18-წლამდელები

20:22 | 14.04.2017 | ნანახია 10829 - ჯერ

18-წლამდელები: ზედიზედ მესამე ფინალი

უმცროსი ბორჯღალოსნები (18-წლამდელები) 15 აპრილს ბრეტანში (საფრანგეთი), მასპინძელ საფრანგეთს რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატის ფინალურ მატჩში ტიტულისთვის ერკინებიან.

ბოლო სამი წელია ჩვენი 18-წლამდელები ფინალში გადიან. 2015 წელს ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონში ირლანდიასა და იტალიას ვძლიეთ, მაგრამ გადამწყვეტ მატჩში საფრანგეთმა გვაჯობა. მომდევნო წელს ელიტ-დივიზიონს ელიტიდან მხოლოდ საფრანგეთი შემორჩა, ფინალში მარტივად გავედით და იქ კვლავ ფრანგებმა იმარჯვეს. წელს ტურნირს კანადა, აშშ და იაპონია დაემატა და მას რაგბი ევროპის ღია ჩემპიონატი ეწოდა, ფინალში კი, კვლავ საქართველო და საფრანგეთი გავიდა.

ფრანგებმა მეოთხედფინალში ესპანეთს 36:9 მოუგეს, ნახევარფინალში პორტუგალიას 47:0 სძლიეს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეოთხედფინალში ტურნირის დებიუტანტი, უცნობი კანადა 43:3 დაამარცხეს.

“კანადის 18 წლამდელებზე არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა, არ ვიცოდით როგორ რაგბს თამაშობდნენ. გარდა ამისა, ტურნირის პირველ მატჩს ყოველთვის თან ახლავს ნერვიულობა. ამას ისიც ემატებოდა, რომ ჩვენი ბიჭების უმრავლესობა ასეთი დონის ტურნირში პირველად მონაწილეობდა, მაგრამ მალევე დავდეთ პირველი ლელო, საწყისი წუთების ეიფორია დავძლიეთ და კარგი მომენტები მრავლად შევქმენით.

“ბიჭებმა დავალებებს თავი კარგად გაართვეს და დიდი სხვაობით იმარჯვეს. მეტი ლელოს დადებაც შეიძლებოდა, თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით, შედეგით და თამაშით კმაყოფილი დავრჩით. გვქონდა კომუნიკაციის პრობლემა, მცირედი შეცდომები დაცვასა და შეტევაში, მათ გამოსწორებაზე მეორე მატჩამდე ვიმუშავეთ” - ამბობს 18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი დავით ჩავლეიშვილი.

ნახევარფინალში იაპონიის გუნდს შევხვდით, რომელიც ასევე პირველად მონაწილეობდა ტურნირში, პირველსავე წუთზე დავწინაურდით და უპირატესობა ხელიდან წამითაც არ გაგვიშვია. მაგრამ იყო დიდი ბრძოლა, მეტოქემ რამდენჯერმე შეძლო ჩამორჩენის შემცირება და ორი საპასუხო ლელო დადო, მაგრამ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა იაპონელები დასკვნით წუთებში საბოლოოდ გატეხეს და 42:17 იმარჯვეს:

“იაპონელები ჩვენამდე ბელგიას ეთამაშნენ და თავი დიდად არ გამოუჩენიათ, მაგრამ გავითვალისწინეთ, რომ აზიელებს სხვა კომბინაციებიც ექნებოდათ მომზადებული და ამ შეხვედრას სრულად მობილიზებული შევხდით. ჩვენმა მოლოდინმა გაამართლა. იაპონელებმა მართლაც შეცვალეს ტაქტიკა და აგრესიული, სწრაფი რაგბი დაგვიპირისპირეს.

“ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ საკმაოდ რთულ მეტოქესთან ძალიან კარგად ითამაშეს და დასახულ ამოცანებს თავი კარგად გაართვეს. იყო ორთაბრძოლები, დაცვაშიც ხშირად მოგვიწია თამაში, მომენტები აქაც ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ იაპონია ამ ჩემპიონატის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია ხარვეზებიც ამით იყო გამოწვეული. დასანანი ლელოები მივიღეთ, მაგრამ საბოლოოდ მეტოქეს დამაჯერებლად მოვუგეთ და ფინალში დამსახურებულად გავედით” - აფასებს ნახევარფინალურ შეხვედრას ჩავლეიშვილი.

