6 ერი

1:19 | 12.02.2016 | ნანახია 1814 - ჯერ

ჯონსი კანას უფრთხის

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი მომავალი მატჩის წინ ყველაზე დიდ საშიშროებას „ლურჯების“ 10 ნომერში - კარლო კანაში ხედავს.

ახალზელანდიელი სპეციალისტი 23 წლის მორაგბის არეკნით მოიხიბლა, რომელიც მან 2016 წლის ექვსი ერის პირველ შეხვედრაში, „სტად დე ფრანსზე“ ფრანგებთან შეხვედრაში შეასრულა და ის „ვოლაბების“ ლეგენდარულ მგეზავს - სტივენ ლარქემს შეადარა.

ედი ჯონსი: „აძურას“ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს და მათ აირჩიეს ისეთი თამაშის სტილი, რომელთან გამკლავებაც ცოტა გაგვიჭირდა. განსაკუთრებით გამოვყოფდი კარლო კანას ,რომელიც ლეგენდარულ ავსტრალიელ მორაგბეს - სტივენ ლარქემს მაგონებს, მაგრამ იტალიელში უფრო მეტ პოტენციალს ვხედავ და გამოგიტყდებით, მომდევნო თამაშზე ყველაზე მეტად სწორედ მისი მეშინია. „მარეფილდზე“ შოტლანდიასთან გამარჯვების შემდეგ, ჩემი შემადგენლობა ოდნავ განსხვავებული იქნება. ჩვენ 23 საუკეთესო მორაგბეს შევკრებთ, რათა თავდაჯერებულად შევხვდეთ იტალიის ეროვნულ ნაკრებს და დავამარცხოთ“.

„სტად დე ფრანსზე“ საფრანგეთთან შეხვედრაში კარლო კანამ ყველას გვაჩვენა საკუთარი შესაძლებლობები და 1999 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უძლიერესი და განუმეორებელი არეკნის ავტორთან გაიგივებაც კი დაიმსახურა. ჟაკ ბრუნელის შეგირდი ღირსების დაცვას 14 თებერვალს, საკუთარ მიწაზე, რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ ინგლისთან შეეცდება. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.091908