უცხოური

14:32 | 11.04.2017 | ნანახია 2472 - ჯერ

საგანგებო კვართი სონი ბილისთვის

სონი ბილი უილიამსის დებიუტმა „ბლუზის“ შემადგენლობაში სკანდალის ფონზე ჩაიარა. 31 წლის მორაგბემ კვართის საყელოზე განთავსებული ახალი ზელანდიის ნაციონალური ბანკის ლოგო დაფარა, არადა ეს ბანკი კლუბის ერთ-ერთი სპონსორია.

უილიამსმა ეს საქციელი რელიგიური მოსაზრებებით ახსნა. ის ამბობს, რომ ბანკებისა და საკრედიტო ორგანიზაციების რეკლამა მის რწმენას ეწინააღმდეგება. ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი ამით არ დაკმაყოფილდა და ისტორიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც კი გამოეხმაურა.

„არ მესმის, რატომ იქცევა ერთი ბიჭი სხვებისგან გასხვავებულად. კონტრაქტის დეტალებს არ ვიცნობ, თუმცა, თუ გუნდის წევრი ხარ, ისე უნდა მოიქცე, როგორც სხვები იქცევიან“, - თქვა ბილ ინგლიშმა სატელევიზიო ინტერვიუში.

„ჩვენ გვყავს უღალატო კომერციული პარტნიორები და ისინი საქმის ყურში უნდა იყვნენ. გვსურს პირადად გავესაუბროთ სონი ბილს და მის მენეჯერს“, - აღნიშნა ახალი ზელანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ტიუმ.

მომხდარს ახალი ზელანდიის ნაციონალური ბანკიც გამოეხმაურა, რომელიიც ირწმუნება, რომ უილიამსის საქციელში პრობლემას ვერ ხედავს და მოთამაშის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია.

ამის ფონზე ახალი ზელანდიის რაგბის კავშირი „ბლუზისა“ და „ოლ ბლექსის“ ვარსკვლავთან დათმობაზე წავიდა და საგანგებოდ სონი ბილისთვის დამზადდება კვართი, რომელზეც ახალი ზელანდიის ნაციონალური ბანკის და ბრიტანული ბანკების ქსელის ლოგოები დატანილი არ იქნება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
22:32 | 11.04.2017
shotai-olimpi (89)

"საქმის ყური" კარგია!!!

17:09 | 11.04.2017
BEERTRANCE (1073)

მაშინ ამ გუნდში თამაშზე არ დათანხმებულიყო.

15:00 | 11.04.2017
nikachkhaidze (21)

საქმის კურსი და არა საქმის ყური, სირცხვილია შეასწორეთ

22:31 | 11.04.2017
shotai-olimpi (89)

0.102889