პირველი ორი შეხვედრა უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ერთიდაიმავე სასტარტო შემადგენლობით დაიწყეს, მესამე, ფინალურ მატჩს კი ცვლილებებით ხვდებიან.

განაცხადში არაა ლუკა გელაშვილი, რომელსაც ტესტით მცირე ტვინის შერყევა დაუდგინდა. საშიში არაფერია, მაგრამ მწვრთნელებმა მაინც არ გარისკეს და ის ხვალინდელ თამაშში მონაწილეობას არ მიიღებს.

გელაშვილის ნაცვლად შერკინების მეორე ხაზში თამაშს იოანე იაშაღაშვილი იწყებს, ხოლო მარცხენა ბურჯად ლუკა ჭელიძის ნაცვლად გიორგი ახალაძე დადგება. ერთი ცვლილებაა უკანა ხაზში: დემურ თაფლაძის ნაცვლად, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს, სასტარტოში ირაკლი სიმსივე იქნება.

დავით ჩავლეიშვილმა მეტოქის, მასპინძელი საფრანგეთის თამაში შეისწავლა და იმედოვნებს, რომ ფინალში ბრძოლა ბოლო წუთებამდე გაგრძელდება:

“საფრანგეთის ნაკრები უპირობო ლიდერია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ, განვიხილეთ მისი განვლილი თამაშები. ესპანეთთან დაძაბული ბრძოლა წარიმართა. როგორც ჩანს, ფრანგები მეტოქისგან ასეთ კარგ თამაშს არ ელოდნენ, მაგრამ მერე მეტოქეს ზედიზედ 2 ლელო დაუდეს და მატჩის მსვლელობაში გარდატეხა შეიტანეს. ფრანგების შემადგენლობა აღნაგობით გამორჩეულია და სიმაღლეში ნამდვილად მოგვიგებენ, ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ეს ფინალია და მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. არ გვაქვს განწყობა, რომ კარგად ვითამაშოთ და მცირედით წავაგოთ - ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახოთ ამ ბრძოლაში გამარჯვება ვის დარჩება”

ტელერეპორტაჟი და ლაივსთრიმი

საქართველოსა და საფრანგეთის 18-წლამდელთა ნაკრებების ფინალური მატჩი საქართველოს დროით 20 საათზე დაიწყება.

გაცნობებთ, რომ რაგბის ევროპასა და ტელეკომპანია რაგბი თივის შორის მიმდინარეობს მოლაპარაკება ტექნიკურ საკითხებზე, რომლის გადაწყვეტის შემთხვევაში, მატჩი ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

ასევე გაცნობებთ, რომ ლაივსთრიმის მეშვეობით მატჩის ხილვა შესაძლებელია რაგბი ვეროპის პორტალზე RUGBYEUROPE.TV

რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატი

15 აპრილი. ფინალი

საქართველო - საფრანგეთი (20:00 საათი)

საქართველო: 15. გიორგი ასათიანი, 14. კონსტანტინე მარჯანიშვილი, 13. ირაკლი სიმსივე, 12. ლაშა ლომიძე, 11. ოთარ ძაგნიძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. საბა ხურცილავა; 1. გიორგი ახალაძე, 2. სოსო ჭყოიძე, 3. ლუკა აზარიაშვილი, 4. იოანე იაშაღაშვილი, 5. საბა ჯღარკავა, 6. რატი ჟორჟოლიანი (კაპ.), 7. ბექა ყორიაული, 8. გიგი ლეშკაშელი.

სათადარიგოები: 16. ლუკა ჭელიძე, 17. ვანო კარკაძე, 18. გია ხარაიშვილი, 19. ნიკა წივწივაძე, 20. კობა კოლოტაური, 21. მიხეილ ალანია, 22. რევაზ ხარაზიშვილი, 23. ლევან ნარიმანიძე, 24. დემურ თაფლაძე, 25. გოჩა ჩანადირი.

სამწვრთნელო შტაბი: დავით ჩავლეიშვილი - მთ. მწვრთნელი, ლევან შარვაშიძე - მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი - მწვრთნელი, მამუკა ტყეშელაშვილი - მწვრთნელი, გივი ნადარეიშვილი - ფიზ. მწვრთნელი, სერგო ბერიაშვილი - ექიმი, გიორგი სვანიძე - ფიზიო, დავით რამიშვილი - ვიდეოანალიტიკოსი, მალხაზ დავითაშვილი - ფსიქოლოგი, ზაზა ლეჟავა - რაგბის აკადემიის ხელმძღვანელი, პაატა მაისურაძე - მენეჯერი.

