უცხოური

14:24 | 11.04.2017 | ნანახია 2571 - ჯერ

რუმინელი ბურჯი ინგლისში

რუმინელმა ბურჯმა ალექსანდრუ ცერუშმა ინგლისის ავივა პრემიერშიპის კლუბ „სეილ შარქსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდს ზაფხულში შეუერთდება.

27 წლის მორაგბე სამშობლოში „სტიაუასა“ და „ტიმიშოარა-სარასანესში“ თამაშობდა, რის შემდეგაც საფრანგეთს მიაშურა და პრო დ2-ის მიმდინარე სეზონში „ბეზიეს“ კვართით 10 მატჩი ითამაშა. ის 2015 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა და ჯამში 16 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა.

„ძალიან დიდი შანსი მივიღე. კარგად ვიცნობ ვადიმ კობილაშს და მან მითხრა, როგორი კლუბის შემადგენლობაში და რა ატმოსფეროში მომიწევს თამაში“, - განაცხადა ცერუშმა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:42 | 12.04.2017
Atomic (5)

და რა???

0.090731