„ტულუზთან“ 33:23 მოგებული მატჩის შემდეგ, ტულონურმა გამოცემა „ვარ-მატენმა“ ლევან ჩილაჩავას კომენტარი სთხოვა. „ტულონის“ ქართველმა ბურჯმა აღიარა, რომ ძალიან კმაყოფილია გუნდის თამაშით. 25 წლის პირველხაზელის თქმით, ახლა გუნდი მთლიანადაა გადართული მომდევნო მატჩზე - შაბათს ტულონელები „კასტრს“ ხვდებიან.
„მას შემდეგ, რაც „ბათმა“ ჩემპიონთა თასიდან ამოგვაგდო, გონს მოსვლა და ძალების მობილიზება მალევე მოვახერხეთ. ტოპ 14-ზე სრული კონცენტრაცია მოვახდინეთ, სხვა აღარაფერზე ვფიქრობთ. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მოლის შედეგად ლელო გავიტანეთ, რასაც დიდი ხანი ვერა და ვერ ვახერხებდით.
ამ წარმატების შემდეგ შევეცდებით, გამარჯვება „კასტრთან“ შეხვედრაშიც მოვიპოვოთ. იმედია, „მაიოლზე“ მოვიგებთ და საპლეიოფო მატჩების მასპინძლობისკენ დიდ ნაბიჯს გადავდგამთ“, - აღნიშნა „ტულონის“ ბორჯღალოსანმა ბურჯმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წარმატებები!!
ლევანი დიდი ძალაა ნაკრებში.
ლევან გაიხარე ! ! !