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური


კომენტარები (34)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:27 | 18.04.2017
qomagi (248)

GiorgiG83
ძალიან კარგი თაობა რომ მოდის და სათანადო პირობები არ აქვთ, მეც სწორედ ეს მაწუხებს. და ფედერაციის მუშაობაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ დაქცეულ ქვეყანაში როგორმე მოიძიოს უფრო მეტი ფინანსური რესურსი. გია ნიჟარაძის დროს უფრო მეტი კომუნიკაცია იყო გულშემატკივართან და გულშემატკივრის მხრიდანაც ძალიან მაღალი იყო აქტიურობა.
ყველაზე მეტად კი საგანგაშო იყო დიდი 10-ის ბოლო ტურის მატჩები. ჩემი პირადი აზრია და ვერავინ ვერ დამარწმუნებს, რომ რამდენიმე თამაში ჩაწყობილი არ იყო.

16:44 | 18.04.2017
GiorgiG83 (525)

ძალიან კარგი თაობა რომ მოდის და სათანადო პირობები არ აქვთ, მეც სწორედ ეს მაწუხებს
- ეგ ყველა გულშემატკივრის ტკვილია
ფედერაციის მუშაობაც იმაში მდგომარეობს, რომ ამ დაქცეულ ქვეყანაში როგორმე მოიძიოს უფრო მეტი ფინანსური რესურსი
- მორაგბე ზოგადად კლუბში იზრდება და არა ნაკრებში, კლუბი კი თუ კერძოა კავშირი ნაკლებად მეწველი ძროხა რომ იყოს, თუმცა რესურსების მოზიდვა ან ხელშეწყობა აკადემიებისთვის (და არა მარტო) ბუნებრივია მისი ვალია
გია ნიჟარაძის დროს უფრო მეტი კომუნიკაცია იყო გულშემატკივართან და გულშემატკივრის მხრიდანაც ძალიან მაღალი იყო აქტიურობა
- კომუნიკაციის ნაკლებობა განვიტარების შეჩერების ტოლფასი ხომ არ არის
- გულშემატკივარი ბოლო 2 წელია ავსებს დინამოს (ეს ისე - აქტივობაზე)
ყველაზე მეტად კი საგანგაშო იყო დიდი 10-ის ბოლო ტურის მატჩები
- გამოვიძიებთო, ვნახოთ

პ.ს.
სანამ სახელმწიფოს უმაღლეს ეშელონებში რაგბს სატანადო ლობი ვერ ეყოლება მეტი დაფინანსება ვერ იქნება - არის ფეხბრთიდან ლობ(ებ)ი და არის დაფინანსებაც და მხარდაჭერაც
ჩაწყობას რაც შეეხება ფაქტია აის გზა ფინალამდე დაუგრძელდა, შეიძლება შანსი ხელიდან გაუშვას თან იმ ფონზე რომ ევროსაგზურები დაანონსებულია
ვნახოთ

პ.ს.ს
კავშირიდან რომ არ ვარ აქ ძველმა "მპოსტავებმა" კი იციან

12:41 | 18.04.2017
GiorgiG83 (525)

ადრე აქ დიდი გარჩევები იდებოდა

ფრანგების კომპლექსიო - სრული სისულელე:
ამ ბიჭებმა 16-17-18 წლის ასაკში ფრანგებამდე 4 საერთაშორისო მატჩი ჩაატარეს (+ 1/2 ს.ა.რ. პროვინციების ერთი წლით უმცროს ნაკრებებთან) ასე რომ "ბ", "ა" ლიგის და რამდენჯერმე დიდი10 ში გამოჩენილი 2 მორაგბით თანატოლ ფრანგებს ვერ აჯობებ,
მიუხედავად იმისა რომ წელს ნაკრები შეირჩა 350 ბავშვიდან, შარშან 120 მორაგბე ინახა საქმეში, შარშან წინ 100 მდე...

350 მორგაბე საფრანგეტში მარტო 2-3 აკადემიაშია, რომლებსაც აქვთ:

ბაზა, მინდვრები, პირობები, ეკიპირება, სამედიცინო კონტროლი და მომსახურება, კვება...
სავარჯიშო პირობები, ანალიტიკური სწავლებები
თავს ახვევია მწვრთელები და მაწრთობები და ა.შ. ...

