2016/2017 წლების სეზონის დიდი 10-ის რეგულარული გათამაშების დასკვნითი ტური გამორჩეული აღმოჩნდა. გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფმა გუნდებმა თამაშები სუსურველი შედეგებით დაასრულეს და საბოლოოდ პირველ ლიგაში ბოლნისის „ყოჩები“ დაქვეითდა, ხოლო თბილისის „არმაზი“ გადათამაშებაში ჩაერთვება.
მოულოდნელობები რუსთავსა და ქუთაისში დაფიქისირდა. თბილისის „არმიას“ ექვსეულში შესვლის შანსი ჰქონდა და ამისათის ბოლნისის „ყოჩები“ პრემიალური ქულით უნდა დაემარცხებინა, პარალელურად თბილისის „აკადემიისა“ და „ბათუმის“ შედეგს დალოდებოდა. „ყოჩებს“ დიდ 10-ში დასარჩენად აუცილებლად ჭირდებოდა მოგება, სასურველი იყო - პრემიალური ქულით, და ასეც მოხდა, ბოლნისელებმა მეტოქე 47:14 დაამარცხეს.
მათი მთავარი კონკურენტი „ბაგრატი“ ქუთაისურ დერბიში ლიდერ „აიას“ ხვდებოდა. თამაში ისე წარიმართა, რომ გადამწყვეტი უპირატესობა ვერავინ მოიპოვა. რუსთავური მოვლენების პარალელურად ცხადი გახდა, რომ „ბაგრატს“ მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს და გამარჯვების ლელო დადო კიდეც - 11:10 და „ბაგრატი“ დიდ 10-ში დარჩა. ამით „აიამ“ ლიდერობა დაკარგა, მესამე საფეხურამდე დაქვეითდა და პლეი-ოფში გრძელი გზით მოუწევს სიარული.
„არმაზს“ პირდაპირი გავარდნა არ ემუქრებოდა, გორის „ჯიქთან“ 18:58 დამარცხდა და უძლიერესთა შორის დარჩენისთვის თბილისის „ივერიას“ ორრაუნდიან ბრძოლაში შეხვდება. „არმაზმა“ ბოლნისს ურთიერთშეხვედრებით აჯობა. ამ ორომტრიალში „ჯიქი“ პირველ ადგილზე აღზევდა და პირველად არსებობის ისტორიაში, რეგულარული გათამაშების გამარჯვებული გახდა.
მეორე ადგილზე „ბათუმი“ გავიდა, რომელმაც თბილისის „აკადემიას“ ასევე პრემიალური ქულით აჯობა - 34:17. იმისთვის, რომ „მხატვრებს“ თავი მშვიდად ეგრძნოთ, ამ თამაშში მინიმუმ ბონუსი უნდა აეღოთ, ეს ვერ შეძლეს, მაგრამ „არმია“ მათ ვეღარ დაეწია.
ტურის ცენტრალურ მატჩში „ლელო-სარასენსმა“ „ლოკომოტივს“ 37:10 მოუგო. წაგებულმა და მოგებულმა ამით ვერაფერი მიიღო და დიდი 10-ის ერთ-ერთი მთავარი დერბი აპრილის ბოლოს პლეი-ოფის პირველ ეტაპზე განმეორდება. „ლელო-სარასენსი“ „ლოკომოტივს“ 22, ან 23 აპრილს შეხვდება და ამავე ეტაპზე „აია“ ქუთაისში „აკადემიას“ დაუხვდება. გამარჯვებულები მეორე ეტაპზე ერთმანეთს ხვდებიან. მეორე ეტაპიდან ერთვებიან საქმეში „ჯიქი“ და „ბათუმი“ და მათ შორიის გამარჯვებული ფინალში გადის, ხოლო დამარცხებულს სეზონის მთავარ მატჩში მოხვედრის შანსი კიდევ რჩება და ამისათვის მეორე ეტაპის მეორე წყვილს შორის გამარჯვებულს მცირე ფინალში შეხვდება.
