ამბები

19:01 | 20.09.2014 | ნანახია 3333 - ჯერ

“როვიგო” VS “კავკასიელები” - ტაიმის შემდეგ 15:8

“თბილისის კავკასიელები” “ჩელენჯ ქაფის” საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველ მატჩში იტალიურ “როვიგოსთან” 8:15 მარცხდება.

ქართველებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ანგარიში მე-3 წუთზე ირაკლი ყიასაშვილმა არეკნით გახსნა. მას ორჯერ მიეცა ჯარიმიდან უპირატესობის გაზრდის შანსი, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მე-14 წუთზე გიორგი შკინინმა ლელო გაიტანა და რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, სტუმრები 8:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ამის შემდეგ უპირატესობა იტალიელთა მხარეს გადავიდა. მათ ჯერ ჯარიმით შეამცირეს სხვაობა, მერე ორი ლელო გაიტანეს (მეორე ბოლოსწინა წუთზე), ერთი გარდასახვა გამოიყენეს და შესვენებაზე 7-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.078801