ამ ფონზე ეს ნაკრები უდაოდ ყველაზე მაგარი U18 ია ალაფას მომგებ U20 ერთად.

ამ ნაკრებში ერთდროულად 4 თანაბარი დონის ფეხით მოთამაშე ბიჭია:
აბჟანდაძე, ლომიძე, ასათიანი, ძაგნიძე - ასეთი ჯერ არ გვყოლია, არცერთ ნაკრებში
ამ ნაკრებში ხელით ბურთაობს ყველა 1-15
ამ ნაკრებში აია-ლელოს გარდა ხაშურიდან მოხვდა ბავშვი (!)
ამ ნაკრებში ოფლოუდს მორკინალიც კი ლამის ლომიძის დონეზე ასრულეს
მივლნენ ბიჭები 20ში მანამდე აკადემიის წრთობას გაივლიან და წლიდან წლამდე მდგომარეობა გაუმჯობესდება

რა თქმა უნდა ჯობია უცხოელი მწვრთნელები, აკადემაში ოკლენდის პროვინციის გუნდების ვარჯიშები, ბევრი ბალახიანი მინდორი, ბევრი საერტაშორისო მატჩი ადრეული ასაკიდან, სწორი სუნთქვის, სწორი სირბილის, გაბნეული მხედველობის მწვრთნელ-ექიმები

მარგამ ამ ეტაპზე, როდესაც რაგბის დაფინანსება (ლარის კურსის ფონზეც კი) ვერ იზრდება და სხვა უამრავი - შედეგი ფანტასტიურია

21:02 | 17.04.2017
krasni (587)

გულშემატკივრებს დაგვაჯერეს სტატია და ვიდეო, რომ მოხდა შეხვედრა რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან. ამ სტატიის შემდეგ, სადაც ახლა ჩვენ კომენტარებს ვდებთ, თუ არაფერი საინტერესო არ ხდება ქართულ რაგბში, მაშინ რაღად გვინდა საერთოდ ფედერაცია. იმედგაცრუებას ვატყობ რაგბის ბევრ გულშემატკივარს, რომლებიც ადრე აქტიურად აკომენტარებდნენ, არადა დამეთანხმებით, გარჩევა და ანალიზი საკმაოდ მაღალ კვალიფიციური იწერებოდა. აქამდე აღმავლობა ჰქონდა ქართულ რაგბს, დიახ, მხოლოდ ჰქონდა. სხვების ნაშრომს წყალში ნუ გადაყრით, თუ კვალიფიკაცია არ გყოფნით, სახლში წადით, სახლში ბატონებო.

20:16 | 17.04.2017
qomagi (248)

ადმინ, თქვენ კიდევ მარტო მოგებებზე რომ დებთ სტატიებს, წაგება რა, ჩვენი არ არის? თუ მტკივნეული რომ არის და სხვა საკითხების განხილვასაც რომ საჭიროებს, მაგიტომ სდუმთ? რატომ არაფერი დაწერეთ გოჩა სვანიძესთან ბოლო შეხვედრის დეტალებზე? ძალიან არ მინდა, ჩვენი ეროვნული და ჩემთვის უსაყვარლესი სპორტი გაუბედურებულ ქართულ ფეხბურთს დაემგვანოს, არ მინდა რომ აქაც ნაცნობობით და მეგობრობით კეთდებოდეს საქმე და არა პროფესიონალიზმის მიხედვით.
არ მომწონს რაგბის ფედერაციის მუშაობა იმ მხრივ, რომ არაფერს ამბობენ 7 კაცაზე, საკლუბო რაგბის განვითარებაზე - ევროტურნირებზე გამოსვლაზე!!!
ასეთი მიდგომით ვშიშობ, რუმინეთის დღეში არ აღმოვჩნდეთ. ამიტომ, კარგთან ერთად პრობლემებზეც ხშირად უნდა დაიწეროს.