2016/2017 წლების დიდი 10
XVIIII (ბოლო) ტური
არმაზი (თბილისი) 18:58 ჯიქი (გორი)
ლელო-სარასენსი (თბილისი) 37:10 ლოკომოტივი (თბილისი)
აკადემია (თბილისი) 17:34 ბათუმი (ბათუმი)
არმია (თბილისი) 14:47 ყოჩები (ბოლნისი)
ბაგრატი (ქუთაისი) 11:10 აია (ქუთაისი)
8/04 | კლუბი ქალაქი | თ | მ | ფ | წ | +პ | +ნ | -დ | გატ:გაშ | სხვ | ლ | ქ |
1 | 18 | 12 | 1 | 5 | 8 | 3 | 0 | 430:226 | +204 | 54/21 | 61 | |
2 | 18 | 12 | 2 | 4 | 4 | 3 | 0 | 414:228 | +186 | 44/18 | 59 | |
3 | 18 | 13 | 0 | 5 | 3 | 4 | 0 | 370:244 | +126 | 41/22 | 59 | |
4 | 18 | 11 | 3 | 4 | 6 | 2 | 0 | 429:315 | +114 | 54/30 | 58 | |
5 | 18 | 10 | 2 | 6 | 2 | 5 | 0 | 369:283 | +86 | 43/29 | 51 | |
6 | 18 | 9 | 0 | 9 | 2 | 4 | 0 | 279:279 | =0 | 28/33 | 42 | |
7 | 18 | 8 | 0 | 10 | 1 | 4 | 0 | 280:358 | -78 | 27/42 | 37 | |
8 | 18 | 4 | 0 | 14 | 0 | 6 | 0 | 235:538 | -303 | 23/73 | 22 | |
9 | 18 | 3 | 1 | 14 | 1 | 4 | 0 | 261:429 | -168 | 28/57 | 19 | |
10 | 18 | 3 | 1 | 14 | 1 | 4 | 0 | 267:434 | -167 | 37/54 | 19 |
^ უკეთესი პირისპირ ბალანსით, % ნაკლები თამაშის გამო განრიგი (ა4) | 8/04 @ 16.50 |
ქულათა ნიხრი ბაზისი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0 +1 ბონუსი = პრემია ან ნუგეში თაი’ბრეიქი (ქულათა ტოლობა) განაცხადის სანახავად ცხრილში დაწკაპეთ გუნდზე ტრანსფერები |
პლეი ოფი. პირველი ეტაპი
22-23 აპრილი
მ1. აია - აკადემია
მ2. ლელო-სარასენსი - ლოკომოტიივი
მეორე ეტაპი. 29-30 აპრილი
ჯიქი - ბათუმი
მ1 მოგებული - მ2 მოგებული
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/103292-tceshmaritebis-dasadgenad-ragbis-kavshiris-gamgeobaze-saetcvo-matchebze-imsjeleben.html')>0?'http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/103292-tceshmaritebis-dasadgenad-ragbis-kavshiris-gamgeobaze-saetcvo-matchebze-imsjeleben.html':'http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/chempionati/103292-tceshmaritebis-dasadgenad-ragbis-kavshiris-gamgeobaze-saetcvo-matchebze-imsjeleben.html'))
რა ტოტალიზატორი ხალხო, ორი სეზონია რაგბის ტელევიზიით აშუქებენ და რა დაინახეთ ასაეთი? გადახედეთ ნებისმიერი გუნდის შემადგენლობას, ერთი თამაშის მოგება გრანდთან ნებისმიერს შეუძლია გინდა დაიჯერეთ გინდ არა, ასე დრამატიზება ვითარების არაა საჭირო ...
