ვამბობ მომინდომეს აქ ექსპერიმენტები @ რუმინეთთან წაგებით ორი თასიც დავკარგეთ და ბობოლებთან დალაპარაკების შანსიც გაგვიფუჭდა

20:52 | 15.04.2017
zura-mesi (33)

+1

11:59 | 15.04.2017
qomagi (248)

მაქსიმალური მონდომება, მუხლჩაუხრელად მუშაობა და რუმინეთთან იდიოტური წაგების მსგავსი თამაშების დავიწყება!!!! შვიდკაცას და საკლუბო რაგბის განვითარება, ევროტურნირებზე გასვლა, სხვანაირად ვერ განვვითარდებით და ბობოლებსაც ვერ მოვუგებთ და მუდამ ექნებათ სალაპარაკო, რომ საქართველოსთვის ადრეა 6 ერი. რატომ არაფერი დაწერეს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრის შედეგებზე? ან როდის დაადგება საშველი თუნდაც ერთი გუნდის ჩართვას ევროთასებზე?

11:48 | 15.04.2017
BEERTRANCE (1073)

ამრავლოს ღმერთმა ეგეთი ადამიანები

22:50 | 15.04.2017
dinamo222 (692)

ეგეთი ადამიანები ისედაც ბევრნი არიან (მსოფლიო რაგბის ხელმძღვანელების ჩათვლით)მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი

11:40 | 15.04.2017
orioni (88)

მართალია ეს კაცი, მაგრამ ამ ამპარტავან და ბაქია ანგლო-საქსებს გააგებინებ რამეს?

0.087806