20:10 | 17.04.2017
qomagi (248)

დიდი მადლობა ბიჭებს თამაშისთვის, სხვა თემაა რამდენად უკეთესად შეიძლებოდა თამაში. ჩემი აზრით, ყველა ასაკობრივ ნაკრებშიც უცხოელი მწვრთნელები, ასისტენტები, ფიზმომზადების სპეციალისტები უნდა დაინიშნონ. სამწუხაროდ ჩვენი მწვრთნელები იმ დონის არ არიან, რა დონეც აქვს თუნდაც მილტონ ჰეიგს. აღარაფერს ვამბობ ტოპ-კლასის მწვრთნელების დონეზე. ამიტომ ქართველი მწვრთნელები სჯობს მწვრთნელთა შტაბში მოიაზრებოდნენ და მათზე გამოცდილ უცხოელ სპეციალისტებთან მიიღონ ცოდნა-გამოცდილება. ქართული საზომებით კარგი მწვრთნელი ევროპული საზომებით საშუალო დონეზე მეტს სამწუხაროდ ვერ ქაჩავს.ბოლო სამი წლის ფინალების შემხედვარე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მწვრთნელებმა ვერ განაწყვეს ბიჭები საბრძოლველად და გრანდებისადმი შიშის კომპლექსით გავიდნენ სათამაშოდ. ბოლოს, როდესაც მოგების ილუზია გაქრა და წნეხი მოეხსნათ, ათამაშდნენ და დაგვანახეს, რომ თურმე კარგად თამაში შეძლებიათ.

21:26 | 16.04.2017
krasni (587)

ბიჭებს რა თქმა უნდა დიდი მადლობა. რც შეეხება ზრდის ტემპს, არაა დამაკმაყოფილებელი. მადლობა ვუთხრათ მწვრთნელებს და დავემშვიდობოთ; ფედერაციის შემადგენლობასაც აუცილებლად დავემშვიდობოთ, უნდა გადადგენ, ხვალე არა, დღეს. ახალი ძველს უნდა სჯობდეს.

11:31 | 16.04.2017
DataN24 (215)

მოსაგები თამაშები მშვენივრად მოიგეს ბიჭებმა, მაგრამ ფრანგები აშკარად უფრო მომზადებული არიან ჩვენზე ფიზიკურად, უკეთესი სავარჯიშო პირობები, უკეთესი კვება ფიზ მომზადება, მაღალი დონის აკადემიები, მწვრთნელები, არჩევანი 65 მილიონიანი მოსახლეობიდან, ბელგიას და მისნაირ ქვეყნებსაც კი ჩვენზე მეტი მორაგბე ჰყავთ ამ ყველაფრის ფონზე ასეთი მწვავე კრიტიკა არ მიმაჩნია მართებულად, წინა 2 ფინალისგან განსხვავებით პროგრესიც აშკარაა 1-2 წელიწადში უკვე კომპლექსების გარეშე გავიწევთ მოსაგებად

08:12 | 16.04.2017
Top 14 (3)

სამწუხაროდ 9 და 2 - მა სუსტად ითამაშეს, 11 და 14 საერთოდ არ ჩანდნენ, ხოლო 15 - მა ნომერმა ვერც ერთ ხაზ-გამოჭრილ ფრანგს ბოჭვა ვერ გაუკეთა

07:55 | 16.04.2017
გზავნილი (81)

არანაირი პროგრესი არ შეიმჩნევა ამ მწვრთნელების ხელში. თუ დღეს უფრო ნაკლები ანგარიშით წავაგეთ ეს იმიტომ რომ უკეთესი შემსრულებლები გვყავს ვიდრე წინა წელს. მაგრამ ამ უკეთეს შემსრულებლებს არ ყავთ მწვრთნელი.

დღეს ამ ნაკრებმა ითამაშა 90 წლების საქართველოს ნაკრების რაგბი - 1 ნაბიჯი წინ ორი უკან. ფიზიკურად მოუმზადებლები, ტაქტიკა საერთოდ არ აქვთ, სისწრაფე 0, პოზიციის შერცევა ნოლი, შერკინება ყვითლად შეფერილი - მწარე მყრალი სუნით, არ ერთი მეტრი მოლით, არც ერთი გააზრებული შეტევა...

ყველაზე ნეგატიური რაც აქ ხდება ისაა რომ ფსიქოლოგიური კომპლექსი უყალიბდებათ მოთამაშეების ყველა თაობას და ესაა გრანდების შიში...

ბატონო დავით - წინა მსოფლიო თასზე კარგად მახსოვს თქვენი (ან ტანაშემწის) შეძახილი ბიჭების მიმართ - მიდით ბიჭებო თქვენი თამაში ითამაშეთო! მწვრთნელის საქმეა მორაგბეს კონკრეტული დავალება მიცეს როგორ ითამაშოს "თავისი თამაში"...