აიას შეუძლია 50:0 მოუგოს ბაგრატს ათიდან ათჯერ. თ მოუნდა ერთხელ 100:0საც მოუგებს. ხოდა რაგბში შეუძლებელია ესეთი უპირატესობის მქონე გუნდმა წააგოს.
ბოლო ტურის თამაშები ნახე?
-1
ვინმეს შეუძლია პეტიცია გააკეთს, რო ტოტალიზატორში აიკრძალოს დიდი10?
რაგბის კავშირის ლოგოდ ახლა სირაქლემა უნდა აირჩეს.
ყოჩები-არმაზი 17:17 და ბათუმი ლელო 13:13
ლელო-აია 28-25იც გაკეთებული თამაში იყო
დროზე უნდა რეაგირება ამ ყველაფერს თორე წავედით აქაც ძ ღ ნ ე რ ი ს კ ე ნ
ასევე ორი თამაში იყო ნიჩია გაკეთებული წინა ტურებში. რაც ევროპაბეთზე დიდი ათის კუშები დევს, მაგის მერეა ეს ამბები
ჰო დავამატებ არმაზის ბედი მომცესსსს!!!!!! მეორე წელია?!
ორი თამაში აუცილებლად გადაისიჯოს თან მკაცრად(მიუხედავად მე აიას ქომაგი ვარ, მაგრამ ეჭვი მეც მაქვს) არმია-ყოჩები!!!! ბაგრატი-აია!!!! და ბაგრატის ქომაგმა ცოტა მოკეტოს ყოჩებს ტოვებენო და ბაგრატს ჩაგრავენო.... და რა ქნა დარჩენისთვის ბაგრატმა ბოლო 7 თამაში, აგებდა უშანსოდ ყოჩებთან შედარებით! მეორე და რა გადარჩენისთვის უცბად ყოჩები გამიხდა ოლ ბლეკსი!!! ჩააჯვეს ჩემპიონატი!!! აიას უღირს ჩემპიონობა ბაგრათის დარჩენად? რა ვქნა მე გულშემატკივარმა!!!
თრაწლიგას ნუ გდაამსგავსებთ რაგბის!
ნაკრების მომდევნო თამაშზე ერთი დიდი ბანერი მოუხდება ამათ გარიგებული თამაშების საწინააღმდეგოდ!
+1!!!!!!!!!!!!!!!!!!!! იქნებ ვიზრუნოთ ამ ამბავზე
რაგბი ყველაზე ლოგიკური თამაშია დედამიწის ზურგზე და მითუმეტეს ამხელა სხვაობის მქონე გუნდებს შეუძლებელია ასეთი შედეგით დაემთავრებინათ. თან ზუსტად ისე როგორც ზოგიერთს აწყობდა.
კაი რა, ყველგან სიბინძურე როგორ უნდა გაერიოს. რანაირად უნდა დამაჯერო 2-ვე სუფთა თამაში იყო.
1 რაგბი გვახარებდა და ეგეც უნდა შეგვაძულოთ?
ვიღაც ბაგრატის დაჩაგვრას ჩიოდა და ახლა რას ფიქრობს საინტერესოა. წლის ერთერთმა უძლიერესმა გუნდმა ლამის ყველაზე სუსტთან წააგო? საღოლ! ასე გააგრძელეთ და ჩემდათავად რაგბის მაყურებლისაც, ალბათ იგივეს ფიქრობს ბევრი სხვა ქომაგიც. ვის აბოლებთ? ძალიან გინდათ ფეხბურთის მსგავს წუმპეში ჩახრჩობა? თავში ხომ არ აგივარდათ ერის ყურადღება?
დაიწყო აქაც გამაზვები, შეგირცხვეთ ნამუსი!!!
"ყოჩაღ" ბიჭებო, გრცხვენოდეთ!!!
დაეტყო დიდ 10ს ევროპაბეთზე მოხვედრა........
მაგრად იმაიმუნეს ბიჭებმა. სირცხვილი თქვენ!!!!!!!!!!!