სუპერ რაგბის გაფართოების გეგმამ ვერ გაამართლა და მომავალი სეზონიდან მასში მონაწილე ფრანშიზების რაოდენობა 18-დან 15-ამდე შემცირდება.
ეს არ მოხდება ახალი მონაწილეების, არგენტინის და იაპონიის ხარჯზე. ერთი გუნდის შეკვეცა ავსტრალიას, ხოლო ორის - სამხრეთ აფრიკას მოუწევს. ამრიგად, სუპერ რაგბი კვლავინდებურად სამ კონფერენციად ჩატარდება:
ახალ ზელანდიაში - „ბლუზი“, „ჰარიკეინზი“, „კრუზეიდერსი“, „ჰაილენდერსი“ და „ჩიფსი“;
ავსტრალიაში - 4 ავსტრალიური ფრანშიზი და იაპონური „სანვულვზი“;
სამხრეთ აფრიკაში - 4 სამხრეთაფრიკული და არგენტინული „ხაგუარესი“.
წინასწარი ინფორმაციით, სუპერ რაგბის „ვესტერნ ფორსი“, „ჩიტასი“ და „კინგზი“ დატოვებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია