მეტად საინტერესო სტატია გამოქვეყნდა პოპულარულ საიტზე Punditarena. ამ ელექტრონულ გამოცემაში რაგბის თემაზე მწერალმა ჟურნალისტმა პოლ ვასელმა შეადგინა მსოფლიოს „the finishers” XV, ანუ „დამსრულებელთა“ სიმბოლური ნაკრები. რას ნიშნავს „დამსრულებელი“? ეს ტერმინი დღეს ძალზე პოპულარულმა ინგლისელმა სპეციალისტმა ედი ჯონსმა შემოიღო. მისი თქმით, უსამართლობაა, როცა შეცვლაზე შესულ სპორტსმენს შემცვლელს უწოდებენ. ის არა შემცვლელი, არამედ თამაშის დამსრულებელიაო. რასაკვირველია, ინგლისის ნაკრების დამრიგებელი აბსოლუტურად მართალია.
ჰოდა, პოლ ვასელსმა „დამსრულებელთა“ სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ვეტერანი ბორჯღალოსანი ლევან დათუნაშვილიც შეიყვანა. თავად ვასელი ამბობს, რომ ამ სიმბოლურ გუნდში ის მორაგბეები გააერთიანა, რომლებმაც კარიერის ადრეული წლები სხვების ჩრდილში გაატარეს, ვიდრე ყურადღების ცენტრში მოხვდებოდნენ, და ისინიც, ვისაც სანაკრებო კეპების სოლიდური რაოდენობა მარქაფიდან დაუგროვებიათ.
მაშ ასე, „დამსრულებელთა“ XV:
1. ოლი ლე რუ (სამხრეთ აფრიკა) – 43 მატჩი მარქაფიდან
2. კევინ მეალამუ (ახალი ზელანდია) - 55
3. ჯეიმს სლიპერი (ავსტრალია) - 44
4. ლევან დათუნაშვილი (საქართველო) - 28
5. დონჩა ოკალაჰანი (ირლანდია) - 28
6. ფილ ვო (ავსტრალია) - 28
7. ჯასტინ ტიპურიკი (უელსი) - 25
8. დამიენ შული (საფრანგეთი) - 14
9. პირი ვეეპუ (ახალი ზელანდია) - 46
10. რონან ოგარა (ირლანდია) - 43
11. ლუკას გონსალეს ამოროსინო (არგენტინა) - 25
12. ჯეიმს ჰუკი (უელსი) - 31
13. ქერთლი ბილი (ავსტრალია) - 23
14. მეთიუ თეითი (ინგლისი) - 19
15. პეტ ლემბი (სამხრეთ აფრიკა) - 34
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საუკეთესოთა შორის საუკჯეთესო მეორე ხაზელი, დგეს ნამდვილად გვჩირდება ეროვნულ ნაკრებში დათუნაშვილის სტილის მოთამაშე
გვეამაყებიიიიიიიიი
+1
ყოჩაღ, ნამდვილად კარგი ტერმინი მოუფიქრებია