თქვენ არ ხართ უთავმოყვარეო ფეხბურთელი, ხართ მორაგბე, ვაჟკაცი და გეყოფათ უკვე ამ შესანიშნავი თაობების გაუბედურება. გადადექით, საკმარისია უკვე...

PS თან პატივცემულ გოჩას გადაეცით ვინმე უცხოელი მოიყვანოს, ვისაც გრანდების კომპლექსი არ აქვს

21:43 | 15.04.2017
ჰუკერი (22)

ასე მკაცრები რატომ ხართ? წინა ორი ფინალისგან განსხვავებით, საკმაოდ კარგად ითამაშეს ბიჭებმა. ვინმეს მოგების ილუზია ჰქონდა? ასე, თანდათან უნდა დავეწიოთ. მე, მაგალითად, ვხედავ პროგრესს!!! აღდგომის მადლი შეგვეწიოს სრულიად საქართველოს!

21:39 | 15.04.2017
dinamo222 (692)

ეს რა პრიზი მისცეს ფრანგებს D მგონი ელიავას სადურგლო ცეხიდან გამოტანილი ხის ან დსპ ს ნაჭერია D ასეთი "ჯილდო" რომ იყო ჩემპიონობისთვის ალბათ მაგიტომაც არ მოიკლეს თავი ჩვენებმა ეგეთ ხის ნაჭრებს თუ უნდათ 100 ცალს გამოიტანენ ელიავადან DDD

21:37 | 15.04.2017
erovnuli-nakrebi (224)

dinamo222 - ასეა. სხვა დოენა ევროპა. ამათ საჭირო კვებაც არ აქვთ ალბათ და რა უნდა მოთხოვო

21:31 | 15.04.2017
dinamo222 (692)

ფრანგების კომპლექსი კი არა აქვთ ტოპ გუნდებთან ყველასთან ასე გაგვიჭირდება თუ 18 წლამდელებშიც ასეთი დიდი სხვაობაა ჩვენს და იმათ შორის მაშინ საშველი არაა და მგონი უახლოეს მინიმუმ 20 წელში ჩვენ ვერ მივალთ იმათ დონემდე

21:21 | 15.04.2017
dinamo222 (692)

9 და 2 ნომერი რომ გამოცვალეს მერე კარგად შეიცვალა თამაში ჩვენსკენ რატომ თავიდანვე არ დააყენეს ეს ბიჭებიიიიი

21:17 | 15.04.2017
erovnuli-nakrebi (224)

იქნებ მოვიგოთ :დ

21:17 | 15.04.2017
erovnuli-nakrebi (224)

ლელო

21:06 | 15.04.2017
orioni (88)

ფრანგების მგლობა არ გაიშვა, მაგრამ ჩვენები რომ ვერ არიან სათანადოდ მზად ამ დონეზე ფაქტია...

21:11 | 15.04.2017
erovnuli-nakrebi (224)

მგლები არიან, მგლები! გადაჯეგეს ყველა და ყველაფერი

21:05 | 15.04.2017
erovnuli-nakrebi (224)

აუ რა უაზრო გუნდია

20:58 | 15.04.2017
erovnuli-nakrebi (224)

ორ პასს ვერ აკეთებენ

20:58 | 15.04.2017
erovnuli-nakrebi (224)

არაფერიც არ ემართებათ!
ფრანგები არიან მგელი ევროპელები და ბურთს არ ანახებენ ჩვენებს! მეტი არაფერი

20:49 | 15.04.2017
orioni (88)

ზედიზედ მესამედ უნდა გადაგვიარონ, რა ემართებათ ამ ფრანგებთან ასე რომ იშლებიან, არ მესმის რა,....

20:45 | 15.04.2017
dinamo222 (692)

საზიზღრად ვთამაშობთ დაცვაში @ ჩვენ ფლანგებს (11-14 ნომრებს)ერთი ბოჭვაც არ გამოუვიდათ ვერც ძალისმიერით ვერ ვჯობივართ მგონი ჩვენი 2 ნომერი იმათ 2 ნომერზე ორჯერ პატარაა და პლიუს ჩვენი 9 ნომერიც არ მომწონს მთელი საათი უნდება რაქიდან ბურთების გამოყანას ელოდება სანამ ისინი დაცვას დააწყობენ კარგად და მერე გამოაქვს @@

20:41 | 15.04.2017
krasni (587)

ვერ ვაჩვენებთ ჩვენს თამაშს, რა თქმა უნდა ფრანგები მაგრები არიან, მაგრამ ჩვენსას მაინც უნდა ვეცადოთ.

