საფრანგეთი პრო დ2

18:48 | 10.04.2017 | ნანახია 4295 - ჯერ

ბექა გორგაძე: ერთი წლის შემდეგ - „ბორდოში“

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მესამეხაზელი ბექა გორგაძე ერთი წლის შემდეგ „ბორდოს“ მორაგბე გახდება.

„მიდი ოლიმპიკის“ ცნობით, 21 წლის ქართველმა ჟირონდელებთან წინასწარი კონტრაქტი გააფორმა და ახალ გუნდს 2018/2019 წლების სეზონიდან უნდა შეუერთდეს.

არაა გამორიცხული, გორგაძე ტოპ 14-ში მანამდეც მოხვდეს, რადგან მისი ამჟამინდელიი გუნდი „მონ-დე-მარსანი“ პრო დ2-ის რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე, 76 ქულით მე-3 ადგილზეა და ტოპ 14-ში ასასვლელ პლეი-ოფში თამაში თითქმის განაღდებული აქვს, პირდაპირი საგზურის მომტან პირველ ადგილამდე კი, 5 ქულა აშორებს.

გორგაძე საფრანგეთში მესამე წელია, თამაშობს. ის „მონ-დე-მარსანის“ პირველ გუნდში შარშან გამოჩნდა და თავისი გააზრებული თამაშით მალევე დაიმკვიდრა ადგილი. შარშან მას ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და მიმდინარე სეზონის პრო დ2-ში ჩატარებულ 16 მატჩში ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა 3 ლელო მიითვალა.

ბექამ შარშან 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში ითამაშა, წლეულს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა ადგილი და ჯამში ჩატარებულ 11 მატჩში 5 ლელო ჩაიწერა პირად ანგარიშზე.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:41 | 11.04.2017
პანტელეიმონი (1218)

+1

12:04 | 11.04.2017
krasni (587)

მაგარი ახალგაზრდობა მოდის, მაგარი. ჩამოთვის რომ შეგეშინდება, ვინმე არ გამომრჩესო.

0.08365