20:39 | 15.04.2017
orioni (88)

არა რა, კომპლექსი აქვთ უკვე ფრანგების..

20:11 | 15.04.2017
ika13 (34)

სად უყურებთ?

20:46 | 15.04.2017
dinamo222 (692)

stripslashes((strlen('http://www.myvideo.ge/tv/rtv')>0?'http://www.myvideo.ge/tv/rtv':'http://www.myvideo.ge/tv/rtv'))

15:18 | 15.04.2017
dinamo222 (692)

ძალიან ძნელი იქნება მოგება სტრუმრად ფრანგებთან თანაც მსაჯებიც არ უნდა დავივიწყოთ 100% ფრანგების მხარეს იქნებიან (გასაგებია რატომაც)

14:53 | 15.04.2017
dinamo222 (692)

გაბედულად უნდა ეთამსაშონ იმათზე ნაკლებნი ნაღდად არ არიან ! ერთი რამეა ცუდი რომ შერკინება არაა მთლიანი და კარგად ვერ გამოვიყენებთ ამ უპირატესობას სამაგიეროდ მოლით შეგვიძლია ავინაზღაუროთ ეს მინუსი ! ძალიან მაგარ მოლებს აგორებდნენ ჩვენები წინა თამაშებში და არანაირი ხელით თამაშში აყოლა არ გვინდა ფრანგებთან ასე შანსი არ გვექნება (ხელით ფრანგები გაგვანადგურებენ ძალიან მაგრა თამაშობენ ხელით) ჩვენი თამაში უნდა ვეთამაშოთ და არის მოგების შანსები !

18:07 | 15.04.2017
ჰუკერი (22)

კი. ძალისმიერ თამაშში უნდა ჩავითრიოთ და მოკლე დარტყმებით ვეცადოთ.

11:49 | 15.04.2017
BEERTRANCE (1073)

იმედია შეცდომები 0-ზე დისციპლინა მაქსიმუმზე. შეგეწიოთ აღდგომის მადლი.

10:13 | 15.04.2017
orioni (88)

საფრანგეთია რა, საგრძნობ სხვაობას ვერ ვხედავ სათამაშო კლასში. ცოტა გამართლება და სავსებით შესაძლებელია გამარჯვება...მიდით ბიჭებო აძგერეთ მამლებს ბორჯღალი და ვნახოთ ვის დარჩება გამარჯვება.

07:59 | 15.04.2017
გზავნილი (81)

ალილუია! ძლივის მოვისმინე რაგბის ასაკობრივი მწრთნელებისგან (ორივე ასაკაკობრივს ვგულისხმობ), რომ გრანდთან სათამაშოდ წასაგებად არ გადის. ყოჩაღ ასე უნდა და არა როგორც წინა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე წასაგებად გაყავდათ გუნდი (ნუ იტალიის გამოკლებით).
ძალიან სწორია ეს მიდგომა, შეიძლება წავაგოთ, მაგრამ გუნდი არ უნდა გავიდეს სათამაშოდ წინასწარ წაგებული. მოგება ყველასთან შეიძლება, მათ შორის ფრანგებთანაც. მე ამის მჯერა და ეს უნდა ჩაუნერგოს მწრთნელმა მოთამაშეს.
ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს, მჯერა თქვენი ლომებო, დღეს დიდი გამარჯვება უნდა გამოვჭედოთ, ყველამ ერთად!

21:44 | 14.04.2017
krasni (587)

ხვალ ნავსს გავტეხავთ, წინ გამარჯვებისკენ ლომებო.

21:24 | 14.04.2017
ogafa (407)

ამჯერზე კი მოუგებთ

21:12 | 14.04.2017
რაგბი გადაარჩენს საქართველოს (55)

stripslashes((strlen('http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/103292-tceshmaritebis-dasadgenad-ragbis-kavshiris-gamgeobaze-saetcvo-matchebze-imsjeleben.html')>0?'http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/103292-tceshmaritebis-dasadgenad-ragbis-kavshiris-gamgeobaze-saetcvo-matchebze-imsjeleben.html':'http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/103292-tceshmaritebis-dasadgenad-ragbis-kavshiris-gamgeobaze-saetcvo-matchebze-imsjeleben.html'))

21:03 | 14.04.2017
BEERTRANCE (1073)

აბა თქვენ იცით

0.132227